imedi /  01 ნოემბერი 2019, 16:50 / სანდო წყარო

მეუფე იოანე: საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები გარკვეული ძალების მიერ არის მართული

მეუფე იოანე

მეუფე იოანე

ქუთათელ გაენათელი მიტრიპოლიტი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მეუფე იოანე ამბობს, რომ პროცესები გარკვეული ძალების მიერ არის მართული, თუმცა კონკრეტულად ვის მიერ ამას არ ასახელებს.

,,ბევრია ეს ძალები, მაგრამ აქვთ ერთადერთი რამ - შიში ეკლესიისა. ეკლესიის ეშინია მაცდურს, ეშმაკს. შეიძლება ვიღაც პოლიტიკურად არ შემდგარი ადამიანია, არშემდგარი საზოგადო მოღვაწე, შეიძლება იყოს უცხოეთში არსებული ძალები. ხელი გავიშვიროთ რუსეთისკენ ან ამერიკისკენ თუ ვატიკანისკენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ როცა ხედავ რაღაც ძალები გამომწვევად იქცევიან, შენ ამ ძალებს უნდა გასცე პასუხი, ღვთის წინაშე დაამტკიცო შენი სიმართლე. მე არამგონია ეს ერთი რაღაცა ძალა იყოს. თვითონ ამ ძალებს შორის შეიძლება იყოს დიდი სხვაობა მაგრამ ისინი ერთმანეთს არ ებრძვიან. ისინი ერთად ებრძვიან ეკლესიას" - განაცხადა მეუფე იოანემ.

31 ოქტომბერს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით, მან ეს სიტყვები განმარტა

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა შეცვალა. პატრიარქის ბრძანებით პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა. ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა

ყველა სიახლე

რიკოთის გვირაბი

13 ნოემბერი 2019, 11:17

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 11:06

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა უმრავლესობა საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნა.

მიხეილ ჩხენკელი

13 ნოემბერი 2019, 11:00

საქართველო

განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 10:38

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: პოლიტიკური სპექტრი პროპორციულზე გადასასვლელად მზად არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების” ოფისში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხვდებიან ერთმანეთს. 12 ნოემბერს პარლამენტში სხდომის დროს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას არ ეთანხმება.

ქართული ოცნება

13 ნოემბერი 2019, 10:34

საქართველო

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარია

13 ნოემბერი 2019, 10:26

ძალოვნები

შსს-მ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

დიდთოვლობა

13 ნოემბერი 2019, 10:17

მსოფლიო

აშშ-ის ზოგიერთ რაიონში არქტიკულ სიცივეს მსხვერპლი მოჰყვა

ტემპერატურა ძლიერ დაეცა კანზასში, მიჩიგანსა და ილინოისში. ცუდი ამინდის გამო საგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი ავიარეისი კი გაუქმდა. ზოგიერ რაიონში დაიკეტა სკოლები და სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა.

ალექსანდრე ბერდიშევი

13 ნოემბერი 2019, 10:03

კულტურა

გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

გალერეა „ვანდაში“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. „პერიმეტრი“ ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ რამდენიმე სერიას აერთიანებს. გეომეტრია ალექსანდრე ბერდიშევის ახალი ნამუშევრების მთავარი ხაზია

ქაბული აფეთქება

13 ნოემბერი 2019, 09:50

მსოფლიო

ავღანეთის შსს-ს შენობასთან აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წინასწარი ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი, კიდევ 7 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქება ადგილობრივი დროით, დილის 07:30-ზე მოხდა, როდესაც ქუჩაში ცოტა ხალხი იყო.

Facebook Pay

13 ნოემბერი 2019, 09:34

ტექნოლოგიები

Facebook-მა გადახდის სისტემა Facebook Pay წარადგინა

კომპანია Facebook-მა Facebook Pay წარადგინა: ეს არის ერთიანი ონლაინ-გადახდის სისტემა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, Messenger-სა და WhatsApp-ისთვის. Facebook-ში აღნიშნავენ, რომ გადახდის ახალი სისტემა კრიპტოვალუტა Libra-სა და ონლაინ-საფულე Calibra-ს არ უკავშირდება.

ჟანინ ანიესი

13 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ბოლივიელმა სენატორმა თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა

ბოლივიელმა ოპიზიციონერმა სენატორმა ჟანინ ანიესმა ევო მორალესის გადადგომის შემდეგ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მორალესის პარტიის დეპუტატებმა სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც ანიესის დასანიშნად კვორუმი არ შედგა.

Nissan

13 ნოემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

Nissan-ის კვარტლური შემოსავალი 70%-ით შემცირდა

ავმტომწარმოებელი შექმნილ ვითარებას იენის გამყარებას და მსოფლიო მასშტაბის მარკაზე მოთოვნის შემცირებას უკავშირებს.Nissan-ის მარკის ავტომობილებმე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით ივისიდან სექტემბრის პერიოდში 6,8 % ით შემცირდა.

100 000 მოწამე

13 ნოემბერი 2019, 08:40

საქართველო

13 ნოემბერი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.

ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2019, 08:19

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დღეს სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.

მიწისძვრა

13 ნოემბერი 2019, 08:04

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინიდიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ სათხეში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:18 საათზე დაფიქისრდა.

ფილმი

13 ნოემბერი 2019, 00:54

კულტურა

სონიკის შემქმნელებმა მისი გარეგნობა შეცვალეს და ფილმის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნეს

სტუდია Paramount-მა სრულმეტრაჟიანი ფილმის Sonic The Hedgehog-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მთავარი გმირის შესახებ დაწყებული მასობრივი კრიტიკის გამო, სტუდიამ პრემიერა გადადო.

კატალონია

13 ნოემბერი 2019, 00:42

მსოფლიო

კატალონიელმა რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს. „​სან-გრეგორის რაიონში მდებარე ავტომაგისტრალი AP-7 მანიფესტაციის გამო ორივე მიმართულებით მთლიანად გადაკეტილია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ნოემბერი 2019, 00:20

ძალოვნები

ღარიბაშვილი: „ოცნების“ გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

ტექნოლოგიები

13 ნოემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

როგორ განვასხვაოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისაგან

ტექნიკის შეძენის დროს მომხმარებელი არც თუ ისე მცირე თანხას იხდის, შესაბამისად უნდა, რომ ის ხარვეზის გარეშე იყოს და არა რამდენიმე თვე, არამედ უფრო მეტ ხანსაც იმუშაოს. თუმცა არსებობენ გამყიდველები, რომლებიც ტექნიკას დაბალ ფასად ყიდიან, რაც შეიძლება პროდუქტის სისუსტის ან დეფექტის ნიშანი იყოს.

დონალდ ტრამპი

12 ნოემბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ადგილსამყოფელიც ვიცით

31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.