imedi /  07 ოქტომბერი 2019, 12:22 / სანდო წყარო

10 პროგრამა რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებშია დაგეგმილი

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონული საინფორმაციო კამპანია გახსნეს და კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. 

როგორც პრეზენტაციაზე სოფიო კილაძემ განაცხადა, კამპანიის ფარგლებში ჩავლენ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც საზოგადოებას ჰკითხავენ თუ რაში სურს დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები და დონორული თანხები. კილაძემ წარმოადგინა 10 პროგრამა, რომელიც შემუშავდა ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში.

ეს პროგრამებია:

1. ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას კრიზისულ სიტუაციებში ოჯახებისთვის, მშობლებისთვის დასაქმებისა და გადამზადების შესაძლებლობების შეთავაზებას დასაქმების მიზნით; ბავშვების მხარდაჭერას გაცდენილი სასწავლო პროგრამების დაძლევის მიზნით შესაბამის სკოლასთან კოორდინაციის გზით; ბავშვის ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში და ასევე ბავშვთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს.

2. მშობლების კონსულტირების პროგრამა - მოიცავს მშობლების კონსულტირებას ფეხმძიმობის პერიოდში და ბავშვის დაბადების პირველ წელს; ოჯახური თანაცხოვრების ბავშვის ჯანმრთელობის და კვების საკითხებზე, ასევე ფსიქოლოგის მომსახურებას კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევების გასავითარებლად როგორც მეუღლეებს შორის, ასევე ბავშვებთან მიმართებით; მშობლების კონსულტირებას ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებულებაზე სარეაბილიტაციო კურსებს შემდგომი დასაქმების ხელშეწყობით.

3. ძალადობის ბავშვების დაცვის პროგრამა - რომელიც მოიცავს ძალადობის პრევენციის, მოძალადეთა ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლის და ძალადობრივი ქცევის მიზეზების აღმოფხვრისაკენ მიმართულ სამედიცინო და ფსიქოსოციალური თერაპიისა და კონსულტაციის კურსებს.

4. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა - მოიცავს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ პრევენციულ, საკონსულტაციო, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების და იმუნიზაციის ღონისძიებებს; სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ინსტრუმენტებს; დანაშაულის შედეგად დაზარალებულ მსხვერპლ და მოწმე ბავშვთა ჯანდაცვის ღონისძიებებს.

5. ბავშვის განათლების მხარდაჭერის პროგრამა - მოიცავს ბავშვის განათლების მხარდამჭერ ფორმალურ და არაფორმალური განათლების კურსებს და სემინარებს. ამ პროგრამის მიზანია მშობლიური ენის და ქვეყნის ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების და ასევე განსხვავებული კულტურის და ცივილიზაციების პატივისცემის გრძნობის განვითარებას; ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პასუხისმგებლობის და პატივისცემის განვითარებას; ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვან განვითარებას, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის, არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

6. ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამა - მოიცავს სპორტული და გასართობი ხასიათის ღონისძიებების ხელშემწყობ მიმართულებებს; სასკოლო ან შრომით ვალდებულებებთან და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებს, ბავშვთა დასვენების პროგრამებს, ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამებს, კულტურულ და სახელოვნებო პროგრამებს, წინაპროფესიული უნარების განმავითარებელ პროგრამებს.

7. ბავშვის მოხალისეობის პროგრამა - მოიცავს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგარო, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. მისი მიზანია ბავშვის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; სოლიდარობის და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.

8. დედათა და ბავშვთა თავშესაფარი - მოიცავს თავშესაფარში ყოფნის პერიოდში კვებით უზრუნველყოფას; ბენეფიციარების ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას; ბენეფიციარების პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონალური სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. მშობლების და ბავშვების ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფას.

9. ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი - პროგრამით დღის ცენტრში ყოფნის პერიოდში მოიცავს ბავშვის კვებით უზრუნველყოფას; ბავშვის პირადი უნარჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას; აკადემიური საჭიროებების გამოვლენას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას; კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას. საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული, სამედიცინო  და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

10. სპორტული აქტივობების პროგრამა - პროგრამის მიზანია ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ქმნის ბავშვის სიღარიბისგან დაცვის, კეთილდღეობის დაცვის, ძალადობისგან დაცვის თვისობრივად ახალ გარანტიებს. 

ყველა სიახლე

მობილური

17 ოქტომბერი 2019, 00:43

ეკონომიკა

Google-ი ახალ Pixel 4-ს ინდოეთში არ გაყიდის

ინდოეთში ახალი მობილურის შეტანაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ, Pixel 4-ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. საუბარია სახის ამომცნობ და ადამიანის ჟესტების კონტროლ სისტემაზე. ეს ფუნქცია მოქმედებს 60 გიგაჰერც სიხშირეზე, რომლის გამოყენების უფლებასაც ინდოეთი კომპანიებს არ აძლევს.

