imedi /  31 ოქტომბერი 2019, 12:14 / სანდო წყარო

მეუფე პეტრე: მეუფე იაკობს ვენდობი, თუმცა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს შექმნის მომხრეა. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საკითხი კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს.

მან კომენტარი გააკეთა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამ საკითხს მხარს უჭერს ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონიც. "გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს", - განაცხადა მან.

რაც შეეხება სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ სამღვდელოება "სიტუაციაში გასარკვევად" არის საპატრიარქოში მისული. 

"იქნება კითხვები, პასუხები და ვიმსჯელებთ. არც იმის საფუძველი მაქვს ვენდო [მეუფე იაკობს] და არც იმის, რომ არ ვენდო. მჭირდება მტკიცებულებები", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მეუფე იაკობის საკითხზე კომენტარი გააკეთა მეუფე საბამაც. „მე მღვდელმთავარს ვენდობი. ვერ ვიტყვი, რომ ცრუობს, მაგრამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები“, - განაცხადა მან.

სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. საპატრიარქოს წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. 

8 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. მანამდე, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ყველა სიახლე

დისნეი

12 ნოემბერი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

Disney+-მა მაუწყებლობა ხარვეზებით დაიწყო

სტრიმინგ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 7500-მდე საჩივარი მიიღო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გადიან ავტორიზაციას, ასევე შეფერხებებია მაუწყებლობაშიც. სირთულეები ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მომხმარებლებს აქვთ.

საბერძნეთი თურქეთი საზღვარი

12 ნოემბერი 2019, 17:45

მსოფლიო

თურქეთის მიერ დეპორტირებული ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთმა საზღვარზე არ გაატარა

ბერძნული მხარის ცნობით, კაცმა აშშ-ში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და საბერძნეთში დარჩენა მოითხოვა. დეპორტირებულმა ღამე ორ საზღვარს შორის გაატარა. ანკარამ ISIS-ის წევრობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაცია 11 ნოემბერს დაიწყო.

ვანო ზარდიაშვილი

12 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზარდიაშვილს პარლამენტში თემურ გოცირიძე შეცვლის.

ალექსანდრ ლუკაშენკო

12 ნოემბერი 2019, 17:31

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯის გაუქმების პირობა დაასახელა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაუქმდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო ავსტრიელი კოლეგის ალექსანდერ ვან დერ ბელენის განცხადებას იმის შესახებ, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმების გარეშე ბელარუსი ევროპის საბჭოს წევრი ვერ გახდება.

ემზარ კვიციანი

12 ნოემბერი 2019, 17:24

ძალოვნები

ემზარ კვიციანის თქმით დაკარგულია მისი ძმისშვილი, რომელიც თბილისის ზღვაზე მოკლული კაცის მეგობარია

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა კაცის ცხედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ინფორმაციით, მოკლული კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თბილისის ზღვაზე მოკლული კაცი ბოლოს სწორედ მისმა ძმისშვილმა ნახა. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ არაფერი იცის და მის ძმიშვილს, ბექა კვიციანს ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს.

Impossible Whopper

12 ნოემბერი 2019, 17:21

ეკონომიკა

Burger King-ი აშშ-ის შემდეგ ხელოვნური ხორცის ბურგერების ევროპაში გაყიდვას იწყებს

ევროპაში სწრაფი კვების ობიექტებში მცენარეული ხორცისგან დამზადებული რამდენიმე სახეობის ბურგერი გაიყიდება. რესტორნების ქსელის განცხადებით, მცენარეული ხორცი იზიდავს იმ მყიდველს, ვისაც ხორცის მოხმარების შემცირება ჯანმრთელობისა და გარემოზე ზრუნვის მოტივით სურს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

12 ნოემბერი 2019, 17:19

მსოფლიო

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობას კვლავ დაუჭირა მხარი

ამასთან, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და ქვეყნის მთავრობამ დეპუტატები გააფრთხილებს, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ადგილობრივმა პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო.

საახალწლო განათება

12 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

გერმანია პოლიცია

12 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ISIS-ის 3 წევრი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი მაკედონური წარმოშობის გერმანიის 24 წლის მოქალაქეა, მისი თანამზრახველები კი თურქეთის მოქალაქეები არიან.

მოლდოვა

12 ნოემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

მოლდოვის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. პრემიერმინისტრ მაია სანდუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 101 დეპუტატიდან 63-მა დაუჭირა. სხდომის პარალელურად პარლამენტის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა სანდუსთვის მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.

ფილიპე VI 

12 ნოემბერი 2019, 16:51

მსოფლიო

ისტორიაში პირველად ესპანეთის მეფე ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია

ვიზიტი ჰავანის დაარსების 500 წლისთავს ეძღვნება, ესპანეთის მეფე და დეფოფალი კი კუბის დედაქალაქში 14 ნოემბრამდე დარჩებიან. ფილიპე VI ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ფილიპე VI-ს მამა, ხუან კარლოსი კუბას ორჯერ ეწვია, თუმცა მისი არც ერთი ვიზიტი ოფიციალური არ ყოფილა.

კატა

12 ნოემბერი 2019, 16:49

ტაბლოიდი

ტეხასელი რევოლუციონერი კატა მეგობრებს თავშესაფრიდან ათავისუფლებდა 🐈

"რევოლუციონერი" კატა, სახელად ქვილთი, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების, ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

აჭარის ტელევიზია

12 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 15:59

საქართველო

კოდისწყაროდან გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,

კალათბურთი

12 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

თბილისი კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

ტურნირში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწიელეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.

ნურსულთან ნაზარბაევი

12 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

ნაზარბაევი შეხვედრის ყაზახეთში გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უკვე თანახმაა. „რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე შევატყობინე. ვნახოთ, თუ დათანხმდება“, - განაცხადა ნაზარბაევმა.