Imedi /  16 ოქტომბერი 2019, 14:42 / სანდო წყარო

კალაძე: ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა, როგორც ბურჭულაძემ დაამთავრა

კახა კალაძე

კახა კალაძე

შემიძლია, შევადარო: როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა- ა  ე უპასუხა კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

 მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა დადებითი კუთხით შეეფასებინა, რადგან ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, თუმცა, მამუკა ხაზარაძემ ობიექტურ კრიტიკას ტყუილები და ცილისწამება არჩია.

„ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. აი, ეს არის რეალობა. რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ბანკში განპირობებული იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მოტივით, რომ გადაერჩინა ბანკი იმ თაღლიღებისა და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც ყველანაირი აკრძალული მეთოდით ებრძოდნენ. სცადეს მისი გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინება, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს მართლაც ასე მოხდა. ბანკთან მას სხვა შეხება საერთოდ არ ჰქონია. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ მაგალითად, სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან"- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „პროგრეს ბანკი“ გათეთრებასთან არ ყოფილა დაკავშირებული.

„თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ამ ბანკმა რაღაცები, მართლაც, გადარიცხა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი? საოცრებაა ის განცხადებები, რომელსაც ხაზარაძის მხრიდან ვისმენთ. ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან, მაგრამ მცდარია ეს შედარებები. როდესაც ახალი პოლიტიკოსი შემოვიდა, ვიფიქრე რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის მისასალმებელი იყო. სამწუხაროდ, სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო- როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა. არ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძეს 2 წლის მერე გაახსენდა, რომ, თურმე, ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია",- განაცხადა კახა კალაძემ.

15 ოქტომბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ  „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.

ყველა სიახლე

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 01:02

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს.

17 ნოემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს.

ირანი

17 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ირანში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ქალაქ სირჯანის ცენტრში დაპირისპიებას ემსხვერპლა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე შეტაკება მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები საწვავის საწყობს დაესხნენ თავს. მეორე მომიტინგე ქალაქ ბეჰბაჰანში დაიღუპა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ყვითელი ჟილეტები

17 ნოემბერი 2019, 00:15

მსოფლიო

პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში, ყვითელი ჟილეტების აქციაზე, რომლითაც ანტისამთავრობო აქციების ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩაერთნენ. პოლიციამ 124 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანა, 78 კი პატიმრობაშია.

თეირანი

16 ნოემბერი 2019, 23:55

მსოფლიო

თეირანში ამინდის გაუარესების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ირანის დედაქალაქ თეირანში ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. სკოლებში სწავლა არც ხვალ განახლდება. კვირა ირანში სამუშაო დღეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ თეირანში დიდთოვლობა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ალექსანდრე გრიცენკო 

16 ნოემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

კიევში სამართალდამცველებმა „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა გიტლიანსკაიამ უკრაინულ მედიასთან დაადასტურა, რომ „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი ალექსანდრე გრიცენკო დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, გრიცენკოს დაკავების მიზეზი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის დატაცება და გათეთრება გახდა.

შოპინგი

16 ნოემბერი 2019, 22:50

ტექნოლოგიები

გერმანელი ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყოდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს.

ბარაკ ობამა

16 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას ფიქრობს რეალურად ამომრჩეველი. ობამას შეფასებით, მათ უმრავლესობას სისტემის ჩამოშლა არ სურს. ობამას კონკრეტული კანდიდატის სახელი არ უთქვამს და არც კონკრეტული პოლიტიკური წინადადება გაუკრიტიკებია.

აქცია საქართველოს პარლამენტთან

16 ნოემბერი 2019, 21:55

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე დიდი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

16 ნოემბერი 2019, 21:25

თემა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო. რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპისიმპიჩმენტის შესახებ ღია მოსმენები დაიწყო. პროცედურა ჯერ კიდევ 24 სექტემბერს ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მოწმეებსდახურულ რეჟიმში კითხავდნენ. ფორმატის შეცვლა გამოიწვია დემოკრატების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთიმპიჩმენტის პროცედურისადმი, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოებაში დასტაბილურდა და არ იზრდება. მანამდე მიღებული თითქმის ყველა ჩვენების სტენოგრამა პრესაში გამოქვეყნდა.

