Imedi /  18 ოქტომბერი 2019, 11:43 / სანდო წყარო

გახარია სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელია არსებობს და წლიდან წლამდე ეს თანამშრომლობა ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დინამიკას და გამოთქვა იმედი, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც სამხრეთ კორეული საზოგადოება საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.  

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური  თვალსაზრისით საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რაც საქართველოში სამხრეთ კორეული მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში გამოიხატება. როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამხრეთ კორეული კომპანიები მზადყოფნას გამოხატავენ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მუნ ჰი-სანგის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ყველა სიახლე

ვუნდერკინდი

12 ნოემბერი 2019, 23:00

ტაბლოიდი

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა. ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა.

დავით ზალკალიანი

12 ნოემბერი 2019, 22:54

საქართველო

ზალკალიანი: საქართველო არ ერევა სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევაში

„საქართველო აშშ-ის ელჩის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. დიპლომატიური წესია, რომ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ელჩის კანდიდატურაზე. ჩვენ ვერ ვერევით იმაში, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ელჩად. ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კორეა

12 ნოემბერი 2019, 22:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში მოკლული 47000 ღორის სისხლი მდინარეში ჩაიღვარა

ძლიერი წვიმიანი ამინდების შედეგად სამარხიდან, სადაც მოკლული ღორები იყვნენ დასაფლავებულები, სისხლი მიწისქვეშა დინებით მდინარე იმჯინგანში ჩავიდა. აფრიკული ღორის გრიპი გადამდები და განუკურნებელია დაავადება, რომლითაც ღორები ინფიცირდებიან.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 22:20

მსოფლიო

ევო მორალესი: ბოლივიაში ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა ბრძოლა გრძელდება

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა მექსიკაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მეხიკოში ჩასულმა მორალესმა პრესკოფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

apple card

12 ნოემბერი 2019, 21:50

ეკონომიკა

Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ზე ლიმიტებს გადახედავს

ბანკი Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ის მფლობელებისთვის საკრედიტო ლიმიტების შესწორების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ჰალიომ განაცხადა.

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

Instagram Reels

12 ნოემბერი 2019, 21:23

ტექნოლოგიები

Instagram-მა მოკლე ვიდეოების დამუშავების აპლიკაციის ტესტირება დაიწყო

Reels-ში 15-წამიანი ვიდეოების გადაღება, მათზე მუსიკისა და ეფექტების დადება და შემდეგ ისტორიებში ან სპეციალურ საჯარო განყოფილებაში, Top Reels-ში გამოქვეყნება შეიძლება. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

12 ნოემბერი 2019, 20:51

საქართველო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს.

სასამართლო

12 ნოემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

ტაილანდში პოლიციის გადამდგარმა გენერალმა სასამართლოში ორი ადამიანი მოკლა

შემთხვევა ჩანთხაბურის პროვინციის სასამართლოში მოხდა, სადაც მიწის ნაკვეთის საკუთრების საქმე განიხილებოდა. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები დარბაზში მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომელსაც 10-წლიან დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

პროპორციული არჩევნები

12 ნოემბერი 2019, 20:29

საქართველო

პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით "არ გაბედო!". აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, პარლამენტში დღეს გამოიკვეთა, რომ "უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია".

მატეუშ მორავეცკი

12 ნოემბერი 2019, 20:10

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა გადადგა

460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ჰონგ-კონგი

12 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც არეულობამ ქალაქი "სრული დაშლის ზღვარზე" მიიყვანა. დემონსტრატები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 19:40

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ

"ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ. ამის მიზეზი კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს.

ნიკა მელია

12 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობენ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც მალე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება. ნიკა მელიას განცხადებით, მას სურს დაესწროს სხდომას, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

12 ნოემბერი 2019, 18:56

საქართველო

პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს, რომელსაც 200 000 მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

ავარია მსხვერპლი

12 ნოემბერი 2019, 18:54

ძალოვნები

საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვა

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. რო­გორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

Volkswagen

12 ნოემბერი 2019, 18:39

მსოფლიო

Volkswagen-ის 4 მოქმედ და ყოფილ ტოპმენეჯერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

გერმანიის პროკურატურა კომპანია Volkswagen-ის ხელმძღვანელს, მის წინამორბედს და ბორდის კიდევ ორ ყოფილ წევრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, 2011-2016 წლებში ეჭვმიტანილები Volkswagen-ის საწარმოო საბჭოს წევრებს გადაჭარბებულ ხელფასს და პრემიებს უხდიდნენ.

დროშა ვერ დაკიდენ

12 ნოემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

ქუთაისის მერიამ დროშა ვერც მეოთხე მცდელობით დაკიდა

წინა სამი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ქუთაისის მერიას დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგი შესწავლილი არ ჰქონია. მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ტენდერი სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა.

ნიკ ბატერი მარათონი

12 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

ბრიტანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ბრიტანელი ნიკ ბატერი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის მორბენალის გამოწვევის მიზეზი კი ქველმოქმედება გახდა. ბატერმა დიდი ბრიტანეთის პროსტატის კიბოს ცენტრისთვის 65 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.