ვიტრუვიუსის ადამიანი

17 ოქტომბერი 2019, 00:32

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნახატს პროტესტის მიუხედავად ლუვრში მაინც გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „ვიტრუვიუსის ადამიანი“ პროტესტების მიუხედავად საფრანგეთში გამოიფინება. 1490 წელს შესრულებული ნახატის ნახვა ლუვრში და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერი 2019, 00:30

თემა

დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.

ლუკა ფოფხაძე

17 ოქტომბერი 2019, 00:22

ტაბლოიდი

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე. ფოტო

ძაღლები ბობი და შაკო ყოველ დღე მიდიან მათი პატრონის, 16 წლის ლუკა ფოფხაძის საფლავზე, რომელიც სექტემბერში ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ლუკა ფოფხაძის დედა ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში წერს, ლუკას საფლავს მისი საყვარელი ძაღლები ყოველ დღე აკითხავენ.

17 ოქტომბერი 2019, 00:13

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გაიხსნა არხი, რომელიც Brexit-ს არ გააშუქებს

​​​​​​​​ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ხსნის დამატებით საინფორმაციო ტელეარხს, რომელზეც Brexit-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს არ გააშუქებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 3 წლის განმავლობაში ამ საკითხმა ბრიტანელები ძალიან დაღალა.

ორსულობა

16 ოქტომბერი 2019, 23:52

ტაბლოიდი

ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ორსულობაში აერია

ექოსკოპიის დროს გაირკვა, რომ ქალი არ იყო ორსულად, არამედ ე.წ. კისტოზური დრიფტი სჭირდა - ეს არის კვერცხუჯრედის არასრული განაყოფიერება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. მისი მოშორების შემდეგ, ქალმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი გაიარა. სიმსივნის განმეორების რისკი ისევ არის.

რობერტ აიგერი

16 ოქტომბერი 2019, 23:46

კულტურა

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დასახელდნენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტებმა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგში პირველად მოხვდნენ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რომლებმაც აგვისტოში ოჰაიოს შტატში მრეწველობის შესახებ დოკუმენტური ფილმი წარადგინეს.

ოქროს უნიტაზი

16 ოქტომბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ოქროს უნიტაზის ქურდობისთვის კიდევ სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ბლენჰეიმის სასახლიდან მოპარული ოქროს უნიტაზის საქმეზე პოლიციამ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დააკავა. ისინი 34 და 35 წლის, ხოლო ქალი 36 წლის არის და სამივე ოქსფორდიდან არიან. მანამდე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

დონალდ ტრამპი

16 ოქტომბერი 2019, 22:59

მსოფლიო

ტრამპი: ქურთები ანგელოზები არ არიან

სირიაში თურქეთის შეჭრა ჩვენი პრობლემა არაა, ქურთები კი ანგელოზები არ არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელ კოლეგა სერჯიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პორნოგრაფია

16 ოქტომბერი 2019, 22:58

მსოფლიო

ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 38 ქვეყანაში 300-ზე მეტი პირი დააკავეს

ვებგვერდზე ბავშვთა პორნოგრაფიის 200 000-ზე მეტი ვიდეო იყო განთავსებული, რომელიც ჯამში მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. ვებგვერდი გასულ წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს და დახურეს, თუმცა დღეს გაცხადდა, რომ გამოძიების შედეგად 337 დამნაშავე გამოავლინეს.

ბენქსი

16 ოქტომბერი 2019, 22:30

კულტურა

ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის

ანონიმი მხატვარი ბენქსი ინტერნეტმაღაზიას ხსნის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მაღაზიაში Gross Domestic Product (მთლიანი შიდა პროდუქტი) ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნივთები და გაცრუებული იმედები იყიდება“, - წერს ბენქსი და რამდენიმე ნივთის ფოტოებს აქვეყნებს.

ერდოღანი

16 ოქტომბერი 2019, 22:26

მსოფლიო

პომპეო და პენსი ერდოღანს თურქეთში მაინც შეხვდებიან

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ. აშშ-ის დელეგაცია უკვე თურქეთშია.

ლევან ძნელაძე

16 ოქტომბერი 2019, 22:05

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევის მონაწილე ლევან ძნელაძეს ბრალი საავადმყოფოში წაუყენეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს, ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად ღუდუშაურის კლინიკაში წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს აღმკვეთი ღონისძიებაზე განხილვა კვლავ ამავე კლინიკაში ჩატარდება.

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.