imedi /  09 ოქტომბერი 2019, 20:21 / სანდო წყარო

ღია საზოგადოების ფონდი: თადუმაძეს ფონდში დიპლომის წარმოდგენა არ მოუწევდა

შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, ღია საზოგადოების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ფონდის განცხადებით, შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება ფონდთან და დიპლომის წარმოდგენა არ მოუწევდა. 

„9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენისას, კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი „საკმაოდ მაღალანაზღაურებადი“ იურისტის სტატუსით ჩართული იყო ღია საზოგადოების საქართველოს ფონდიდან და ცენტრალური ოფისიდან დაფინანსებულ პროგრამებში და მისი დიპლომი მაშინ არ ყოფილა ბარიერი თანამშრომლობისთვის.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან. შესაბამისად, მას არასოდეს მოუწევდა დიპლომის წარმოდგენა ფონდში. საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან, შალვა თადუმაძე შესაძლოა ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ შემთხვევაში ფონდი არასოდეს ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს“,- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღია საზოგადოების ფონდმა 19 სექტემბერს მოსამართლეობის კანდიდატების დეტალური პროფილები წარადგინა. მათ შორისაა შალვა თადუმაძის პორტფოლიოც.

მანამდე თადუმაძემ განაცხადა, რომ წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.

ყველა სიახლე

კენია

14 ოქტომბერი 2019, 00:45

მსოფლიო

კენიაში აფეთქებას 10 პოლიციელი ემსხვერპლა

კენიის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება აჩვენებს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ სომალიში დაფუძნებულმა მეამბოხე ჯგუფმა „ალ-შაბააბი“ განახორციელა. მედიის ცნობით, პოლიციელები ქალაქ გარისას გენერალური სამსახურის ოფიცრები იყვნენ. ივნისში, აფეთქების ადგილის სიახლოვეს, ანალოგიური ინციდენტის დროს 12 პოლიციელი დაიღუპა.

სირია

14 ოქტომბერი 2019, 00:43

მსოფლიო

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში თურქეთის ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ავიაიერიშის სამიზნე ერთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანთა ჯგუფი გახდა, რომლებიც ქალაქ რას-ელ-აინში ქალაქ ქამიშლიდან მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდნენ, ვინაიდან თურქეთის ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას უტევენ.

კარდინალი ნიუმანი

14 ოქტომბერი 2019, 00:26

მსოფლიო

რომის პაპმა ბრიტანელი კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმანი წმინდანად შერაცხა

ნიუმანი ბრიტანელი თეოლოგი და პოეტი იყო, რომელიც 1801-1890 წლებში ცხოვრობდა. მან დიდი ბრიტანეთის ეკლესია დატოვა და 1845 წელს კათოლიკე გახდა. ამ ნაბიჯის შემდეგ მას ბევრი ჩამოშორდა, თუმცა ნიუმანმა პროტესტანტულ ბრიტანეთში კათოლიციზმს მეტი აღიარება მოუტანა.

14 ოქტომბერი 2019, 00:20

კულტურა

ბაკურიანში ქართული კინოფორუმი დაიხურა

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „თორმეტი გაკვეთილი“ დაიხურა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 4 დღის განმავლობაში კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე დისკუსიები გაიმართა.

ტაქსისტი

14 ოქტომბერი 2019, 00:05

ძალოვნები

პოლიციამ ვაკეში ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელი

14 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.

პოლონეთი

13 ოქტომბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

PiS-ს წინასწარი მონაცემებით ხმათა 43.6% აქვს. ოპოზიციურ სამოქალაქო კოალიციას, რომელიც პარტია "სამოქალაქო პლატფორმისა" (რომელსაც ადრე ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ედგა სათავეში) და რამდენიმე მცირე პარტიისგან შედგება, მეორე ადგილზეა ხმათა 27.4%-ით.

ჰონგ-კონგი

13 ოქტომბერი 2019, 23:39

მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს „დამსხვრეული ძვლებით“ ემუქრება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩინეთისგან გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა "დასრესილი სხეულებით და დამტვრეული ძვლებით" დასრულდება. ეს განცხადება მან ნეპალში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

13 ოქტომბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით ტუნისმა პრეზიდენტად კაის საიდი აირჩია

ეგზიტპოლის მიხედვით, ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა 72.53%-ით მოიგო. ნაბილ კარუიმ კი 27,47% მოაგროვა. ეგზიტპოლში გამარჯვებულმა კანდიდატმა, 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა პირველ ტური 18.4%-ით მოიგო.

კლოუნი

13 ოქტომბერი 2019, 23:03

ტაბლოიდი

აშშ-ში მშობლები ურჩი შვილების შესაშინებლად კლოუნ „ნაოჭას“ ქირაობენ

კაცმა ამისთვის იყიდა ნაოჭებიანი ნიღაბი, რომელიც კლოუნის მსგავსი გრიმით მოხატა, ჩაიცვა ფორმაც და იმ მშობლების ზარებმაც არ დააყოვნა, რომლებსაც შვილებთან გამკლავება უკვე უჭირდათ. ერთხელ ქალმა "ნაოჭას" სთხოვა, რომ მის შვილს სკოლის გაჩერებასთან შეხვედროდა.

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

ანტისემიტიზმი

13 ოქტომბერი 2019, 22:03

მსოფლიო

ბერლინში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ანტისემიტიზმი გააპროტესტა

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს გზა ბებელპლატციდან - ადგილი სადაც ნაცისტებმა წიგნები დემონსტრაციულად დაწვეს, ახალ სინაგოგამდე (რეალურად მისი მშენებლობა 1866 წელს დასრულდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნგრევის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამდე ის აღდგენილი არ იყო.

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.

კლაუდიო რანიერი

13 ოქტომბერი 2019, 21:35

სპორტი

კლაუდიო რანიერი სამპდორიას მწვრთნელად დაინიშნა

„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია. რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა.

დაფნ დორმანი

13 ოქტომბერი 2019, 21:09

მსოფლიო

ამერიკელმა ტრანსგენდერმა კომიკოსმა თავი მოიკლა

გამოსამშვიდობებელ პოსტში დორმანი წერს, რომ ბევრი იფიქრა, თუ როგორ დამშვიდობებოდა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შესაფერისი გზა ვერ იპოვა. ის წერილში ყველას პატიებას სთხოვს, ვინც მასზე გაბრაზებულია და იმედოვნებს, რომ მას კარგად გაიხსენებენ. ის 44 წლის იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის ბანაკიდან ISIS-თან დაკავშირებული ადამიანების გაქცევას დეზინფორმაციას უწოდებს

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების გაქცევის შესახებ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი დეზინფორმაციას უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამის მიზანი დასავლეთის პროვოცირებაა.

მაშველები

13 ოქტომბერი 2019, 20:47

საქართველო

ჯუთას მწვერვალზე საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

მარკ ესპერი

13 ოქტომბერი 2019, 20:38

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

აშშ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გასაყვანად მზად არის, ამის მიზეზად კი რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ სესპერმა განაცხადა.