imedi /  17 ოქტომბერი 2019, 16:25 / სანდო წყარო

პაატა სალია: აქიმიძესა და დვალს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ

პაატა სალია

პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოში სარჩელი 2014 წელს უნდა შეეტანათ, შესაბამისად დღეს უკვე სარჩელი ხანდაზმულია. 

პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხვალვაშმა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში მიმართა, თან 2007 წელს პროკურატურისთვისაც ჰქონდა მიმართული ვადების დაცვით.

„სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო“, - განაცხადა პაატა სალიამ.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დვალისა და აქიმიძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განაცხადა ისინი სასამართლოსგან 60%-იანი წილის დაყადაღებას მოითხოვენ. კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივ დავაში დაახლოებით ისე იმოქმედებენ, როგორც ქიბარ ხალვაში მოქმედებდა წინა სასამართლო პროცესების დროს, სანამ სასამართლო მას „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ გამოაცხადებდა.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა „რუსთავის 2“-ის დასაბრუნებლად 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. 

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

მაიკ პომპეო

20 ნოემბერი 2019, 21:25

მსოფლიო

Time: მაიკ პომპეო თანამდებობის დატოვებას გეგმავს

პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენა 2020 წლის გაზაფხულამდე სურდა, მაგრამ გეგმებს გადახედა, მათ შორის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამო. Time-ის ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან წასვლის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს ის პროცესის წარმართვას.

სასამართლო პროცესი ბადრი პატარკაციშვილი

20 ნოემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე დასკვნით ეტაპზეა

ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება. დასკვნით სიტყვას ამჯერად რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი წარმოთქვამს. შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

ინტერნეტი ნიშანი

20 ნოემბერი 2019, 20:45

ტექნოლოგიები

საპროტესტო აქციების გამო ირანში ინტერნეტი გათიშეს

ქვეყნის მთავრობამ ინტერნეტი შაბათს გათიშა, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ საწვავის 50%-ით გაძვირება დემონსტრაციებით გააპროტესტა. თუმცა ირანში შიდა ქსელი, ე.წ. „ინტრანეტი“ მოქმედებს, რომელიც მთავრობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, მუშაობის საშუალებას აძლევს.

გიორგი რურუა

20 ნოემბერი 2019, 20:43

ძალოვნები

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლარის კურსი

20 ნოემბერი 2019, 20:35

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია: გარე შოკები არ არსებობს, ლარი ზედმეტად გაუფასურდა

საქართველოს ბიზნესასოციაცია აცხადებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია, გარე შოკები არ არსებობს და ამის მიუხედავად ეროვნული ვალუტა მაინც გაუფასურდა. „ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, მისი გამყარების საფუძვლები არსებობს“.

ხანძარი

20 ნოემბერი 2019, 20:24

ძალოვნები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ყველა ხანძარი ჩააქრეს

ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო დაფიქსირებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. ორი ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა გუშინ მოახერხეს.

ჯოკერი

20 ნოემბერი 2019, 20:08

კულტურა

ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს

რეჟისორი ტოდ ფილიპსი ფილმ „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს, ამის შესახებ The Hollywood Reporter წყაროზე დაყრდნობით წერს. რეჟისორი კინოსტუდია Warner Bros--ის წარმოამდგენლებს შეხვდა და ფილმის მეორე ნაწილის გადაღების საკითხი განიხილა. წყაროს ცნობით, მან ფილმის გაგრძელების გადაღებაზე თანხმობა მიიღო.

გორდონ სონდლანდი კონგრესში

20 ნოემბერი 2019, 19:46

მსოფლიო

გორდონ სონდლანდი: გამოძიების დაწყების სანაცვლოდ ტრამპი ზელენსკის​ ვაშინგტონში დაპატიჟებდა

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი გორდონ სონდლანდმა კონგრესს განუცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას თავის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისთან მუშაობას აიძულებდა. მისი თქმით, ჯულიანის ამოცანა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის განხორციელება იყო.

გამოცდები

20 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

სკოლებში მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ მე-4 მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულა ჩატარდეს. „ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან“, - აცხადებს სოფიო გორგოძე.

