Imedi /  27 ოქტომბერი 2019, 16:10 / სანდო წყარო

უგულავა მეუფე იაკობს საპარლამენტო ფორმატში საუბარს სთავაზობს

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

„ჩვენი სურვილია, მეუფე იაკობი მოვიწვიოთ პარლამენტში და მან საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც თვლის საჭიროდ იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბურუსით მოცულ ისტორიას“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებებზე კომენტირებისას. 

ყოველმხრივად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ბრალდებები გაისმა, პროკურატურა კანონით არის მოვალე, საჯარო სივრცეში გაჟღერებულ კანონდარღვევაზე, რომელშიც საუბარია მკვლელობაზე თუ მოწამვლაზე, დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებას გასცეს პასუხი. უფრო მეტიც, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული. ამიტომ, თუ პროკურატურა არ გაინძრევა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი და ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

სულ მცირე, სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა იმიტომ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან არის დაშორებული. პატრიარქის გადაყენების მცდელობა პირდაპირ შეიძლება, გახდეს საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი და საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი გაიგოს რაზეა საუბარი.

„ჩვენ გუშინვე ვხედავდით, რომ სახელისუფლებო ბოტები და ხელისუფლება ცდილობდა, აქცენტი გაეკეთებინათ იმაზე, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რაც ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა. სასწორზე დევს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შემიძლია ამაზე ბიბლიიდან ამბავი მოგიყვეთ, როდესაც თავის დროზე ნოეც დათვრა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ მას კიდობანი გაეკეთებინა და კაცობრიობა გადაერჩინა, ამიტომ მეუფეს მინდა ვთხოვო, მობრძანდით პარლამენტში, ჩვენ ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ გიმასპინძლებთ, მოგცემთ ტრიბუნას და გთხოვთ, მოყევით ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მისი თქმით, „ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე“. მისივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად შედგა ეს შეხვედრა.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

20 ნოემბერი 2019, 11:14

საქართველო

ზალკალიანი: ჟენევის თანათავმჯდომარეებს ვთხოვე ექიმის გასათავისუფლებლად ყველა საშუალება გამოიყენონ

დავით ზალკალიანის განცხადებით, მან გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკაბების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მათ სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ გამოიყენონ ყველა საშუალება გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით.

იერიში დამასკო

20 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა იერიში ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რაც პასუხი იყო წინა დღეს ისრაელის მიმათულებით გაშვებულ რაკეტებზე. სირიის საჰაერო ძალებმა ისრაელის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია

ავსტრალია

20 ნოემბერი 2019, 10:41

მსოფლიო

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო განგაშის დონე „კატასტროფულია“

გასულ თვეს დაწყებული მასობრივი ხანძრების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლენდში ხანძარმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა და კიდევ უფრო გაამწვავა დიალოგი კლიმატური ცვლილებების შესახებ.

ნადირობა

20 ნოემბერი 2019, 10:31

მსოფლიო

საფრანგეთში ნადირობის დროს ძაღლებმა ორსული ქალი მოკლეს

გამოძიების ცნობით, ქალის ცხედარს ზედა და ქვედა კიდურებზე, ასევე სახეზე ძაღლის რამდენიმე ნაკბენი აქვს. ჯამში 93 ძაღლს ჩაუტარდა ტესტირება, რათა დადგინდეს, რომელმა მათგანმა მოკლა ის, მათ შორის ნიმუშები აიღეს ქალის ხუთივე ძაღლისგან.

ტუტანხამონი

20 ნოემბერი 2019, 10:14

ტექნოლოგიები

ტუტანხამონის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დასახელდა

ფარაონ ტუტანხამონის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა, სისხლში ინფექციის შეჭრა გამხდარიყო. ამის შესახებ ეგვიპტელმა არქეოლოგმა, ზაჰი ჰავასმა განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფარაონს ინფექცია ფეხის მოტეხვის შემდეგ განუვითარდა და სავარაუდოდ 2 დღეში გარდაიცვალა.

20 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

აშშ-ში ბავშვებმა დამალობანას თამაშისას კაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მათ გარდაცვლილის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა მაშინვე ვერ შეძლეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ავღანეთი ავიაკატასტროფა

20 ნოემბერი 2019, 09:46

მსოფლიო

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ამერიკული ვეტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. ინციდენტს 2 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ დრომდე უცნობია ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც.

აქცია პარლამენტთან

20 ნოემბერი 2019, 09:31

საქართველო

პარლამენტთან მიტინგი დღეს არ გაიმართება

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.

ტომას გრემინგერი

20 ნოემბერი 2019, 09:21

საქართველო

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. „იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“,- წერს ტომას გრემინგერი.

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 09:04

სპორტი

„ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო განიხილება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.