imedi /  07 ოქტომბერი 2019, 16:35 / სანდო წყარო

სამინისტრო დირექტორებს: ყურადღებით მოეკიდეთ ინკლუზიურ განათლებას

ინკლუზიური განათლება

სკოლების დირექტორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რასაც განათლების სამინისტრო მკაცრად გააკონტრორელბს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ საჯარო სკოლის დირექტორებსა და რესურცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე ირინე აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ ის პროექტები წარადგინეს და გააცნეს დირექტორებს და ხელმძღვანელებს, რომლებიც რომლებიც  სკოლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი პროექტი განახორციელა. კერძოდ, მას შემდეგ რაც სპეც.მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, მათი ხელფასი 205 ლარით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში ხელფასები გაეზარდათ საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

"2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ ამ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 -მე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია", - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2020 წლისთვის, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას  აგრძელებს და დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის არსებული დამატებითი მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლები სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა და დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. ასევე სამინისტრს ცნობით, მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

ყველა სიახლე

ნატა ფერაძე

18 იანვარი 2020, 21:29

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა

ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის დაკავების შესახებ Imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს განმარტებით ფერაძე ადმინისტრაციული წესით, 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 21:11

ძალოვნები

სურამში ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ სურამთან, სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპორტი

18 იანვარი 2020, 20:53

სპორტი

2019 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აქამდე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

შავი ყუთი

18 იანვარი 2020, 20:16

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავ ყუთებს უკრაინას გადასცემს

თუ უკრაინელი სპეციალისტები ყუთებში არსებულ ინფორმაციას ვერ გაშიფრავენ, ყუთები საფრანგეთს გადაეცემა. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,

გატაცება

18 იანვარი 2020, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ში 14 წლის გოგო მოძალადეებს Messenger-ის დახმარებით გადაურჩა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 14 წლის გოგომ თავს Messenger Snapchat-ის მეშვეობით უშველა თავს, იუწყება CNN. გოგო 55 წლის კაცმა ორი თანამზრახველის დახმარებით გაიტაცა. მანამდე გოგოს ნარკპტიკი შესტავაზეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და ქალაქ სან-ხოსეს სასტუმროში მიიყვანეს. მოგვინებით გაირკვა, რომ მათ მოზარდზე სექსუალურად იძალადეს.

სასამართლო

18 იანვარი 2020, 19:29

ძალოვნები

სასამართლომ ზვიად კუპრავას და ლაშა ქურციკიძეს ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს მოეხსნათ ბრალდება 173-ე მუხლით, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სახლი

18 იანვარი 2020, 19:22

ტაბლოიდი

ნიგერიაში კაცი ცოლისთვის თვითმფრინავის ფორმის სახლს 20 წელი აშენებდა

ნიგერიაში, აბუჯის მცხოვრებმა კაცმა ცოლს უცნაური საჩუქარი გაუკეთა. მან სპეციალური პროექტით თვითმფრინავის ფორმის სახლი ააშენა, რადგან ცოლს მოგზაურობა უყვარს, წერს Reuters. საიდ ჯამალს სახლის ასაშენებლად 20 წელი დასჭირდა. სახლს ბეტონის კონსტრუქცია აქვს. კაცს სახლის აშენებაში მისი ვაჟიც ეხმარებოდა.

Delta Air Lines

18 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

აშშ-ში მასწავლებლები ავიაკომპანიას თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრის გამო უჩივიან

ინციდენტი 15 იანვარს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, წონის შემცირების მიზნით საწვავი 6 ადგილობრივი სკოლის ეზოებში დაღვარა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

ანაპურნა

18 იანვარი 2020, 18:31

მსოფლიო

ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 6 ადამიანი დაიკარგა

ინციდენტი ჰიმალაის მთების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ანაპურნას მთაზე მოხდა. დაკარგულთა შორის ქვეყანაში მოხალისედ ჩასული 4 სამხრეთკორეელი მოსწავლებელი და 2 ადგილობრივი გიდია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს. ზვავი 3 230 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა.

ელექტროენერგია

18 იანვარი 2020, 18:10

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება. ესკოს სტატისტიკით, 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

The Walking Dead: World Beyond

18 იანვარი 2020, 17:50

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ახალი სპინოფი 2020 წლის აპრილში გამოვა

სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ.

ნორვეგია ტერორისტი

18 იანვარი 2020, 17:30

მსოფლიო

ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტ ქალს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

ნორვეგიის მმართველ კოალიციაში განხეთქილებაა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ ტერორისტ ქალს შვილებთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. Daily Mail-ის ცნობით, 29 წლის ტერორისტი ქალის რეპატრიაცია ერაყიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხდა.

ბათუმი ზღვა საჩივარი

18 იანვარი 2020, 17:10

საქართველო

საქართველო და უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

20th Century Fox

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა

ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდიუსერებს სტუდიის ყოფილი მფლობელის, რუპერტ მერდოკისგან დისტანცირება სურთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს.

ქუთაისის თოჯინების თეატრი

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა რეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგა მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს.

ბერნარ არნო

18 იანვარი 2020, 16:20

ეკონომიკა

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ფრანგული LVMH (Moet Hennessy — Louis Vuitton) მფლობელი ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Forbes. გამოცემის ცნობით, არნოს წარმატება მისი კომპანიის აქციები 0,7%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამის შედეგად მან დამატებითი შემოსავალი $1,9 მილიარდი მიიღო.

ვახტანგ რობაქიძე

18 იანვარი 2020, 16:07

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ადმინისტრაციული სამართლადარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში 14 იანვარს მოხდა.

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.