imedi /  28 ოქტომბერი 2019, 11:32 / სანდო წყარო

ბაჩო ახალაია „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნებას არ აპირებს

ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა პარტიის მხარდამჭერად და ამომრჩევლად დარჩება. ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

„ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება - „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის“. სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში „ამისთვის არ ვზივარ“. ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და დასძინა, რომ პარტიას დღეს მასზე ბევრად უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული პოლიტიკოსები ჰყავს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ დღეს თავის გამოწვევად „ქართული ოცნების“ ციხეს მიიჩნევს:

„თავის დროზე ჩემი მხრიდან სასამართლოს წინაშე წარდგომა იმ პირობებშიც კი, როცა გამართლების უფლება ჩამორთმეული აღმომაჩნდა, ერთადერთი რამით იყო განპირობებული - ოდესღაც, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, თუნდაც, ასეთი მახინჯი ფორმით მეპასუხა საკუთარი ვალდებულებებისთვის ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მითუმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად, სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში ის გაამართლეს, ერთში კი დამნაშავედ ცნეს;

ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

2014 წლის ჯერ იანვარში და შემდეგ ივლისში პოკურატურამ მას დამატებით რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის და კიდევ რამდენიმე სამხედროს წამების საქმეზე

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა. 14 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ძალაში დატოვა.

ყველა სიახლე

ტურისტები

23 ნოემბერი 2019, 00:31

მსოფლიო

2020 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დასახელდა

საერთაშორისო კომპანიამ SOS, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, ტურისტებისთვის 2020 წელს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა. რეიტინგში საქართველოც მოხვდა. SOS-ის სპეციალისტებმა ის დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაში მოათავსეს.

ლატარია

23 ნოემბერი 2019, 00:18

ტაბლოიდი

ამერიკელმა ლატარიაში 26 წლის წინ გამოყენებული ციფრები გაიმეორა და $50 000 მოიგო

1993 წელს მერილენდის შტატში მცხოვრებმა Bonus Match-ის ლატარიაში 5 500 დოლარი მოიგო. მას შემდეგ ის ბილეთს 2 კვირაში ერთხელ ყიდულობდა. 9 ნოებერს ქალმა ბედი კიდევ ერთხელ სცადა, იმავე ფირმის ბილეთი იყიდა და ის ციფრები აირჩია, რაც 26 წლის წინ და ამჯერად 50 000 დოლარი მოიგო.

ოზი ოსბორნი

23 ნოემბერი 2019, 00:11

კულტურა

ოზი ოსბორნმა ახალი სიმღერა წარადგინა

ბრიტანელმა როკ-მუსიკოსმა ოზი ოსბორნმა ახალი ალბომიდან სიმღერა წარადგინა. კომპოზიცია „Straight To Hell“-ის ჩაწერაში მონაწილეობა ჯგუფ Guns N’ Roses-ის გიტარისტმა სლეშმა მიიღო. სიმღერა ოსბორნის ახალ ალბომში „Ordinary Man“ შევა, რომელიც 2020 წელს გამოვა.

მერაბ ნინიძე

22 ნოემბერი 2019, 23:56

კულტურა

მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში გადაიღეს

„თრედსტოუნი“ არის სპინოფი და მოვლენები სპეციალური აგენტის ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სერიალის სიუჟეტის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა „თრედსტოუნის“ მიზანი აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 ნოემბერი 2019, 23:40

მსოფლიო

ნეთანიაჰუს ბრალდებების გამო ისრაელში წელს შესაძლოა მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

ნეთანიჰუს შეუძლია ნებაყოფლობით ისევე თქვას უარი საპარლამენტო იმუნიტეტზე, როგორც ეს მანამდე ქნესეთის იმ წევრებმა გააკეთეს, რომლებსაც სხვადასხვა ბრალდებები წაუყენეს, მაგრამ შეუძლია ეს არც გააკეთოს. მაშინ უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს, მოუხსნიან თუ არა მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტს.

ვიკინგები მონეტები

22 ნოემბერი 2019, 23:35

მსოფლიო

ბრიტანეთში 4 კაცი ვიკინგების განძის მითვისებისთვის გაასამართლეს

4 წლის წინ ორმა მოყვარულმა არქეოლობმა ჰერეფორდშირის საგრაფოს ერთ-ერთ მინდორზე ჩამარხული ანგლო-საქსონური პერიოდის 300 მონეტა აღმოაჩინეს. მათ მთავრობას აღმოჩენის შესახებ არაფერი უთხრეს და განძი გადამყიდველებს მიჰყიდეს.

ერთა ლიგა

22 ნოემბერი 2019, 23:23

სპორტი

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში ფინალი საქართველოში გაიმართება

22 ნოემბერს ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართაწილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ბელარუსიის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 31 მარტს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

კრიშტიანუ რონალდუ

22 ნოემბერი 2019, 23:07

სპორტი

მაურიციო სარიმ რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ამის შესახებ იტალიური კლუბის Twitter-ის გვერდზე წერია. იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის განაცხადის მიღმა მხოლოდ ორჯერ აღმოჩნდა.

მოჰამად ჯავად აზარი-ჯარომი

22 ნოემბერი 2019, 23:03

მსოფლიო

ვაშინგტონმა ირანის ინფორმაციის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრმა უშუალო მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში მასშტაბური ინტერნეტ-ცენზურის დაწესებაში, ამიტომ ვაშინგტონმა მისი აშშ-ში არსებული აქტივები გაყინა, თავის მოქალაქეებს კი მინისტრთან გარიგებების გაფორმება აუკრძალა.

22 ნოემბერი 2019, 23:00

თემა

ექიმმა ფსორიაზის დიაგნოზი დამისვა. რა ვქნა?

საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ფსორიაზი კანის დაავადებაა, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ფსორიაზი არის ანთებითი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც კანს მისი უჯრედების სიცოცხლის ციკლის დაჩქარებით აზიანებს. ამ დროს ავადმყოფობსარა თავად კანი, არამედ ადამიანის იმუნური სისტემა.

ჟან-კლოდ ვანდამი

22 ნოემბერი 2019, 22:31

ტაბლოიდი

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ჟან-კლოდ ვანდამს ძეგლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ცნობილ მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის ავტორი შაკირ ემინბეილია, მისი იდეა კი მოქანდაკე აზად ალიევმა განახორციელა. მსახიობის ოფიციალურ გვერდზე ქანდაკების ფოტო გამოქვეყნდა, ვანდამმა მის შექმნელებს მადლობა გადაუხდა.

ჩაგოსის არქიპელაგი

22 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ჩაგოსის კუნძულების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო ბრიტანეთს კოლონიალიზმში ადანაშაულებენ

ჩაგოსი უკანასკნელი ტერიტორიაა აფრიკაში, რომელსაც ბრიტანეთი აკონტროლებს. ბრიტანელები არქიპელაგს 1814 წლიდან მართავენ. მავრიკიში ამტკიცებენ, რომ 1968 წელს არქიპელაგზე უარის თქმა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ მოუწიათ.

ჯეფრი ეპშტეინი

22 ნოემბერი 2019, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის გენპროკურორი ჯეფრი ეპშტეინის სიკვდილს შეცდომების სერიას აბრალებს

ამის შესხებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. „მესმის იმ ადამიანების, ვინც ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინა, რადგნ ეს შეცდომების იდეალური შტორმი იყო“, - განაცხადა ბარმა. მილიარდერმა თავი 10 აგვისტოს მოიკლა.

დაკავებულები

22 ნოემბერი 2019, 21:59

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 3 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვიკინგები

22 ნოემბერი 2019, 21:47

კულტურა

ნორვეგიაში ვიკინგების კიდევ ერთი ხომალდი იპოვეს

„ამ აღმოჩენას შესაძლოა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ნორვეგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრმა ულა ულვესტუენმა. არქეოლოგების თქმით, ჯერ ადრეა გემის ზუსტ ასაკზე საუბარი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის 1000 წელს მეტი ხნისაა.

NGC 6240

22 ნოემბერი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა, მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.

ერაყი

22 ნოემბერი 2019, 21:06

მსოფლიო

ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

Amnesty International

22 ნოემბერი 2019, 20:56

საქართველო

Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, მის გატაცებას თვითნებური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმმა მას კომპენსაცია უნდა დაუნიშნოს. Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 20:40

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

რომის პაპი ფრანცისკე

22 ნოემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

რომის პაპის აზრით ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ახალგაზრდებს უნიკალურობას ართმევს

82 წლის ფრანცისკემ ასეთი განცხადება ტაილანდში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ახალგაზრდებს წინაპრების მიერ შემონახული კულტურული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ ღირებულებებზე უარს საერთო, გლობალური მოდელის გამო უარს ამბობენ, რასაც სოციალური ქსელების განვითარება უწყობს ხელს.