imedi /  24 ოქტომბერი 2019, 16:45 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: შემოწმებულ ოჯახებში სისხლში ტყვიის შემცველობამ მკვეთრად დაიკლო

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით წელს პოზიტიური შედეგია, რაც მკვეთრად განსხვავდება გასულ წლის მონაცემებისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა.

„სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ. ეს არ არის შემაშფოთებელი, საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა.

„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, ყოველმხრივ შეისწავლეს. ჩვენი ეპიდემიოლოგები, პედიატრები, გარემოს სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები შევიდნენ  და შეისწავლეს ეს თექვსმეტივე ოჯახი. გარდა ამისა, ივლისში ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. გარდა ამისა, სახელმწიფომ ივლისში დიდი პროგრამა დაიწყო. ის დღესაც მიმდინარეობს. 650 ბავშვიდან, 35% უკვე შესწავლილია. ვისაც დახმარება სჭირდება, რკინის პრეპარატებით, ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით, დავეხმარეთ “, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ტყვიის წყაროებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ  სუნელები, სათამაშოები და საღებავებია საყურადღებო. 

ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, იმართება, რომელიც 26 ოქტომბერს დასრულდება. წელს კვირეულის მთავარი სლოგანია - „აკრძალე ტყვია საღებავებში“.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 16:09

საქართველო

წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თეა წულუკიანის თქმით, ემოციები არ არის ის, რაც ამ შემთხვევაში წარმატებისთვის უნდა გამოვიყენოთ. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ძაღლის თათი კოალა

14 დეკემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

ინტერნეტმომხმარებლებმა ძაღლის თათები კოალებს მიამსგავსეს

Twitter-ის მომხმარებელმა 41Strange-მ აღმოაჩინა, რომ ძაღლის თათი პატარა კოალას ჰგავს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ბალიში კოალას თავს, დანარჩენი ოთხი კი თათებს ჰგავს. მას აყვნენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც, რომლებმაც თავიანთი ძაღლების თათების ფოტოები გამოაქვეყნეს.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს

წულუკიანი ევროპელებს ახსენებს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად, რჩევას აძლევს მათ, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, „ლაივში“ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. „რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები“.

ჩისკო მუნიოსი ფელის ვისენტე

14 დეკემბერი 2019, 15:50

სპორტი

თბილისის „დინამო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, თბილისის „დინამო" დროებით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ჩისკო მუნიოსისა და ფელის ვისენტეს ესპანურ დუეტს კლუბთან კონტრაქტი 1 დეკემბერს ამოეწურა და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტა

14 დეკემბერი 2019, 15:37

მსოფლიო

ფხენიანმა სავარაუდოდ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიის ცნობით, „მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი“ სოჰეს კოსმოდრომზე ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

თათა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 14:56

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება პასუხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2019, 14:53

საქართველო

კობახიძე: ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განემარტებათ

„განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ევროსაბჭოს უწოდებს ძალიან დაავადებულ ინსტიტუტს, (გიგა ბოკერიას განცხადება გახსოვთ), ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 14:35

საქართველო

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ სასტუმრო შერატონში 12:00 საათზე გამართება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

უგულავა: თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიციამ დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხნენ. ლიდერებმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილეს ყურადღებას.

ომარ ალ-ბაშირი

14 დეკემბერი 2019, 14:18

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

სუდანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ხანდაზმული ასაკის გამო 75 წლის ალ-ბაშირს სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.

თამილა ლაფანაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:27

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში „კგბ“-ს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ზეიმი ფერმკრთალდება. „ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ნარკოტიკი აეროპორტი

14 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სტამბოლის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში პოლიციამ 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ TRT Harber იტყობინება. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის ნარკოტიკ „კრატომზე“. ნარკოტიკის მსხვილი პარტია ინდონეზიიდან აშშ-ში გადაჰქონდათ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.

ერეკლე კუხიანიძე

14 დეკემბერი 2019, 12:23

საქართველო

საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს განმარტავს

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

დონალდ ტრამპი

14 დეკემბერი 2019, 12:01

მსოფლიო

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ.

ჯერალდ კოტენი

14 დეკემბერი 2019, 11:51

ეკონომიკა

კანადაში კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ექსჰუმაციას ითხოვენ

გაკოტრებული კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის აქციების მფლობელების ადვოკატები კანადის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის ექსჰუმაციას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი განცხადებით, კოტენი „საეჭვო გარემოებებში“ გარდაიცვალა.