imedi /  17 ოქტომბერი 2019, 17:28 / სანდო წყარო

მარტვილის კანიონმა ევროპის საბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიები ეკოტურისტულად ვითარდება. ჩვენი კონცეფცია ვრცელდება ყველა დაცულ ტერიტორიაზე და მათი განვითარების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორს: პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და უნდა იცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მეორე - მას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია; ვიზიტორთა ცენტრები სწორედ ამ მიზნით ეწყობა და მესამე, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკოტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, პრიზის მოსაპოვებლად ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი იყო წარდგენილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

ყველა სიახლე

მაკდოლანდსი

17 ნოემბერი 2019, 16:46

ტაბლოიდი

McDonaldʼs-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ მომხმარებლებს დამატებით ნაგეთს აძლევდა

კანადელმა ბლოგერმა და პოდკასტის Heart Half Full-ის ავტორმა კოდი ბონდარჩაკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში აღიარა, რომ "მაკდონალდსში" მუშაობის დროს მომხმარებელბს ყოველთვის უდებდა შეფუთვაში ქათმის ნაგეთსის ერთით მეტ, მეთერთმეტე ნაჭერს. პოსტმა 700 ათასამდე მოწონება დაიმსახურა.

გია ვოლსკი

17 ნოემბერი 2019, 16:44

საქართველო

ვოლსკი: პარლამენტმა მუშაობა არ უნდა შეაჩეროს, ბიუჯეტი გვაქვს დასამტკიცებელი

პიკეტირების მიუხედავად პარლამენტმა მუშაობა არ უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ლარის კურსის დაცემა და ეკონომიკის კოლაფსი, რომელიც შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის გაჩერებას მოჰყვეს.

ჭადრაკი

17 ნოემბერი 2019, 16:35

სპორტი

საჭადრაკო გუნდი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მონტენეგროში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, "ნონამ" შვიდი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, სამი ყაიმით დაასრულა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. საჭადრაკო გუნდის ღირსებას ხუთი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი იცავდა.

აქცია ბათუმში

17 ნოემბერი 2019, 16:26

საქართველო

ბათუმში აქციას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი შეურთდა

ბათუმში აქციას "ქართულ ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი შეურთდა. როგორც მანუჩარ ვერულიძემ განაცხადა, ის პარტიის ქობულეთის ორგანიზაციაში 2012 წლიდან იყო. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:21

საქართველო

ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადადებით ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მუდმივად იტყუება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა „იმედს“ განუცხადა. პატრიოტები 17:00 საათიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

ქეთევან ციხელაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

ციხელაშვილი: წყაროების ინფორმაციით ექიმ გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ

რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ვაჟა ბიძინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:06

საქართველო

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ვაჟა ბიძინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ვაჟა ბიძინაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს ოკუპირებული ღდულეთის მიმდებარედ თანასოფლელ ივანე ზაუტაშვილთან ერთად დააკავეს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

აქცია რუსთაველის გამზირზე

17 ნოემბერი 2019, 16:05

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე პარლამენტის პიკეტირება დააანონსა

აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ. პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.

უკრაინული ხომალდები ქერჩის სრუტე

17 ნოემბერი 2019, 15:58

მსოფლიო

მოსკოვი კიევს ქერჩის სრუტეში დაკავებულ ხომალდებს უბრუნებს

რუსეთმა 3 უკრაინული ხომალდი ანექსირებულ ყირიმში 2018 წლის ნოემბერში დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. ხომალდზე მყოფი მეზღვაურები უკრაინაში რუსეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ.

ბათუმი

17 ნოემბერი 2019, 15:17

საქართველო

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები იკრიბებიან. ისინი თბილისის მსგავსად რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 15:15

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერის თეატრის ტერიტორიიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი პუშკინის სკვერიდან მივიდნენ.

პატრიოტთა ალიანსი

17 ნოემბერი 2019, 15:10

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები თბილისისკენ კახეთიდან დაიძრნენ

„პატრიოტთა ალიანსმა“ კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრიბა. 10-მდე მიკროავტობუსით, 200-მდე მხარდამჭერი თბილისისკენ უკვე გამოემგზავრა. „პატრიორთა ალიანსი“ აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს, მას „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 14:41

საქართველო

ინაშვილი: ოპოზიციის შეთავაზებული სამი ვარიანტიდან კონსტიტუციას არცერთი ეწინააღმდეგება

მისაღებია ე.წ. გერმანული მოდელიც, ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტიც მცირე ცვლილებებით პროექტის ინიცირების შესახებ და ასევე ის ვარიანტიც, რომ 101 ხმით მიღებულად გამოვაცხადოთ ეს პროექტი და გადავიდეთ მეორე მოსმენაზე. ამ სამიდან არც ერთი ვარიანტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ვაჟა სირაძე

17 ნოემბერი 2019, 14:30

ძალოვნები

ვაჟა სირაძე: პარლამენტის ტერიტორიაზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია განმარტა. მისი თქმით, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის.

17 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: წითელი ჯვარი იზოლატორში შესვლას ვერ ახერხებს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

შსს

17 ნოემბერი 2019, 14:05

ძალოვნები

შსს აქციის მონაწილეებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს

პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

ალექსანდრ ლუკაშენკო

17 ნოემბერი 2019, 13:57

მსოფლიო

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის. ამის შესახებ მან საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 13:50

საქართველო

ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება და ყველაფერი არამყარია

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

თომ ევანსი ნიკოლ შერზინგერი

17 ნოემბერი 2019, 13:30

ტაბლოიდი

ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს

ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტს, მომღერალ ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან განშორების შემდეგ მომღერალი ყოფილ შოტლანდიელ მორაგბეს თომ ევანსს ხვდება.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთიდან უერთდებიან. პარტიამ აქტივი სოფელ ჩალაუბნში შეკრიბა. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. თბილისში აქციაზე დასასწრებად ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ემზადებიან. ისინი გორიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.