imedi /  13 ოქტომბერი 2019, 16:31 / სანდო წყარო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მიიღო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.

როგორც imedinews-ს ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში 12 ოქტომბერს გაიხსნა.

ყველა სიახლე

რამზან კადიროვი

19 ნოემბერი 2019, 18:15

მსოფლიო

ორმა ჩეჩენმა Facebook-კომენტარებისთვის კადიროვს ბოდიში მოუხადა

ჩეჩნეთის ორმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა. მათი ვიდეომიმართვები Instagram-ზე გავრცელდა. ახალგაზრდებმა ასევე ბოდიში მოუხადეს ჩეჩენს ხალხს „სიბინძურის“ გამო და პირობა დადეს, რომ მომავალში ამას აღარ გაიმეორებენ.

ჟენევის დისკუსიები

19 ნოემბერი 2019, 18:14

საქართველო

ჟენევის თავმჯდომარეებმა ცხინვალი დატოვეს

დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმს ეხებოდა. ერგნეთში გამოსვლისას ტოივო კლაარს, რუდოლფ მიხალკას და ჯიხან სულთანოღლის ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სპეცრაზმი

19 ნოემბერი 2019, 18:07

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო პროცესი დღეს იყო დანიშნული, თუმცა როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 6-6 დაკავებულის პროცესი 1 და 2 საათით გადაიდო. პროცესის გადადება აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეძახილებით "სირცხვილია" და "მონავ" გააპროტესტეს.

სარეკლამო კამპანია

19 ნოემბერი 2019, 17:55

ტაბლოიდი

სამხრეთ დაკოტაში მეტამფეტამინთან ბრძოლის ფარგლებში უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას შტატში ამოქმედდა სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანიც მეტამფეტამინზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, ვიდეორგოლი შტატის გუბერნატორის მონაწილეობით და საკმაოდ უცნაური სლოგანი - Meth. Weʼre on it („მეტამფეტამინი. ეს ჩვენი საქმეა“).

ჰონგ-კონგი

19 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ისევ უნივერსიტეტში რჩებიან და პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ

უნივერსიტეტში დემონსტრანტები გასული კვირის შემდეგ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეწურებათ საკვების და წყლის მარაგები. პოლიცია აცხადებს, რომ ის ვინც შენობას დატოვებს, დააპატიმრებენ, ზოგიერთი ადამიანი კი BBC-ის ინფორმაციით, ძალიან არის შეშინებული.

ბურა რობაქიძე

19 ნოემბერი 2019, 17:40

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 17:39

ძალოვნები

საქალაქოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ტყის ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 17:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის ხანძრის 7 კერაა

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით იყოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

გატაცებული ექიმის შვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი რუს მფრინავებს მკურნალობდა

„სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - თქვა ირინა გაფრინდაშვილმა.

ჯულიან ასანჟი

19 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. 2017 წელს დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ განახლდა, რაც ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში დააკავეს.

ათონელის რეზიდენცია

19 ნოემბერი 2019, 17:22

საქართველო

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარიატის დასათვალიერებლად მედიატური იგეგმება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯებზე კვლევა გამოაქვეყნა. IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა. მანამდე დაიწერა, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდებოდა.

ახალგაზრდა მიგრანტები

19 ნოემბერი 2019, 17:12

მსოფლიო

ევროკავშირი მიგრანტების „დაკარგული თაობის“ შექმნის საშიშროების წინაშე დგას

ამის შესახებ BBC ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოზე (FRA) დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირში 16-24 წლის მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ, სერიოზული გამოწვევები არსებობს.

ორასიო კარტესი

19 ნოემბერი 2019, 17:09

მსოფლიო

ბრაზილიის სასამართლომ პარაგვაის ექსპრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

ბრაზილიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე მარსელუ ბრეტასმა პარაგვაის ექსპრეზიდენტის ორასიო კარტესის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების მტკიცებით, კარტესი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2013-2018 წლებში იკავებდა, სავალუტო მაკლერ დარიუ მესერის გაქცევის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

გიორგი ვაშაძე

19 ნოემბერი 2019, 17:06

საქართველო

ოპოზიციმ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „მაინც დაგაბოქლომებთ“

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა და იქ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

შარლოტა ბრონტე

19 ნოემბერი 2019, 17:00

კულტურა

შარლოტა ბრონტეს ხელნაწერი წიგნი მწერლის სახლ-მუზეუმში ბრუნდება

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, შარლოტა ბრონტეს უიშვიათესი მინიატურული ხელნაწერი წიგნი ინგლისში, ვესტ-იორკშირში მდებარე ბრონტეების სახლ-მუზეუმს დაუბრუნდება. The guardian-ის ინფორმაციით, Bronte Society-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელნაწერი, რომელიც 189 წლის წინ შეიქმნა, საკუთარ მუზეუმს დაბრუნებოდა.

დევიდ ტენანტი

19 ნოემბერი 2019, 16:59

კულტურა

ყველაზე შრომისმოყვარე ბრიტანელი მსახიობები დასახელდნენ

კომპანიამ ასობით ვარსკვლავის შემოქმედება გააანალიზა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში კინპრემიების გამარჯვებულები ან ნომინანტები გახდნენ. რეიტინგის ლიდერი შოტლანდიელი მსახიობი დევიდ ტენანტია. მეორე ადგილს მარტინ კლუნსი იკიავებს, მესამე ადგილზე კი დევიდ ჯეისონია.

არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 16:56

კულტურა

ევროპაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „შავი არქეოლოგების“ ჯგუფი დააკავეს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ე.წ. შავი არქეოლოგების გამოსავლენად მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 80 რეიდი ჩატარდა, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სერბეტში. სპეცოპერაციის შედეგად 23 ადამიანი დააკავეს და 10 ათასი არქეოლოგიური ნიმუში ამოიღეს.

ფული

19 ნოემბერი 2019, 16:46

ტაბლოიდი

ინგლისის სოფლის მოსახლეობას უცნობი 5 წელია ფულს უტოვებს

ინგლისში, დარემის საგრაფოს პოლიცია უკვე 5 წელია ცდილობს გაარკვიოს, ვინ უტოვებს სოფელ ბლექჰოლ-კოლერის მოსახლეობას პარკში შეფუთულ ფულს. პირველი შემთხვევა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ 12 ამანათი იპოვეს, მათგან 4 მიმდინარე წელს. უცნობი პარკში შეფუთულ თანხას ადვილაად შესამჩნევ ადგილებზე დებს.

დაკავება

19 ნოემბერი 2019, 16:45

მსოფლიო

ბერლინში ტერაქტების მომზადების ბრალდებით სირიელი დააკავეს

გერმანიის ფედერალური პოლიციის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლებმა ბერლინში დააკავეს სირიელი, რომელიც ტერაქტების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ბერლინში მცხოვრები სირიის 26 წლის მოქალაქე ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების მომზადების შესახებ ინფორმაციას ეძებდა და ამ საკითხზე ნაცნობებს ესაუბრებოდა.

ჯოკერი

19 ნოემბერი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ტრამპა თეთრ სახლში „ჯოკერის“ კინოჩვენება გამართა

ტრამპმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამო იმპიჩმენტი ემუქრება, ფილმს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად ფილმს კინოჩვენებისთვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში უყურა. მედიის ინფორმაციით, ტრამპს ფილმი მოეწონა.