imedi /  28 ოქტომბერი 2019, 11:24 / სანდო წყარო

საპატრიარქო: საზოგადოება საპატრიარქოსგან მოკლე ვადებში რეაგირებას არ უნდა ელოდოს

მეუფე იაკობი

ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოებამ ცოტა უნდა მოითმინოს და საპატრიარქოსგან მოკლე ვადებში რეაგირებას არ უნდა ელოდოს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების კომენტირებისას თქვა. 

მამა ანდრიას თქმით, სრულიად მოულოდნელი ვითარება შეიქმნა, რომელსაც მსჯელობა და განხილვა სჭირდება. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სინდომა უნდა იმსჯელოს.

უნდა დაინტერესდეს თუ არა მეუფე იაკობის განცხადებით გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასეთ მითითებებს ეკლესია არ გასცემს. ამასთან, მამა ანდრია ამბობს, რომ მეუფე იაკობისგან აქამდე მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მოსმენილი არ ჰქონია. 

მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ „ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ.

მეუფე იაკობის თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა. განცხადებას გამოეხმაურა გიორგი გახარია. ინტერვიუ ასევე შეაფასეს პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა და თეოლოგებმა.

ყველა სიახლე

სამხრეთ კორეა წვრთნები

18 ნოემბერი 2019, 00:57

მსოფლიო

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

წვრთნები, რომლებიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. ფხენიანში ამ მანევრებს ყოველთვის აკრიტიკებენ.

ვენეცია

18 ნოემბერი 2019, 00:52

მსოფლიო

ვენეცია ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაიტბორა

ბოლო კვირაა ვენეცია წყალდიდობას და მის შედეგებს ებრძვის და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა, რაც კი ქალაქში მომხდარა. სპეციალისტების განცხადებით, კვირა დღს, ვენეციაში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია, შედეგად კი ქალაქის 70% დაიტბორა.

აშშ ევროკავშირი

18 ნოემბერი 2019, 00:29

საქართველო

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დიალოგს მხარეებს შორის

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, სამომავლო გზის საპოვნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

18 ნოემბერი 2019, 00:21

საქართველო

ლომჯარია: როცა ოპოზიციას არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არც ისინი შეგიშვებენ

სახალხო დამცველის თქმით, პარლამენტის შენობის პიკეტირება, "რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს".

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 00:11

ძალოვნები

წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ. ვიდეო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.

გია ვოლსკი

17 ნოემბერი 2019, 23:56

საქართველო

ვოლსკი სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ საქმეების და პროექტების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუმ“ გააკეთა, მმართველი გუნდის გამარჯვებას არცერთი საარჩევნო სისტემის პირობაში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ „ოცნებამ“ რაღაც კვლევა ჩაატარა, არასერიოზულია.

გიგა ბოკერია

17 ნოემბერი 2019, 23:55

საქართველო

გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან დიალოგის პირობა დაასახელა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიძლება იყოს ის მთავრობა, რომელიც გადადგება და მოვალეობას შეასრულებს ან მთავრობა, რომელიც უბრალოდ არჩევნებს ჩაატარებს.

17 ნოემბერი 2019, 23:30

ძალოვნები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 23:27

საქართველო

ინაშვილი: ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში

„როდესაც უსამართლობა ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოში, აჯანყების უფლებაც აქვს მოქალაქეთა ჯგუფს. მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლა თუ იქნება, არსებობენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მათაც კანონის ფარგლებში მოუწევთ ამ ყველაფრის აღკვეთა“, - განაცხადა ინაშვილმა.

სპილო

17 ნოემბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ინდოეთში სპილო სახელად ბინ ლადენი ტყვეობაში ყოფნის მე-6 დღეს მოკვდა

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადამიანებს დაესხა თავს, რის შემდეგაც სპილო დაიჭირეს და "ორანჯის" ეროვნულ პარკში ჰყავდათ. სწორედ იქ მოკვდა ცხოველი. შტატის ხელისუფლებამ ეროვნულ პარკში სპეციალისტები გაგზავნა, რომლებიც სპილოს სიკვდილის რეალურ მიზეზებს დაადგენენ.

ლაშა ტალახაძე

17 ნოემბერი 2019, 22:55

სპორტი

ლაშა ტალახაძემ თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. თურქეთში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის გათამაშებაში ტალახაძემ ატაცში 208, აკვრაში-242, ხოლო ორჭიდის ჯამში 450 კილოგრამი დააფიქსირა და საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:41

საქართველო

პარლამენტის შესასვლელები ტომრებით არის ჩაკეტილი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს. როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ეს არ არის "ბარიკადი", არამედ "კალაძის ნაგავია". ოპოზიციის თქმით, სამშენებლო ნარჩები პარლამენტთან იყო.

will.i.am

17 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკოსი will.i.am-ი ბორტგამცილებელს რასიზმში ადანაშაულებს

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრალიაში, ბრისბეინი-სიდენის რეისზე მოხდა. მუსიკოსმა ვერ გაიგონა, რომ ეკიპაჟმა მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა სთხოვა და ლეპტოპის გამოყენება გააგრძელა, რამაც ბორტგამცილებლის აგრესია გამოიწვია.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:08

საქართველო

ბაქრაძეს აქციის მონაწილეების რაოდენობაზე ოფიციალურმა ცნობამ, თავისი ხელისუფლება გაახსენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ შსს-ს მიერ დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გავრცელებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ როგორც ჩანს სუსში იგივე ადამიანები ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს ითვლიდა.

ბორის ჯონსონი რუსეთი

17 ნოემბერი 2019, 21:59

მსოფლიო

The Guardian: ბორის ჯონსონი სკრიპალების მოწამვლიდან მალევე KGB-ს აგენტს შეხვდა

2018 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რუს ბიზნესმენს, ალექსანდრ ლებედევს შეხვდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს KGB-ს აგენტი იყო. შეხვედრა სკრიპალების მოწამვლიდან მალევე მოხდა.

ვაჟა სირაძე

17 ნოემბერი 2019, 21:38

ძალოვნები

პოლიცია: თბილისში აქციებში 7 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 21:23

საქართველო

ოპოზიცია პარლამენტის შესასვლელს ქვიშის ტომრებით ბლოკავს

ოპოზიციამ პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები მიიტანეს. ამ ტომრებით ისინი შესასვლელის დაბლოკვას გეგმავენ, რათა დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმყოფებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

17 ნოემბერი 2019, 21:20

საქართველო

NYT: საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

სტატიაში წერია, რომ საქართველო მოითხოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ოსმა სეპარატისტებმა დააკავეს. სტატიაში ასევე წერია, რომ გაფრინდაშვილს ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 21:05

საქართველო

გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოხდა. გიგი უგულავას თქმით, ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ ის მანქანა გააჩერეს, რომელშიც შეშა და აქციის მონაწილეთათვის საჭირო ნივთებია. თუმცა ასევე ითქვა, რომ ტომრებში შესაძლოა ქვიშა იყოს.

დონალდ ტრამპი

17 ნოემბერი 2019, 20:57

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამოესარჩლა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა. „შეიძლება ჯო ბაიდენი მძინარა და ნელია, მაგრამ „ცოფიანი ძაღლი არ არის“. ამაზე უკეთესია“, - დაწერა ტრამპმა. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკა.