imedi /  15 ოქტომბერი 2019, 08:03 / სანდო წყარო

დღეს გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერმინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაშიც იგეგმება. 

"პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გახარია გასულ კვირაში, პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იყო ჩასული. ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.

ყველა სიახლე

პედოფილია

19 ნოემბერი 2019, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში პედოფილი ქირურგის 250 მსხვერპლი იპოვეს

თავდაპირველად მის მსხვერპლად მხოლოდ 4 არასრუწლოვანი გოგო მიიჩნეოდა, თუმცა დაზარალებულების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ექიმის 250 პოტენციური მსხვერპლი ამოიცნო. მათგან 184 მზად არის, სკუარნეკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

უნიტაზი

19 ნოემბერი 2019, 14:44

ტაბლოიდი

მეცნიერებმა შექმნეს უნიტაზის საფარი, რომელიც განავალს არ იკრავს 💩

სპეციალური ფენა უნიტაზზე სპრეის მეშვეობით თავსდება. ნივთიერება ბაქტერიების რაოდენობას და უსიამოვნო სუნსაც ამცირებს. საფარის განახლება კი 50 ჩარეცხვის შემდეგ არის საჭირო. მეცნიერების თმით, ამ გამოგონების დახმარებით ჩასარეცხად გამოყენებული წყლის რაოდენობა 90%-ით შემცირდება. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უნიტაზების ჩასარეცხად ყოველდღიურად 141 მილიარდი ტონა წყალი იხარჯება.

მამუკა მდინარაძე

19 ნოემბერი 2019, 14:40

საქართველო

მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ დისკუსიას გამორიცხავს

დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე," - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ხუნდაძემ ძალიან არასწორი აზრი გაახმოვანა.

მეუფე იაკობი

19 ნოემბერი 2019, 14:25

საქართველო

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

იტალია პოლიცია

19 ნოემბერი 2019, 14:19

ძალოვნები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, 48 წლის კაცი ნეაპოლში აიყვანეს. ტერორისტებთან კავშირის გარდა, დაკავებულს კრიმინალურ სამყაროს წევრობას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. საქართველოს მოქალაქე ციხეშია გადაყვანილი. შესაძლოა, მისი ესპანეთში ექსტრადირება განხორციელდეს, რადგან მასზე ძებნა ამ ქვეყანაშიც არის გამოცხადებული.

19 ნოემბერი 2019, 14:12

ვიდეო

ჩემი ქალაქის ვარ მეეზოვე - ამბავი თბილისის ქუჩებიდან

ევრო 5

19 ნოემბერი 2019, 14:09

ეკონომიკა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი.

ლეონელ მესი

19 ნოემბერი 2019, 14:06

სპორტი

ლიონელ მესი და ედინსონ კავანი მატჩის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

არგენტინისა და ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დროს, ლიონელ მესი და ედინსონ კავანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კავანი მესის გამო დაჯარიმდა. ამის შემდეგ მათ შორის კამათი დაიწყო. ურუგვაელმა ლეოს სიტუაციის გასარკვევად ჩხუბი შესთავაზა,

19 ნოემბერი 2019, 13:42

ეკონომიკა

საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოდან 12 მარნის ღვინო წარადგინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი Salon Savim Automne გაიმართა, სადაც საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

ცხინვალი საოკუპაციო რეჟიმი

19 ნოემბერი 2019, 13:35

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა

„არსებული მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის რეზერვის კაპიტანია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, - ნათქვამია განცხადებაში. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

19 ნოემბერი 2019, 13:27

ეკონომიკა

IDFI: პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა

ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი) და 120 ერთეული თანამედროვე სანათი საშუალება (17 ჭაღი, 49 ბრა, 38 ტორშერი, 9 მაგიდის ლამპა, 7 ნათურა).

გიორგი გახარია

19 ნოემბერი 2019, 13:25

საქართველო

გახარია: სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმავეს გააკეთებს

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება, ადრე ეს იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს - ჩემი როგორც პრემიერმინისტრის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია,

კახა კალაძე

19 ნოემბერი 2019, 13:17

საქართველო

კახა კალაძე IRI-ის კვლევას არ ენდობა

გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა. როგორც კახა კალაძემ ამბობს, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია.

საქართველო თურქეთი

19 ნოემბერი 2019, 12:54

ეკონომიკა

14-წლიანი პაუზის შემდეგ ანკარაში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

შეხვედრის ჩატარება თურქეთში საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტის დროს დაიგეგმა. მაშინვე გადაწყდა, რომ 19 ნოემბერს თურქეთს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქეთის ვაჭრობის მინისტრ რუსარ ფექჩანთან.

ბურა რობაქიძე

19 ნოემბერი 2019, 12:53

ძალოვნები

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალს წარუდგენენ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ.

ბიზნესომბუდსმენი

19 ნოემბერი 2019, 12:48

საქართველო

ბიზნესომბუდსმენი საქართველოს პრემიერმინისტრს და ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან პირველი შეხვედრას მართავენ. შეხვედრას ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც ესწრება. შეხვედრისას მიხეილ დაუშვილმა BAG-ის წევრებს ბიზნესთან ურთიერთობის საკუთარ ხედვებზე ესაუბრა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

„თეთრი ხალათების აქცია“

19 ნოემბერი 2019, 12:39

საქართველო

ბათუმში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების აქცია“ დღესაც გაიმართა

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის მედიკოსები კლინიკის წინ რამდენიმე წუთით შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილს დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ. 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. 15 ნოემბერს ოკუპანტებმა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

19 ნოემბერი 2019, 12:33

ეკონომიკა

2019 წლის III კვარტალში საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2.1%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

დიმიტრი ხუნდაძე

19 ნოემბერი 2019, 12:22

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების იდეა წარმოადგენს უშუალოდ ჩვენს, მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას და ის ჯერჯერობით არ არის განხილული და, მითუმეტეს, შეთანხმებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდთან. თუმცა, გვჯერა, რომ სწორედ ჩვენს გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობების პირობებში, შევძლებთ თანაგუნდელების დარწმუნებას ჩვენი ინიციატივის მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში.

საქტასტი

19 ნოემბერი 2019, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, იმპორტიორი კი თურქეთი

უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე გამოიყურება: რუსეთი -409.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, აზერბაიჯანი -400.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი და სომხეთი 310.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი.2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა.