imedi /  10 ოქტომბერი 2019, 10:54 / სანდო წყარო

გახარია: ერთეული შემთხვევები 40 000 ღირსეულ პოლიციელს ჩრდილს ვერ მიაყენებს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, მძიმე ფაქტია, როდესად დანაშაულში ყოფილი სამართალდამცველები ფიგურირებენ.

„მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთეული შემთხვევები ვერც ერთშმთხვევაში დაჩრდილავს იმ 40 000 ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებასა და მის ღირსებას“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც სამართალდამცველი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდენს დანაშაულს, მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი. პრემიერმინისტრის განცხადებით, ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობასა და ღირსებას ვერასდროს ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ჩვენ ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ და სწორედ ამიტომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული ის რეფორმები, რომელსაც ჰქვია სისტემური განახლება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ფასეულობების დონეზე, ჩვენს პოლიციაში შევცვალოთ როგორც მიდგომები, მათი ფუნქციების, მოვალეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე მათი ყოველდღიური შრომის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ორი ყოფილი პოლიციელია. გუშინ ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

მეგან მარკლი

17 თებერვალი 2020, 23:39

მსოფლიო

მეგან მარკლის ნახევარძმა სასექსის ჰერცოგინიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

მეგან მარკლის ნახევარძმის ტომ მარკლის განცხადებით, მეგანს თავისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია, როდესაც ხედავდა თუ რა გასაჭირში იყო, - ამის შესახებ dailymail წერს. სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმა ტომ მარკლი, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუშაო დაკარგა. ის საცხოვრებლად დედამისთან ნიუ მექსიკოს შტატში გადავიდა.

ბაშარ ასადი

17 თებერვალი 2020, 23:16

მსოფლიო

ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება

სირია, მიუხედავად გარე წნეხისა, ალეპოსა და იდლიბის პროვინციების ტერორისტებისგან გათავისუფლებას განაგრძობს, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

17 თებერვალი 2020, 23:05

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ამინდის პროგნოზის კომპიუტერის შესაქმნელად £1,2 მილიარდს დახარჯავენ

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. ახალი კომპიუტერით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს

17 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

თელავის სკოლის პედაგოგი მოსწავლესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირსპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. შემთხვევა სკოლაში მიმდინარე წლის 22 იანვარს მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

უილიამ ბარი

17 თებერვალი 2020, 22:48

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს. იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 22:37

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ნიგერი

17 თებერვალი 2020, 22:30

მსოფლიო

ნიგერში დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ჰუმანიტარულ დახმარებას ქალაქ დიფაში, ნიგერიასთან საზღვარზე ანაწილებდნენ.

დიეგო კოლასი

17 თებერვალი 2020, 22:13

საქართველო

საფრანგეთის ელჩი: ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, რომ საქართველოში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარდეს

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოში არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოლასის განცხადებით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება.

პარიზი

17 თებერვალი 2020, 21:47

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს

საფრანგეთის პარლამენტში საპენსიო სისტემაში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაძაბულია; აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 21:32

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ამირჩევენ გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი

უპირველეს ყოვლისა თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი , - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირი

17 თებერვალი 2020, 21:26

საქართველო

ევროპარლამენტი: ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

დოკუმენტში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსია, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოვლისმომცველ რეფორმებს ატარებენ და ზომებს იღებენ, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმები, ევროკავშირში გაწევრიანების უფლება უნდა ჰქონდეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მეშვეობით.

17 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. კომიტეტზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა; პროცედურას ოპოზიცია არ ესწრებოდა. კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა 6 საათს მიმდინარეობდა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 მლნ-მდე მოიპარა ბიუჯეტიდან, აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში?

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ირაკლი შოთაძე: გიგი უგულავას მეორედ მსჯავრდება არ მომხდარა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დამდგარ განაჩენზე განმარტება გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:34

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა. ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების საკითხ შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:08

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია

17 თებერვალი 2020, 19:51

საქართველო

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

17 თებერვალი 2020, 19:39

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიეცა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ

იკერ კასილასი

17 თებერვალი 2020, 19:33

სპორტი

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭს იყრის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვვლავმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.