imedi /  11 ოქტომბერი 2019, 17:43 / დაუდასტურებელი

ადვოკატი: შემთხვევის დღეს თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა

მარიამ კუბლაშვილი

მარიამ კუბლაშვილი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ადვოკატის თქმით, მას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

„გამოძიებამ ერთ კითხვაზე გამცეს პასუხი - რატომ არ ჩაუტარეს თამთა თოდაძეს ექსპერტიზა? ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მაინტერესებს, ეს ფაქტი რატომ არის უგულებელყოფილი? გამოძიებასთან მეც უამარავი კითხვა მაქვს.

რატომ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? ალკოტესტი სად არის? ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო. ბოთლი ამოღებულია. ეს არის უმთავრესი. მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში. ამ საქმის გარდა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს თამთა თოდაძის სახელი. საუბარია, ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებზე“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვიკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის დღეს ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს, 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მხოლოდ 2 ჭიქას სვამდა, რადგან სისხლძარღვებს აფართოვებს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არასათანადოდ აწარმოეს და უფლებამოსილი პირის დასწრების გარეშეა ყველაფერი ამოღებული.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა და დეპუტატს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ნურიელ რუბინი

22 ოქტომბერი 2019, 13:08

ეკონომიკა

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა და გლობალური ფინანსების საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა ნურიელ რუბინმა განაცხადა. მისი თქმით, სწორი რეფორმების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

გოდერძი ბერდელიძე

22 ოქტომბერი 2019, 12:50

სპორტი

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უეფა

22 ოქტომბერი 2019, 12:47

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.

დემონსტრაციები ბოლივიაში

22 ოქტომბერი 2019, 12:42

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა, კარლოს მესამ, ოფიციალური შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. რეგიონებში დემონსტრანტებმა საარჩევნო კომისიების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს, ქვეყნის დედაქალაქში კი პოლიციას დაუპირისპირდნენ. არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.

აზერბაიჯანი

22 ოქტომბერი 2019, 12:37

მსოფლიო

Human Rights Watch აზერბაიჯანის მთავრობას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათავისუფლოს აქციიის დროს დაკავებული მომიტინგეები, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორმა, გიორგი გოგიამ განაცხადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დარბევის დროს აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 12:28

საქართველო

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის თანახამად იმოქმედეს და წარადგინეს ის აუცილებელი რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო უზენაეს სასამართლოში კრიზისის დასაძლევად.

დავით ნარმანია

22 ოქტომბერი 2019, 12:12

ეკონომიკა

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის, 2020 წლის ბოლოს, ამის საჭიროება დადგეს"-განცხადა ნარმანიამ.

რედფორდების ოჯახი

22 ოქტომბერი 2019, 11:56

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება

სიუ და ნოელ რედფორდების ოჯახში ახლა 11 გოგო და 10 ბიჭია. პირველი ბავშვი სიუმ 14 წლის ასაკში გააჩინა, ახლა ქალი 44 წლის არის. მშობლებმა პატარას სქესის გაგება არ მოისურვეს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ ბავშვი ბიჭია, რადგან ყოველთვის ეგონა, რომ 11 ბიჭი და 11 გოგო ეყოლებოდა. პატარა 2020 წლის აპრილში უნდა გაჩნდეს.

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2019, 11:46

ეკონომიკა

გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით უზარმაზარი პოტენციალი აქვს ჰაბი გახდეს

ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამერიკული ჯარი

22 ოქტომბერი 2019, 11:27

მსოფლიო

ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება

შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, ჯარისკაცების ერთი ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, კიდევ ორი ჯგუფი კი იორდანიისა და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებს. აშშ-ის ჯარის ნაწილი სირიიდან ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო გავიდა.

 National Geographic

22 ოქტომბერი 2019, 11:21

კულტურა

National Geographic: საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.

გიორგი გახარია აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 11:05

ეკონომიკა

გახარია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს მას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საზღვაო ხომალდი

22 ოქტომბერი 2019, 10:45

ძალოვნები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა. USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია.

ყველის ფესტივალი

22 ოქტომბერი 2019, 10:26

კულტურა

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა მოეწყობა. ყველისგან კერძებსაც მოამზადებენ.

The Rise of Skywalker ვარსკვლავური ომები

22 ოქტომბერი 2019, 10:23

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმი სახელწოდებით „The Rise of Skywalker“ ლეგენდარული საგის ახალი ტრილოგიის დასასრული გახდება. სურათში ახალ პერსონაჟებთან ერთად ორიგინალური ფილმების გმირებიც გამოჩნდებიან. მთავარ როლებს ფილმში დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ნარკოტიკი

22 ოქტომბერი 2019, 10:14

ძალოვნები

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანადა არჩევნები

22 ოქტომბერი 2019, 09:56

მსოფლიო

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

ამ დროისთვის ტრიუდოს პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 156 მანდატი აქვს. იმისთვის, რომ ლიბერალებმა მთავრობა ჩამოაყალიბონ, გამარჯვება 170 ოლქში უნდა მოიპოვონ. მეორე ადგილზე „კონსერვატიული პარტია“, რომელმაც 122 ოლქში გაიმარჯვა.

პასპორტი

22 ოქტომბერი 2019, 09:34

საქართველო

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა მიიღოს.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 09:15

მსოფლიო

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის ახალი იმპერატორი, ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა.„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერებისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას"- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.

იაშვილის კლინიკა

22 ოქტომბერი 2019, 08:48

საქართველო

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ მეტროს სადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. მოზარდი იაშვილის საავადმყოფოში თავის ქალის მოტეხილობით გადაიყვენეს.