დავით ქაცარავა

20 ნოემბერი 2019, 19:22

საქართველო

დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელის კარზე ბოქლომი ჩამოკიდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უერთდება აქტივისტების პერფორმანსს, რომლებმაც სხვადასხვა უწყებაზე ბოქლომები ჩამოკიდეს. ქაცარავამ ბოქლომის ჩამოკიდებამდე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის

ქუთაისი, აქცია

20 ნოემბერი 2019, 19:10

საქართველო

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მომხრეები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მცირე ინციდენტი მოხდა ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობით მერიის შენობასთან გადმოინაცვლეს, სადაც ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

გადაწყვეტილება მიგრაციის და ლტოლვილების საქმეთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო. ჟურნალთან საუბარში ხანგოშვილის ცოლმა და მისი 4 შვილის დედამ განაცხადა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ უახლოეს მომავალში ექიმად მუშაობას ისევ შეძლებს.

აქცია სასამართლო

20 ნოემბერი 2019, 18:38

ძალოვნები

„სირცხვილიას“ წევრები პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ რამაც დაძაბულობა გამოიწვია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გრძელდება, მოძრაობა "სიცრხვილიას" წევრებმა პროცესზე შესვლა სცადეს, თუმცა მანდატურებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ამის გამო სასამართლოში მანდატურებსა და მოძრაობის მხადამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აჭარის ტელევიზია

20 ნოემბერი 2019, 18:38

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 10 ადამიანს სურს

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის სურვილი 10-მა ადამიანმა გამოთქვა. მათგან შვიდი ტელევიზიის თანამშრომელია. განცხადებების მიღება დღეს18:00 საათზე დასრულდა. ტელევიზიის ახალ დირექტორს ამჯერად ბორდის ახალი შემადგენლობა აირჩევს.

Uber

20 ნოემბერი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

უპილოტო Uber-ის ავარიაზე პასუხისმგებლობა ოპერატორს დაეკისრა, რომელიც ინციდენტის დროს შოუს The Voice უყურებდა

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ვასკესი უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყო, მას საკმარისი დრო ექნებოდა გზაზე გამოჩენილ ადამიანთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. შტატის პროკურატურა ავარიის გამოძიებას აგრძელებს. ამ ეტაპზე რაფაელა ვასკესს ბრალი არ წარუდგინეს.

რაგბი

20 ნოემბერი 2019, 18:23

სპორტი

ბორჯღალოსნები 2020 წლის ტესტ-მატჩზე მსოფლიოს ჩემპიონებს შეხვდებიან

ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის მსოფლიოს თასზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 46:19 გაიმარჯვა. ეროვნული ნაკრებების შეხვედრამდე, უმცროსი ასაკის ქართველი და აფრიკელი მორაგბეებიც შეხვდებიან. დეკემბერში თბილისში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე გუნდი ჩამოვა.

იხვები

20 ნოემბერი 2019, 18:12

ტაბლოიდი

საფრანგეთის სასამართლომ იხვებს ხმამაღლა ყიყინის უფლება მისცა

საფრანგეთში იხვებს, რომლებსაც მეზობელი უჩიოდა, დაქსის კომუნის სასამართლომ ხმამაღლა ყიყინის უფლება მისცა. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ფრინველებს ხმაურით შეწუხებულმა მეზობელმა უჩივლა, თუმცა ამჯერად იხვებმა გაიმარჯვეს.

ბექსი

20 ნოემბერი 2019, 18:12

კულტურა

ბენქსის ქანდაკება Sothebyʼs-ის აუქციონიდან მოხსნეს

პირველად ბექნსის ეს ორმეტრიანი ქანდაკება 2004 წელს ლონდონის ცენტრში, შაფტსბერი-ავენიუზე დაიდგა. იქიდან ნამუშევარი მხატვარმა და თვითგამოცხადებულმა "არტ-ტერორისტმა" ენდი ლინკმა მოიპარა. ლინკი ბექნსის დაუკავშირდა და გამოსასყიდ თანხად 5 ათასი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.

პლანეტა მარსი

20 ნოემბერი 2019, 18:12

ტექნოლოგიები

ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მარსზე მწერები არსებობენ

აშშ-ში ოჰაიოს უნივერსიტეტის ენტომოლოგი უილიამ როზმერი ამტკიცებს, რომ მარსზე ხომალდ Curiosity-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ პლანეტაზე არის კვალი, რომელიც დედამიწაზე მწერების მიერ მიწაზე გადაადგილებისას დატოვებულ ანაბეჭდებს წააგავს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science Alert-ი წერს.

იენს სტოლტენბერგი

20 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

სტოლტენბერგი ნატოს საქართველოსა და უკრაინისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

„მე მოვუწოდებ მოკავშირეებს საჭირო რესურსების მობილიზებას იმისათვის, რომ პარტნიორებს მეტი პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს ნატო ეხმარება რეფორმების გატარებაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.