Imedi /  31 ოქტომბერი 2019, 15:15 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის გადაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს

შეწყალება

შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავჯდომარე, ვიცეპრემიერ თეა წულუკიანთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს წარუდგინეს თავისი პოზიცია და მოსაზრებები, თუ რა პრინციპების გათვალისწინება იქნება მნიშვნელოვანი შეწყალების გადაწყვეტილებების მიღებისას მომავალში.

„საჭიროა გათვალისწინებული იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; სოციალური რისკი; არის თუ არა დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ; ქალის წინააღმდეგ; ან მოწყვლადი ჯგუფების მიმართ; ჩადენილია თუ არა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით; გათვალისწინებული იყოს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეუთავსებელია სასჯელის მიზნებთან; სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირების შეწყალება; არ უნდა მოხდეს პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფაში მსჯავრდებულის შეწყალება; შეწყალება სასურველია იყოს საგამონაკლისო წესით გამოყენებული“- წერს თალაკვაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიური იყო. „პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში განახლებულ ბრძანებულებას გამოსცემს, რომელშიც ჩვენი პოზიცია იქნება გათვალისწინებული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს კონსულტაციისთვის ამ საკითხზე. ჩვენ ვიმუშავეთ და ჩვენი პოზიცია წარვუდგინეთ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალების წესის შესახებ“ ბრძანებულების პროექტი შემუშავდა. პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

ყველა სიახლე

მელანი კოულმენი

13 ნოემბერი 2019, 11:59

სპორტი

ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს დაიღუპა

ცნობილი ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მელანი კოულმენი ტრაგიკულად დაიღუპა. სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი, ოლიმპიური ათლეტების მოსამზადებელი შეკრების დროს, სპორტულ ტანვარჯიშში ორძელზე ასრულებდა ვარჯიშს და ნახტომის შესრულებისას ზურგის სერიოზული დაზიანება მიიღო.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 11:56

საქართველო

ოპოზიციის აზრით თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა არ გადავა „ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში”. ასე გამოეხმაურა ბაქრაძე მმართველი გუნდის ოფისში გამართულ შეხვედრას.

რონალდინიო

13 ნოემბერი 2019, 11:47

სპორტი

რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. როგორც ის წერს, მალე მისი გულშემატკივრები ახალ ამბავს შეიტყობენ. „მე სახლში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს ასეთი სიყვარულისა და დაფასებისთვის. აქ ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიაა.

ლუკაშენკო

13 ნოემბერი 2019, 11:44

მსოფლიო

ლუკაშენკო ვენაში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი ავსტრიას ეწვია. 2016 წლის შემდეგ ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში. ლუკაშენკო უკვე შეხვდა თავის ავსტრიელ კოლეგას ალექსანდრ ვან დერ ბელენს და ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს. როგორც ბელარუსის პირველმა პირმა განაცხადა, მას ვროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 11:42

ძალოვნები

გურჯაანში საპატრულო პოლიციის ექსპრესფილიალები ამოქმედდა

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა.

ქართველი ექიმები

13 ნოემბერი 2019, 11:40

საქართველო

6 ექიმს პროფესიული საქმიანობა სამუდამოდ შეუწყდა

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სპეციალისტებმა 4 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი დაწესებულება შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დაიწერა 117 სამართალდარღვევის ოქმი.

ნინა დობრევი

13 ნოემბერი 2019, 11:37

ტაბლოიდი

მსახიობი ნინა დობრევი საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილი მსახიობი ნინა დობრევი, ალერგიული ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა. გამოცემა People-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობა ნინას მეგობარმა სოციალურ ქსელში ფოტოების საშუალებით გაავრცელა. სურათებში მსახიობი ძალიან ცუდად გამოიყურება, ჟანგბადის ნიღაბი უკეთია და ქუთუთოები აქვს შეშუპებული, რამაც მისი გულშემატკივრების შეშფოთება გამოიწვია.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 11:37

საქართველო

კრისტიან ურსე: ევროპის საბჭო იმედოვნებს რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავა

საქართველოს საარჩევნო სისტემის პროპორციულ მოდელზე გადასვლას იმედოვნებს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიც. თემაზე კითხვის საპასუხოდ კრისტიან ურსე აცხადებს, რომ თავის დროზე გაჟღერებული ინიციატივა, ევროსაბჭოში მოიწონეს.

მამუკა მდინარაძე

13 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

მამუკა მდინარაძე: უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ სისტემას უჭერს მხარს. მისი თქმით, სწორი იყო პარტიის თავმჯდომარის და უმრავლესობის გადაწყვეტილებაც იმაზე, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

რიკოთის გვირაბი

13 ნოემბერი 2019, 11:17

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 11:06

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა უმრავლესობა საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნა.

მიხეილ ჩხენკელი

13 ნოემბერი 2019, 11:00

საქართველო

განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 10:38

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: პოლიტიკური სპექტრი პროპორციულზე გადასასვლელად მზად არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების” ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხვდებიან ერთმანეთს. 12 ნოემბერს პარლამენტში სხდომის დროს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას არ ეთანხმება.

ქართული ოცნება

13 ნოემბერი 2019, 10:34

საქართველო

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარია

13 ნოემბერი 2019, 10:26

ძალოვნები

შსს-მ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დიდთოვლობა

13 ნოემბერი 2019, 10:17

მსოფლიო

აშშ-ის ზოგიერთ რაიონში არქტიკულ სიცივეს მსხვერპლი მოჰყვა

ტემპერატურა ძლიერ დაეცა კანზასში, მიჩიგანსა და ილინოისში. ცუდი ამინდის გამო საგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი ავიარეისი კი გაუქმდა. ზოგიერ რაიონში დაიკეტა სკოლები და სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა.

ალექსანდრე ბერდიშევი

13 ნოემბერი 2019, 10:03

კულტურა

გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. „პერიმეტრი“ ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ რამდენიმე სერიას აერთიანებს. გეომეტრია ალექსანდრე ბერდიშევის ახალი ნამუშევრების მთავარი ხაზია

ქაბული აფეთქება

13 ნოემბერი 2019, 09:50

მსოფლიო

ავღანეთის შსს-ს შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წინასწარი ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი, კიდევ 7 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქება ადგილობრივი დროით, დილის 07:30-ზე მოხდა, როდესაც ქუჩაში ცოტა ხალხი იყო.

Facebook Pay

13 ნოემბერი 2019, 09:34

ტექნოლოგიები

Facebook-მა გადახდის სისტემა Facebook Pay წარადგინა

კომპანია Facebook-მა Facebook Pay წარადგინა: ეს არის ერთიანი ონლაინ-გადახდის სისტემა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, Messenger-სა და WhatsApp-ისთვის. Facebook-ში აღნიშნავენ, რომ გადახდის ახალი სისტემა კრიპტოვალუტა Libra-სა და ონლაინ-საფულე Calibra-ს არ უკავშირდება.

ჟანინ ანიესი

13 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ბოლივიელმა სენატორმა თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა

ბოლივიელმა ოპიზიციონერმა სენატორმა ჟანინ ანიესმა ევო მორალესის გადადგომის შემდეგ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მორალესის პარტიის დეპუტატებმა სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც ანიესის დასანიშნად კვორუმი არ შედგა.