Imedi /  25 ოქტომბერი 2019, 12:54 / სანდო წყარო

ხაზარაძე პარტია „ლელოს“ პრეზენტაციას 12 დეკემბერს გამართავს

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. პრეზენტაცია თიბისის დამფუძნებელმა „თბილისი ცენტრალში“ გამართა და განმარტა, რომ პარტიის ოფისი სწორედ ამ შენობაში განთავსდება. პარტია „ლელოს“ პრეზენტაციას ხაზარაძე 12 დეკემბერს გეგმავს.  

მოძრაობა „ლელოს“  წევრები კი არიან: ლევან ასლანიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, მოქმედი საჯარო მოსამსახურე, მუშაობს თბილისის მერიაში. ანი ბიბილაშვილი - არქიტექტორი; კახა ჯუღელი - ინჟინერი; ნინო შათირიშვილი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი; თამაზ სეფიაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი; ხათუნა ბერიშვილი-ლობჟანიძე - დიასახლისი; კალათბურთის სპორტსკოლის ყოფილი მწვრთნელი; ბექა ყულოშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი; გიორგი მკრტიჩიანი - კომუნიკაციების სპეციალისტი;  დათო მესხი - ბუღალტერი; დავით დარბაიძე - ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი; ნატალია დევდარიანი - უცხო ენების სპეციალისტი; თათია ჯიმშიტაშვილი - სამართალმცოდნე.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი 18 ოქტომბერს წარადგინა.

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო მომდევნო თორმეტი 26 სექტემბერს წარადგინა. კიდევ ერთი 12-კაციანი ჯგუფი 3 ოქტომბერს, შემდეგი წევრები კი 11 ოქტომებრს დაასახელა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

ყველა სიახლე

თაგვების ტანგო

15 დეკემბერი 2019, 00:52

კულტურა

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა წლის საუკეთესო ფოტოები გამოავლინა

კონკურსის გამარჯვებული ოქტომბერში გახდა ცნობილი, ახლა კი ორგანიზატორები ხალხის რჩეულს გამოავლენენ. კურატორებმა 25 ნამუშევარი შეარჩიეს. ხმის მიცემა ყველა მსურველს შეუძლია, კონკურსი 2020 წლის 4 თებერვალს დასრულდება.

ტონი ენ სინგი

14 დეკემბერი 2019, 23:39

ტაბლოიდი

„მის მსოფლიო 2019“ იამაიკის წარმომადგენელი გახდა

„მის მსოფლიო 2019“ 23 წლის ტონი ენ სინგი გახდა.მეორე ადგილი კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა ოფელია მეზინომ დაიკავა, მესამე ზე კი ინდოელი სუმან რაოა გავიდა. საქართველოს კონკურსზე ნინო გოგიჩაიშვილი წარადგენდა. კონკურსის ფინალი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარდა.

ჰეიკო მაასი

14 დეკემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადიცია არ მოუთხოვია

ამის შესახებ ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა. მისი თქმით, კრემლის წარმომადგენლებმა გერმანიის ხელისუფლებას არ შეატყობინებს, რომ ხანგოშვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილია.

მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია

14 დეკემბერი 2019, 22:48

ეკონომიკა

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია ₾7,5 მილიონად გაიყიდა

სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად ₾7,5 მილიონად გაიყიდა. რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ავსტრიაში

14 დეკემბერი 2019, 22:27

კულტურა

გია ყანჩელის ხსოვნას ვენის ეკლესიაში საშობაო კონცერტი მიუძღვნეს

კონცერტში მონაწილეობა ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა მიიღეს: პიანისტმა ქეთევან სეფაშვილმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა გიორგი კაჩინსკიმ, ფლეიტისტმა თემურ ხარშილაძემ და სოპრანო მადინა კარბელიმ. საღამოს ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სარდინების“ დემონსტრაცია

14 დეკემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

რომში მოძრაობა „სარდინების“ უმსხვილესი აქცია გაიმართა

ეს პარტია „ლიგას“ და მისი ლიდერის, იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის საწინააღმდეგოდ შექმნილი მოძრაობის ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 000 ადამიანი დაესწრო. „სარდინები“ ასევე მაფიას, კლიმატის ცვლილებას და იტალიაში სიღარიბეს აპროტესტებენ.

კიევი ეკლესია

14 დეკემბერი 2019, 21:33

მსოფლიო

მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტეს. ინფორმაცია Facebook-ზე გამოქვეყნდა.

