imedi /  21 ოქტომბერი 2019, 12:15 / სანდო წყარო

დეპუტატების კითხვებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე პასუხობს

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე პასუხობს. დეპუტატების კითხვები ძირითადად მოსამართლის საქმიანობას და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის კითხვაზე, „ვინმემ რომ მოინდომოს თქვენს საქმიანობაში ჩარევა, თქვენს მიერ წარმოებულ საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაში რომ ჩაერიოს, თქვენ რას გააკეთებთ? როგორ დაიცავთ საკუთარ დამოუკიდებულებას?“, მიქაბერიძემ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს იმ კონსტიტუციურ გარანტიებს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობას განამტკიცებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაინტერესდა, რამდენად ხშირად იყენებს მიქაბერიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებებს თავის არგუმენტაციაში.

„დავის სპეციფიკისა და კატეგორიის გათვალისწინებით ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და პრეცედენტული სამართლის გამოყენება. ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე მისი გამოყენება არარელევანტურია, თუმცა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს შეეხება, ბუნებრივია, ვიყენებთ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ თვითონ პრეცედენტი ეს არის კონვენციის დებულების შემავსებელი წინაპირობები. ცალკე აღებული ეს თუ ის დებულება, თუ ის არ განიმარტა პრეცედენტული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ვიწრო გაგებით შეიძლება იყოს გაზიარებული და აღქმული ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში და ამან შეიძლება მეტ-ნაკლებად შელახოს ადამიანის უფლება ან უფრო ფართო განმარტება მისცეს ადამიანის უფლებების ფარგლებს. რა თქმა უნდა, ვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ცალკეული საკითხების დროს. ეს შეეხება პროცესუალურ საკითხებს, თუნდაც სარჩელის დასაშვებობის პირობებს, როცა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხი წყდება ან გათავისუფლება ბაჟისგან ან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი და მატერიალური უფლების გადაწყვეტის ფარგლებშიც, როდესაც ხდება ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის მოგვარება და გვეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ უფრო დასაბუთებული და დამაჯერებელი გავხადოთ შიდა კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ლევან მიქაბერიძე 2011-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსად მუშაობდა, 2013 წლიდან კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეების განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილსთამარ ალანიასმირანდა ერემაძესმამუკა ვასაძესმაია ვაჩაძესთამარ ზამბახიძესშალვა თადუმაძესზაზა თავაძეს და ვლადიმერ კაკაბაძეს.

ყველა სიახლე

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე

19 ნოემბერი 2019, 19:55

ძალოვნები

მოსამართლემ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

დაფნე კარუან გალიცია

19 ნოემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული შესაძლოა შეიწყალონ

მალტის პრემიერმინისტრი ჯოზეფ მუსკატი ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, ეჭვმიტანილმა, რომელიც მკვლელობის მომზადებაში შუამავლის როლს ასრულებდა, მანამდე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

დასაქმება

19 ნოემბერი 2019, 19:48

ეკონომიკა

იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებსაც ღამე უწევთ მუშაობა, შეიძლება შეიცვალოს

თუ პირი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

გაბრიელ როუჩი
გიორგი დონაძე

19 ნოემბერი 2019, 19:17

კულტურა

პრინსტონის უნივერსიტეტს ქართული გალობის ანთოლოგია საჩუქრად გადაეცა

უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გასულ წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, უნიკალურ გამოცემაში მე-19 მე-20 საუკუნეებში გამოცემული, თუ ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.

აშშ ვერტმფრენი

19 ნოემბერი 2019, 19:10

მსოფლიო

მედია: ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

სირიაში, ჰასაკის პროვინციაში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული სააგენტო SANA ავრცელებს. მისი ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადესანტო დანაყოფი სოფელ ტელ-აჰმარში ვერტმფრენებით ჩავიდა და ერთ-ერთ სახლში ორი ძმა დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 18:57

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე: ექიმის მოთხოვნით პატიმრებს ერთჯერადი კვება დაუნიშნეს

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა. ბიძინაშვილის თქმით, ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს.

ჰარი სტაილსი

19 ნოემბერი 2019, 18:35

ტაბლოიდი

ჰარი სტაილსი კომედიურ გადაცემაში ბალერინის კაბით გამოჩნდება

მომღერალი ჰარი სტაილსი კომედიური გადაცემისთვის ბალერინის კაბით გამოჩნდება. ამის შესახებ ვარსკვლავის „ინსტაგრამ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. მომღერალი ერთი დღით გადაცემის წამყვანი გახდა, ხოლო შოუს დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბალერინას კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

მასწავლებლები გაფიცვა

19 ნოემბერი 2019, 18:35

მსოფლიო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა.

კაცი მობილურით

19 ნოემბერი 2019, 18:34

ტექნოლოგიები

ესპანეთის მთავრობა მოქალაქეების გადაადგილებას მობილური ტელეფონების მეშვეობით აკვირდება

პროექტში ქვეყნის სამი უმსხვილესი მობილური კომპანია მონაწილეობს. ისინი მთავრობას ქსელში ჩართული მობილური ტელეფონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. თუმცა, პროგრამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას არღვევენ.

ხარაგაული არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 18:34

კულტურა

ხარაგაულში 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა. ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

რამზან კადიროვი

19 ნოემბერი 2019, 18:15

მსოფლიო

ორმა ჩეჩენმა Facebook-კომენტარებისთვის კადიროვს ბოდიში მოუხადა

ჩეჩნეთის ორმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა. მათი ვიდეომიმართვები Instagram-ზე გავრცელდა. ახალგაზრდებმა ასევე ბოდიში მოუხადეს ჩეჩენს ხალხს „სიბინძურის“ გამო და პირობა დადეს, რომ მომავალში ამას აღარ გაიმეორებენ.

ჟენევის დისკუსიები

19 ნოემბერი 2019, 18:14

საქართველო

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალი დატოვეს

დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმს ეხებოდა. ერგნეთში გამოსვლისას ტოივო კლაარს, რუდოლფ მიხალკას და ჯიხან სულთანოღლის ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სპეცრაზმი

19 ნოემბერი 2019, 18:07

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო პროცესი დღეს იყო დანიშნული, თუმცა როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 6-6 დაკავებულის პროცესი 1 და 2 საათით გადაიდო. პროცესის გადადება აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეძახილებით "სირცხვილია" და "მონავ" გააპროტესტეს.

სარეკლამო კამპანია

19 ნოემბერი 2019, 17:55

ტაბლოიდი

სამხრეთ დაკოტაში მეტამფეტამინთან ბრძოლის ფარგლებში უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას შტატში ამოქმედდა სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანიც მეტამფეტამინზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, ვიდეორგოლი შტატის გუბერნატორის მონაწილეობით და საკმაოდ უცნაური სლოგანი - Meth. Weʼre on it („მეტამფეტამინი. ეს ჩვენი საქმეა“).

ჰონგ-კონგი

19 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ისევ უნივერსიტეტში რჩებიან და პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ

უნივერსიტეტში დემონსტრანტები გასული კვირის შემდეგ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეწურებათ საკვების და წყლის მარაგები. პოლიცია აცხადებს, რომ ის ვინც შენობას დატოვებს, დააპატიმრებენ, ზოგიერთი ადამიანი კი BBC-ის ინფორმაციით, ძალიან არის შეშინებული.

ბურა რობაქიძე

19 ნოემბერი 2019, 17:40

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 17:39

ძალოვნები

საქალაქოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ტყის ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 17:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის ხანძრის 7 კერაა

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით იყოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

გატაცებული ექიმის შვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი რუს მფრინავებს მკურნალობდა

„სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - თქვა ირინა გაფრინდაშვილმა.

ჯულიან ასანჟი

19 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. 2017 წელს დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ განახლდა, რაც ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში დააკავეს.