Imedi /  20 ოქტომბერი 2019, 16:15 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონურ ბაზარს დააინტერესებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო სადილზე უმასპინძლა ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, ტურისტებისთვის მიმზიდველია თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში.

,,ქართული ღვინო თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს, თან ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო. 

,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. 

გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. 

ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით. 

,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს" მიერ აღიარებული ქართული ღვინო.

იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად“,- განაცხადა კენინი ოოჰაშიმ.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

ყველა სიახლე

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 13:50

საქართველო

ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება და ყველაფერი არამყარია

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

თომ ევანსი ნიკოლ შერზინგერი

17 ნოემბერი 2019, 13:30

ტაბლოიდი

ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს

ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტს, მომღერალ ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან განშორების შემდეგ მომღერალი ყოფილ შოტლანდიელ მორაგბეს თომ ევანსს ხვდება.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთიდან უერთდებიან. პარტიამ აქტივი სოფელ ჩალაუბნში შეკრიბა. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. თბილისში აქციაზე დასასწრებად ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ემზადებიან. ისინი გორიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძე

17 ნოემბერი 2019, 13:00

სპორტი

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა. მიხეილ გაჩეჩილაძე „ენისეისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა და წლის საუკეთესო მორაგბისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.

Saudi Aramco

17 ნოემბერი 2019, 12:51

ეკონომიკა

Saudi Aramco ბაზარზე აქციების 1,5%-ს გაიტანს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსებისთვის ინვესტორთა განაცხადების მიღება დაიწყო და განთავსების ფასის დიაპაზონი - 30-32 რიალი (8-8,5 დოლარი) დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის სამინისტრო

17 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

ღარიბაშვილის უწყება: თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება

რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გოტაბაია რაჯაპაქსა

17 ნოემბერი 2019, 12:33

მსოფლიო

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს. რაჯაპაქსას მთავარმა კონკურენტმა, მმართველი „გაერთიანებული ეროვნული პარტიის“ კანდიდატმა საჯიტ პრემადასამ უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გეოგლიფები

17 ნოემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

პერუს უდაბნოში მეცნიერებმა 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს

იამაგატას უნივერსიტეტის მეცნიერებმა პერუში, ნასკას უდაბნოში 143 გიგანტური გეოგლიფი აღმოაჩინეს. იაპონელი მეცნიერების აღმოჩენის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდი წერს. პლატოზე გამოსახულია ცხოველები, გაურკვეველი დანიშნულების ხაზები და მითიური არსებები. 143 გეოგლიფი მეცნიერებმა საველე სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს.

საპატრიარქო

17 ნოემბერი 2019, 12:10

საქართველო

საქართველოში მოქმედმა რელიგიათა ხელმძღვანელებმა პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს

საპატრიარქოს ინფორმაციით, სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

17 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: გვეუბნებიან რომ მამა სახლში მალე დაბრუნდება

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

რუსთაველის გამზირი აქცია

17 ნოემბერი 2019, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

როდნი რიდი

17 ნოემბერი 2019, 10:42

მსოფლიო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯა გადადო

ტეხასის სასამართლომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულის როდნი რიდის სიკვდილით დასჯა გადადო, მას შემდეგ რაც საქმეს საზოგადოების მხრიდან რეზონანსი მოყვა და მსჯავრდებულს ცნობილმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ BBC წერს. სიკვდილით დასჯა როდნი რიდს 1996 წელს 19 წლის სტეისი სტაიტსის მკვლელობისთვის მიუსაჯეს.

Huawei Mate X 5G

17 ნოემბერი 2019, 10:17

ტექნოლოგიები

Huawei-ის დასაკეცი სმარტფონების პირველი პარტია 2 წუთში გაიყიდა

Huawei-ის ონლაინმაღაზიაში დასაკეცი სმარტფონის Huawei Mate X 5G-ის პირველი პარტია გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიამ გასაყიდად ახალი სმარტფონის მცირე პარტია გაიტანა, თუმცა საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მარაგი 2 წუთში ამოიწურა.

გოგა ბითაძე

17 ნოემბერი 2019, 10:03

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, შინ „მილუოკი ბაქსი“ მიიღო და 83:102 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის აქტივში 7 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

17 ნოემბერი 2019, 10:00

საქართველო

ფეხბურთის ფედერაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი.

საპროტესტო აქცია

17 ნოემბერი 2019, 09:24

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

„ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 საათზე, ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და გავაპროტესტოთ მისი უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ფილმი ჯოკერი

17 ნოემბერი 2019, 09:08

კულტურა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.

მინსკი

17 ნოემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია. წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.

აშშ ჩინეთი

17 ნოემბერი 2019, 08:35

ეკონომიკა

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.