COP 25 სამიტი

14 დეკემბერი 2019, 21:07

მსოფლიო

გაეროს კლიმატურ სამიტზე საბოლოო დეკლარაციაზე ვერ თანხმდებიან

ოგორც მოლაპარაკებებში მონაწილე მეცნიერები აღნიშნავენ, პარიზის შეთანხმების ახალი ვერსია სრულიად მიუღებელია. „თუ მსოფლიო ლიდერები მომავალი წლის სამიტამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ამბიციებს არ გაზრდიან, პარიზის შეთანხმების პირობების შესრულება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

იუპიტერი

14 დეკემბერი 2019, 20:47

ტექნოლოგიები

NASA-ს ზონდმა იუპიტერზე მძლავრი ქარიშხალი დააფიქსირა

იუპიტერის ზედაპირზე მორიგი გადაფრენისას NASA-ს ზონდმა Juno-მ პლანეტაზე ძლიერი ქარიშხლის ფორმირება დააფიქსირა. ინფორმაციას ორგანიზაციის ლაბორატორიის პრესსამსახური ავრცელებს. ახალი აღმოჩენა იმით არის უნიკალური, რომ ქარიშხალს 5 კუთხე აქვს და საათში 360 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება.

დათვი

14 დეკემბერი 2019, 20:21

ძალოვნები

ჭიათურაში მოხეტიალე ცირკს უკანონოდ დატყვევებული დათვი ჩამოართვეს

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიგზავნება. ცხოველი კი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე იცხოვრობეს.

ბუზი ცეცე

14 დეკემბერი 2019, 19:57

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ბუზი „ცეცესთვის“ ახალი სატყუარა შექმნეს

ბრიტანელმა და აფრიკელმა ბიოლოგებმა შეისწავლეს ბუზი „ცეცეს“ თვალი და გაარკვიეს, რომ მეწამული ფერის სატყუარა „ძილის დაავადების“ გადამტანებს ყველაზე მეტად იზიდავთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი სატყუარა აფრიკაში „ძილის დაავადების“ გავრცელების მოცულობას შეამცირებს.

კლინტ ისტვუდი

14 დეკემბერი 2019, 19:33

კულტურა

ამერიკული გაზეთი კლინტ ისტვუდს ცილისწამებაში ადანაშაულებს

საქმე ისტვუდის ფილმს „რიჩარდ ჯუელის საქმე“ ეხება, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ამ გამოცემის ჟურნალისტი კეტი სკრაგსია. დრამა 1996 ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ტერაქტს ეხება. პოლიციამ დამნაშავე ერიკ რუდოლფი მხოლოდ 7 წლის შემდეგ დააკავა, მანამდე კი მომხდარში პარკის დარაჯ რიჩარდ ჯუელს ადანაშაულებდნენ.

ინსულტი

14 დეკემბერი 2019, 19:11

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის სენსორული დანადგარი შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი სენსორული დანადგარი, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარებათ. ცდებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა. დანადგარი იმით არის უნიკალური, რომ ექიმს პაციენტის დატვირთვის რეგულირება შეუძლია.

ჩილი დემონსტრაცია

14 დეკემბერი 2019, 18:50

მსოფლიო

გაერო: ჩილეს პოლიციამ დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებები დაარღვია

ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა. ამ დროისთვის არეულობების შედეგად დაიღუპა 26 და დაშავდა ასობით ადამიანი.

კიბერშეტევა

14 დეკემბერი 2019, 18:31

მსოფლიო

ახალ ორლეანში კიბერშეტევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადადა

აშშ-ში ახალი ორლანის მერმა ლატოია კანტრელმა ქალაქში საგაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი მასობრივი კიბერშეტევა გახდა. ინფორმაცია მერიის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. The New York Times-ის ცნობით, მსგავსი კიბერშეტევის სამიზნე 2020 წელს აშშ-ის 40 ქალაქი გახდა.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 18:08

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

დავით ზალკალიანი

14 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ზალკალიანი: ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულია მინისტერიალის ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა. ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას.

ბიძინა ივანიშვილი

14 დეკემბერი 2019, 17:48

საქართველო

ივანიშვილი: აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

„აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამას ჩვენი ისტორია ადასტურებს“, - ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. გიორგი გახარიას თქმით, არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროპასთან როგორც დღეს.

კახა კალაძე

14 დეკემბერი 2019, 17:13

საქართველო

კალაძე: დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია

„რა არის ჩვენთვის ევროპა?! პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!“ - ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე გააკეთა.