Imedi /  31 ოქტომბერი 2019, 20:10 / სანდო წყარო

ილია მეორე: საზოგადოებას სარწმუნოების და ეკლესიის მიმართ დაბრკოლების საბაბი არ უნდა მივცეთ

ილია მეორე

ილია მეორე

,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ“, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სინოდის სხდომაზე, რომლის ოქმიც საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსდა.  

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის  საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა“, - თქვა პატრიარქმა. 

დღეს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა

სინოდის სხდომა საერო ხელისუფლებამაც შეაფასა

ყველა სიახლე

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 09:04

სპორტი

„ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო განიხილება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

ტრამპის იმპიჩმენტი

19 ნოემბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ამერიკელმა ოფიცერმა ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრობას სთავაზობდნენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამჯერ შესთავაზა მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენების დროს განაცხადა.

კოლუმბია საზღვარი

19 ნოემბერი 2019, 23:47

მსოფლიო

მოსალოდნელი საპროტესტო აქციების გამო კოლუმბიამ 2 დღით საზღვრები ჩაკეტა

კოლუმბიის მიგრაციულმა სამსახურმა მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობების გამო ორი დღის სასაზღვრო პუნქტები დახურა. „20-22 ნოემბერს ქვეყნის ყველა სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო პუნქტები დახურული იქნება“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის დაწვა

19 ნოემბერი 2019, 23:41

ძალოვნები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით ეს ადამიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრია. ის სასამართლოს ეზოში შეკრიბილმა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა შეაჩერეს. ამ ფაქტის შესახებ Facebook-ზე მოძრაობა „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემაც დაწერა.

ხორვატია-საქართველო

19 ნოემბერი 2019, 23:24

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გახსნეს. მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ უხეში შეცდომა ხორვატთა მეკარემ დაუშვა.

ნინო ლომჯარია

19 ნოემბერი 2019, 23:12

საქართველო

ომბუდსმენი სასამართლოს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულების საქმეები დროულად განიხილოს

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დღეს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

სოზარ სუბარი

19 ნოემბერი 2019, 23:05

საქართველო

სუბარმა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფრთხეები დაასახელა

მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება პროპორციულ სისტემაში უფრო ძნელია, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის შერეული სისტემის მომხრე იყო.

აქციები ირანში

19 ნოემბერი 2019, 22:54

მსოფლიო

ირანში ბენზინის ფასის გამო გამართულ აქციებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აქციების მიზეზი ბენზინზე ფასების 50%-იდან 100%-მდე ზრდა გახდა. აქციები, რომელიც სპონტანურად დაიწყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, სწრაფად გადაიზარდა არეულობებში, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ათეული მაღაზია და ბანკის შენობა დაარბიეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დაკარგული შვილი

19 ნოემბერი 2019, 22:43

ტაბლოიდი

ამერიკელმა დაკარგული შვილი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტით იპოვა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა ჯილ როუზნოუმ დაკარგული შვილი ელის ქროუფორდი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტის წყალობით იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 22:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის 7 ხანძრიდან 2 ჩააქრეს

საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. უწყება საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.