imedi /  08 ოქტომბერი 2019, 10:34 / სანდო წყარო

ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე წინანდალში უმასპინძლა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

წინანდალში გერმანიის პრეზიდენტის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც პირველად ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან, უძველესი ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქართველი და გერმანელი ხალხის სადღეგრძელო შესვა.

,,ორი საუკუნის წინ საქართველოში გაჩენილი გერმანული დასახლებები ჩვენი - განსხვავებული კულტურებისა და, ამავე დროს, საერთო ღირებულებების მატარებელი ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. გერმანული სოფლების არქიტექტურა კულტურათა სინთეზის უნიკალური მაგალითია, სადაც ფახვერკის არქიტექტურას ერწყმის ქართული ხის აივნები, გერმანულ ტრადიციულ სამზარეულოს - ქართული ვაზის კულტურა.
​დღეს ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი: გერმანიაში განსწავლულმა დიდმა ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შედევრით - „დიონისოს ღიმილით“ უპასუხა თომას მანის ნაწარმოებს „სიკვდილი ვენეციაში“. ჩვენ ვამაყობთ გრიგოლ რობაქიძის, გივი მარგველაშვილის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედებით. ვამაყობთ, რომ გვყავდა არტურ ლაისტი, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საბჭოთა წლებში ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ქართული სცენა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ გარეშე, რომელიც მაშინ ქართველი ერის თავისუფლების მანიფესტი იყო. საქართველოს ჰყავდა დიდი გულშემატკივარი კარლ კაუცკის სახით.
იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიას ახლო მეგობარი. კაუცკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან და მისმა მეუღლემ საქართველოს თავდაცვის ფონდს ძვირფასეულობა შესწირეს. საქართველოს მეგობრები იყვნენ გერმანელი არქიტექტორები. მათ შორის იყო არქიტექტორი სრეტერი, რომლის პროექტითაც აშენდა თბილისის ოპერის თეატრის შესანიშნავი შენობა. სწორედ ამ შენობაში დაიბადა ქართული ოპერა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ოპერა საოპერო მუსიკის მოყვარულთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის რჩება ცნობილი. ვიმედოვნებ, რომ იგი გერმანიის ოპერის სცენებზე უთუოდ დაიდგმება. ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის, რომელმაც, საქართველოსთვის ურთულეს წლებში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. მათი დიდი ნაწილი შეჭირვებული ოჯახებიდან იყო. გერმანიის ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული საგანმანათლებლო კავშირების ღირსეული გაგრძელება გახლდათ. დღეს ამ კუთხით თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ მე ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ძალიან მაღალი ჯილდო - „ოქროს საწმისის“ ორდენი გადავეცი საქართველოს გერმანელ მეგობარს, ბატონ იორგ ალექსანდერ ჰენლეს.

ბატონი ჰენლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ჩვენი კულტურის ქომაგი იყო. 90-იან წლებში, როცა აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა და არავის ეცალა კულტურისთვის, ის და თავისი ფონდი ყველაფერს აკეთებდა სწორედ ქართული კულტურის გადარჩენისა და ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო, და ეს გახლდათ უდიდესი აღიარება, მხარდაჭერა და საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცნობადობის გასაზრდელად. რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მე მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. გისურვებთ დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და გერმანელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

საბერძნეთი შეტაკება

15 ოქტომბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა. კონფლიქტში სირიელი და ავღანელი მიგრანტები მონაწილეობდნენ. მთავრობის ცნობით, სულ მცირე 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, 8 კი სუნთქვის გართულების გამო საავადამყოფოში გადაიყვანეს.

კრიშტიანუ რონალდუ

15 ოქტომბერი 2019, 11:56

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 700-ე გოლი გაიტანა

საიუბილეო გოლი რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, უკრაინის ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა. 72-ე წუთზე პორტუგალიელმა პენალტის რეალიზება მოახერხა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა ანგარიშით 1:2.

მოტაცება

15 ოქტომბერი 2019, 11:39

ძალოვნები

ცოლობის მიზნით გოგოს მოტაცებისთვის 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზარხველთან ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო.

მოწამეთობა

15 ოქტომბერი 2019, 11:27

საქართველო

დღეს მოწამეთობაა

დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მოწამეთას მონასტერში წირვას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

კახა კალაძე

15 ოქტომბერი 2019, 11:24

საქართველო

ტაქსის მძღოლები მერიისგან სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ყველა მძღოლი, ვინც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. იმ სერვის-ცენტრების მისამართს, სადაც ტაქსის მძღოლებს მოემსახურებიან, მძღოლები სმს-ის მეშვეობით მიიღებენ.

ხაჭაპურის ფესტივალი

15 ოქტომბერი 2019, 10:54

კულტურა

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ყველა სახეობის უგემრიელესი ხაჭაპური დააგემოვნონ და ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებს დაესწრონ.

მილის დაზიანება თბილისი

15 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

ნაძალადევში წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა

ადგილობრივების თქმით, დილით 9-ის ნახევარზე ძლიერი ხმაური გაისმა, რის შემდეგაც წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე ქუჩები ჩამორეცხა. შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაზიანდა.

აარონ დინი

15 ოქტომბერი 2019, 10:43

მსოფლიო

პოლიციელს ტეხასში შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ამის შესახებ BBC წერს. ინციდენტი ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. კაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

 ნოტრ-დამის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარიზის მსაჯულთა სასამართლომ ნოტრ-დამის ტაძარში 2016 წლის ტერაქტის მცდელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. The guardian-ის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდასხმის მცდელობის უშუალო მონაწილე სამ ქალს კი 20, 25 და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ლევან ქელეხსაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 10:21

სპორტი

ლევან ქელეხსაშვილმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებზე საქართველომ დებიუტშივე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს, ხოლო დავით მარსაგიშვილმა- ვერცხლის მედალი მოიგო.

ნარკოტიკი დაკავება

15 ოქტომბერი 2019, 10:17

ძალოვნები

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთი სანქციები

15 ოქტომბერი 2019, 09:36

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შს და ენერგეტის მინისტრებს. მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა.

ბრიუს სპრინგსტინი

15 ოქტომბერი 2019, 09:18

კულტურა

ლონდონის კინოფესტივალზე ბრიუს სპრინგსტინის სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა

დოკუმენტურ ფილმს „ დასავლეთის ვარსკვლავები“ ჰქვია. მასში ბრიუს სპრინგსტინი ამავე სახელწოდების, ბოლო ალბომში შესულ სიმღერებს ასრულებს. ალბომიც და ფილმიც სპრინგსტინის მუსიკალური კარიერის დასრულებას მიეძღვნა. მის გადაღებაში მუსიკოსს რეჟსორი და პროდიუსერი ტომ ზიმნი დაეხმარა.

ტოკიოს მოდის კვირეული

15 ოქტომბერი 2019, 08:59

კულტურა

ტოკიოს მოდის კვირეული კიმონოების ჩვენებით გაიხსნა

დეფილე ასაფრენ ბილიკზე მოეწყო. ჩვენებას იაპონელი როკმუსიკოსის იოშიკის აკომპანიმენტი აფორმებდა, რომელიც ამავროულად დიზაინერის ამპლუაში წარდგა. ტოკიოს მოდის კვირეული 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მაში 42 ადგილობრივი ბრენდი მიიღებს მონაწილეობას.

ბუკერის პრემია

15 ოქტომბერი 2019, 08:47

კულტურა

ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდმა და ბერნანდინ ევარისტომ მიიღეს

გამარჯვებულები 50 000 ფუნტ სტერლინგს გაინაწილებენ, გარდა ამისა ისინი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევლენ: 79 წლის ეტვუდი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი გახდა, ევარისტო კი პირველი ფერადკანიანი მწერალია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

15 ოქტომბერი 2019, 08:26

ძალოვნები

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი ბავშვს დაეჯახა

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მაშინ მოხდა, როდესაც 13 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა. მოზარდი ქალა-ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა.

ჭავჭავაძე

15 ოქტომბერი 2019, 08:14

საქართველო

17 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო მოძრაობა შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.

გიორგი გახარია

15 ოქტომბერი 2019, 08:03

საქართველო

დღეს გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

პრემიერმინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაშიც იგეგმება. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

დონალდ ტრამპი

15 ოქტომბერი 2019, 00:51

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა

გარდა ამისა, ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

საქართველოს ნაკრები

15 ოქტომბერი 2019, 00:45

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.