imedi /  16 ოქტომბერი 2019, 08:05 / სანდო წყარო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

ჭავჭავაძის გამზირი

ჭავჭავაძის გამზირი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. 

ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება. 

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. 

ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან“ ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან - მარჯვნივ.

16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცამხრივად აღდგა. ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია 30 მაისს დაიწყო.

ყველა სიახლე

ჯონ ლეჯენდი

13 ნოემბერი 2019, 14:08

ტაბლოიდი

პლანეტის ყველაზე სექსუალური კაცი დასახელდა

ჟურნალმა People მსახიობი, მუსიკოსი და პროდიუსერი ჯონ ლეჯენდი პლანეტის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა. ლეჯენდი 40 წლისაა და ის ყველაზე პრესტიჟული პრემიების: ემის, გრემის, ოსკარის, ტონის და ოქროს გლობუსის მფლობელია.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ხუნდაძე „ოცნებას“ სთავაზობს რიგ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს

დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ არცერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატები იმ ოლქების გარდა, სადაც "ნაციონალების" და "ევროპულ საქართველოს" კანდიდატებს გამარჯვების რეალური შანსი აქვთ.

ვენეცია

13 ნოემბერი 2019, 13:52

მსოფლიო

ვენეციაში ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდ წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან ჩანაწერების მიხედვით, ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ეს 1966 წელს იყო. წყალდიდობას ორი ადამიანის ემსხვერპლა.

„მეგობრები“

13 ნოემბერი 2019, 13:48

კულტურა

HBO სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სერიალის სცენარისტები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი, აგრეთვე „მეგობრების“ ექვსივე მთავარი მსახიობი: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

გრეტა ტუნბერგი

13 ნოემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი ატლანტის ოკეანეს კატამარანით გადაცურავს

შშვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ატლანტის ოკეანეს 15-მეტრიანი კატამარანით გადაცურავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. გამოცემის ცნობით, შვედი ეკოაქტივისტს ატლანტის ოკეანის გადაცურვა გემით ავსტრალიელმა ბლოგერებმა შესთავაზეს და თავიანთი გემის ბორტზე მიიპატიჟეს.

ავტობუსები

13 ნოემბერი 2019, 13:32

ეკონომიკა

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

„ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა შემოყვანა უკვე დაწყებულია და წლის ბოლოსთვის მთლიანად მოგვაწვდიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჰონგ-კონგი

13 ნოემბერი 2019, 13:31

მსოფლიო

BBC: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი ბრძოლის ველად იქცა

პოლიცია კამპუსში შევიდა, დემონსტრანტებმა კი ამის საწინააღმდეგოდ საკონტროლო გამშვები პუნქტები აღმართეს, გააკეთეს ცოცხალი შექმნეს და ბენზინის ასაფეთქებლებიც გააკეთეს. BBC-ის ცნობით, სტუდენტი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის წინააღმდეგ მშვილდ-ისრებსაც ისროდა, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს იყენებდა.

ყვარელი

13 ნოემბერი 2019, 13:22

ძალოვნები

ყვარელში მე-10 კლასის მოსწავლეს პოლიცია ეძებს

წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა სასტუმროში მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა და მათ ნომრის დაჯავშნა სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ არც ერთს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენიათ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა.

ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2019, 13:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს: ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით

„ბებიაშენს მოგცემ, ნუ იკრიჭებით“- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნიდან მიმართა. მისი განცხადებით, „ნაცების", „შმაცების" და „შმაცუნების" შეცვლა არ მოხდება. ამ სიტყვებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე" მოჰყვა.

ლევან გორგაძე

13 ნოემბერი 2019, 13:16

სპორტი

ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მეორედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი კუბიჰინერის საკმაოდ ეფექტური ილეთით დაამარცხა. ოთხი ტურის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 2 მოგება და 2 წაგებაა. 14 ნოემბერს ტოჩინოშინი დაიეიშოს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან ექვსი მოიგო.

ლევან ჯღარკავა

13 ნოემბერი 2019, 13:12

საქართველო

მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან ჯღარკავა დაინიშნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან ჯღარკავა წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობისი სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფს“ ახლა რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს.

13 ნოემბერი 2019, 13:06

ეკონომიკა

ქედაში თამბაქოს მწარმოებლების აქცია იმართება

ქედაში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება. ამასთან, სავალდებულო ხდება აქციზიც. შეკრებილების განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო აქტიურად მოყავთ და ის მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ნინო ლომჯარია

13 ნოემბერი 2019, 13:05

საქართველო

ომბუდსმენი: პროპორციულზე უარის თქმა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს მოუწოდებ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს. ომბუდსმენის განცხადებით, ეს უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებებს, როგორიც არის სამართლიანი და პროპორციული არჩევნები.

გი ლალიბერტე

13 ნოემბერი 2019, 12:59

მსოფლიო

Cirque du Soleil-ის დამაარსებელი მარიხუანის მოყვანისთვის დააკავეს

ცნობილი კანადური ცირკ Cirque du Soleil-ის დამაარსებელი, მილიარდერი გი ლალიბერტე წყნარ ოკეანეში თავის კერძო კუნძულზე მარიხუანის მოყვანის ბრალდებით დააკავეს. 60 წლის ლალიბერტე მაშინ დააკავეს, როდესაც თავისი თვითმფრინავით საფრანგეთის პოლინეზიაში ჩავიდა. ის სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 12:56

საქართველო

პარლამენტთან აქცია „არ გაბედო ჩაგდება“ იმართება

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის დამტკიცება. მათი განცხადებით, მათთვის პრინციპულია 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

კახაბერ ოქრიაშვილი

13 ნოემბერი 2019, 12:34

საქართველო

ოქრიაშვილი: ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა, ხუნდაძე დატუქსასავით

უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობდნენ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან საკითხის მოწინააღმდეგე დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო.

Tesla

13 ნოემბერი 2019, 12:19

ეკონომიკა

Tesla ევროპაში პირველ ქარხანას ბერლინში ააშენებს

მასკის განმარტებით, კომპანია გერმანიის დედაქალაქში ქარხანასა და საინჟინრო-კონსტრუქტორულ ცენტრს ააშენებს. „ყველამ იცის გერმანულ წამყვან საინჟინრო ტექნოლოგიებზე და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ Gigafactory Europe-ს აშენება ბერლინში"- აღნიშნა მასკმა. მისივე თქმით, ქარხანა ბერლინის ახალ აეროპორტთან ახლოს აშენდება.

მელანი კოულმენი

13 ნოემბერი 2019, 11:59

სპორტი

ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს დაიღუპა

ცნობილი ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მელანი კოულმენი ტრაგიკულად დაიღუპა. სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი, ოლიმპიური ათლეტების მოსამზადებელი შეკრების დროს, სპორტულ ტანვარჯიშში ორძელზე ასრულებდა ვარჯიშს და ნახტომის შესრულებისას ზურგის სერიოზული დაზიანება მიიღო.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 11:56

საქართველო

ოპოზიციის აზრით თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა არ გადავა „ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში”. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე მმართველი გუნდის ოფისში გამართულ შეხვედრას.

რონალდინიო

13 ნოემბერი 2019, 11:47

სპორტი

რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. როგორც ის წერს, მალე მისი გულშემატკივრები ახალ ამბავს შეიტყობენ. „მე სახლში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს ასეთი სიყვარულისა და დაფასებისთვის. აქ ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიაა.