imedi /  09 ოქტომბერი 2019, 18:50 / სანდო წყარო

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი ქალთა უფლებადამცველებს ჩაგვრაში ადანაშაულებს

მარიამ კუბლაშვილი

მარიამ კუბლაშვილი

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ქალთა ორგანიზაციას ჩაგვრაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქალი უფლებადამცველები "ქალი ადვოკატის უფლებებს ლახავენ", როცა ის თავის "უფლებამოსილებას ახორციელებს". ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილმა on.ge-ს უთხრა.

"დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამის ხელა კაცი, დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერხულობა უნდა მქონდეს", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი და აცხადებს, რომ მისი აზრით, ჯიშკარიანთან დაკავშირებით "პროცესი პოლიტიკურად წარიმართა, მმართველმა გუნდმა გაწირა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. თავიდანვე ვხედავდი, რომ ის იყო მსხვერპლი და გაიწირებოდა და ამიტომ ჩავერთე. დავინახე, რომ მას დაცვა ნამდვილად სჭირდებოდა და უფრო სუსტ პოზიციაში იყო".

დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ილია ჯიშკარიანის განცხადებით, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანის თქმით, ეს "ცრუ ბრალდებაა".

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

ჯიმი საქსი

28 თებერვალი 2020, 19:13

კულტურა

კორონავირუსის გამო საქსოფონისტ ჯიმი საქსის თბილისში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების გამო, 8 მარტს დაგეგმილი საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი AfterWork Music სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. განცხადების თანახმად, Jimmy Sax Show 2020 წლის 3 მაისს ჩატარდება.

ელენე ხოშტარია

28 თებერვალი 2020, 19:10

საქართველო

ელენე ხოშტარიასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

„ევროპული საქართველოს“ წევრი პარლამენტში იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებიც მისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

One Republic

28 თებერვალი 2020, 19:08

კულტურა

ჯგუფ One Republic-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება

Black Sea Arena-ს სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი One Republic დახურავს. One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

Ryanair

28 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

კორონავირუსის გამო Ryanair-ი მიმართავს მგზავრებს, რომლებიც იტალიიდან საქართველოში აპირებდნენ გაფრენას

„დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ იტალიის ნებისმიერი მიმართულებიდან არ დაუშვებენ ვიზიტორებს, თუკი ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მათ ქვეყანაში შემოშვებაზე უარს ეტყვიან. ეს აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში“, - აცხადებენ კომპანიაში

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას.

არჩილ თალაკვაძე

28 თებერვალი 2020, 18:46

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ე.წ. 40%-იან ბარიერზე: მზად ვართ, რომ ეს შეთანხმების მთავარი პუნქტი იყოს

„ქართულ ოცნებას“ არცერთ არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა არ მიუღია. ყველა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ გვქონდა 40%-ზე მეტი. ამ არჩევნებშიც ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე მეტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციასთან ე,წ. 40%-იან ბარიერზე შეიძლება საინტერესო დისკუსია გვქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ დღეს ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები საარჩევნო სისტემის პრინციპებზე იმსჯელებენ. „ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაზეც საუბრობს ოპოზიცია და რაზეც ვსაუბრობთ ახლა ჩვენ არის ერთგვარი 40%- იანი ბარიერი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გვქონდეს საინტერესო დისკუსია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცენტრი 112

28 თებერვალი 2020, 18:30

ძალოვნები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ 112-ში მიმართვიანობა არ გაზრდილა

„საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მზადაა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კელი დეგნანი

28 თებერვალი 2020, 18:28

საქართველო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ვიდეო

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს თავი გააცნო. ელჩის ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. კელი დეგნანის თქმით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და ეძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

საქართველოს ბანკი

28 თებერვალი 2020, 17:53

საქართველო

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მსოფლიო ბირჟები

28 თებერვალი 2020, 17:39

ეკონომიკა

მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს

მას შემდეგ რაც მსოფლიოს სამ კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელების ფაქტი დადასტურდა, ერთ დღეში მსოფლიო საფონდო ბირჟებმა ერთ დღეში $5 ტრილიონით იზარალეს, ამის შესახებ Reuters წერს.

28 თებერვალი 2020, 17:15

საქართველო

imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა. ის იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, რის გამოც გამოკვლევისთვის ინფექციურ საავადმყოფოში დაიბარეს. გამოკვლევამ კი კორონავირუსი დაადასტურა.

კრისტალბეთის ეროვნული ლიგა

28 თებერვალი 2020, 17:10

სპორტი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი იწყება

საქართველოს 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიასთან“ გამართავს. გუნდმა დღეს შვიდი ახალი ფეხბურთელი წარადგინა, რომელთა შორისაც სანდრო კობახიძეა.

Facebook

28 თებერვალი 2020, 17:07

ტექნოლოგიები

კორონავირუსის გავრცელების გამო Facebook-მა ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო Facebook-მა ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა, რომელიც 5-6 მაისს კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში უნდა გამართულიყო. ღონისძიების გაუქმების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა პრიორიტეტულ ყურადღებას აქცევენ თავიანთი პარტნიორებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

28 თებერვალი 2020, 17:04

საქართველო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია

მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, თუმცა ამ დრომდე ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. არის საშიშროება ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადავიდეს, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება დაიწყო. ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2020, 17:02

საქართველო

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის გამო საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ონურ სევინიმ სირიაში, იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება განიხილეს.

იდლიბი

28 თებერვალი 2020, 17:00

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადის ზრდას პროგნოზირებს

თურქეთიდან ევროპაში მიგრანტთა ნაკადი შესაძლოა გაიზარდოს თუ ვითარება იდლიბში გაუარესდება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დღეს, თურქეთში მყოფ მიგრანტთა ჯგუფი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ გაემართა მას შემდეგ, რაც გუშინ თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ევროპისკენ მიმავალ დევნილებს არ შეაკავებს.

იენს სტოლტენბერგი

28 თებერვალი 2020, 16:58

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო იდლიბში სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს გმობს

ნატო გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო დარტყმებს იდლიბში, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.

ციხე

28 თებერვალი 2020, 16:56

ძალოვნები

ქუთაისის ციხეში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

„სამმა ბრალდებულმა - გ.კ, დ.უ, და ო.უ. 2020 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა შიმშილობა, ხოლო მეოთხე ბრალდებულმა შ.ჯ.-მ შიმშილობა 2019 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილე პატიმრებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 16:43

მსოფლიო

კორონავირუსის გავრცელების ფონზე შვეიცარიაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე შვეიცარიის მთავრობა მასობრივ ღონისძიებებს კრძალავს, რომლებშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აკრძალვა 15 მარტამდე იმოქმედებს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 ათას 379 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 ათას 533-ია.