პაატა დავითაია

16 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პაატა დავითაია: ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე

„მიმდინარეობს გერმანულ მოდელზე საუბარი. პოლიტიკური აქციაზე რჩება მთავარი მოთხოვნა: ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ჰერბერტ ჰაინერი

16 ნოემბერი 2019, 20:26

სპორტი

„ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მიუნხენის საფეხბურთო კლუბს, „ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ჰიონესი „რეკორდმაისტერს“ ორჯერ, 2009-2014 და 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. სამი წლის წინ, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს, თუმცა ვადაზე ადრე გამოუშვეს და ძველ თანამდებობაზე კიდევ სამი წელი მუშაობდა.

ბათუმი, აქცია მთავრობის სახლთან

16 ნოემბერი 2019, 20:19

საქართველო

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღესაც გაიმართა. შეკრებილებმა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვეს. მათ ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოუწოდებს მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება და აჭარაში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დაუჭირონ მხარი.

გიგა მაქარაშვილი

16 ნოემბერი 2019, 19:57

საქართველო

პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილი საზოგადოების წინ სიტყვით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გამოვიდა. „ჩვენი პოზიცია არის ურყევი და გეგმა რომელიც დავსახეთ უპრეცედენტო პარტიების კოალიციასთან ბოლომდე მივიყვანთ“, -განაცხადა მაქარაშვილმა.

16 ნოემბერი 2019, 19:44

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციები აკრძალეს

პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციების ჩატარება აკრძალა. ქალაქის პრეფექტურის განცხადებით ამის მიზეზია სასტიკი შეტაკებებეი სამართალდამცველებთან. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ პრეფექტმა Twitter-ზე გაავრცელა.

ლეონიდ ბრეჟნევი

16 ნოემბერი 2019, 19:25

ტაბლოიდი

ლეონიდ ბრეჟნევის მართვის მოწმობა აუქციონზე გაყიდეს

მოსკოვის „ლიტფონდის“ აუქციონზე ლეონიდ ბრეჟნევის მართვის მოწმობა გაყიდეს. ლოტის საწყისი ფასი 1 500 000 რუბლი (დაახლოებით 23 ათასი აშშ დოლარი) იყო, თუმცა უცნობმა კოლექციონერმა მასში 50 000 რუბლით მეტი გადაიხადა. ბრეჟნევი ავტომობილების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.

საპროტესტო აქცია

16 ნოემბერი 2019, 19:08

მსოფლიო

პრაღაში აქციაზე პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით 200 ათასი ადამიანი გამოვიდა

ჩეხეთში, პრაღის პარკში პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე სამართალდამცველების ინფორმაციით, 200 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორებმა ბაბიშს ულტიმატუმით მიმართეს: ან უარი თქვას ბიზნესზე ან თანამდებობა დატოვოს.

ამინა ბულახი

16 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

უკრაინელი მოკრივე გოგო მატარებელმა გაიტანა

18 წლის გოგო კიევში ტარასოვკის რაიონში მატარებელმა გაიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოკრივე ამინა ბულახი სახლში მიდიოდა. მას ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის ხმა ვერ გაიგო. უკრაინის ჩემპიონობის გარდა ბულახი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორიც იყო.

გრიგოლ ვაშაძე

16 ნოემბერი 2019, 18:30

საქართველო

„ნაციონალები“ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას არ ემხრობიან

ოპოზიცია 17 ნოემბრის აქციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისევ „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება. გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მოთხოვნები ისედაც ცნობილია და ახლა მხოლოდ ტექნიკურ საკითხზე უნდა შეჯერდნენ. 15 ნოემბერს, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება.

საფრანგეთის პოლიცია

16 ნოემბერი 2019, 18:02

მსოფლიო

პარიზში პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციის სულ ცოტა 33 მონაწილე დააკავა. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო.