imedi /  03 ნოემბერი 2019, 14:31 / სანდო წყარო

მეუფე გრიგოლი: ახლა რაც ხდება, დიდი განსაცდელი და გამოცდაა

მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, მეუფე პეტრემ რაც თქვა, არ არის სიმართლე და ის ცდება. ასე გამოეხმაურა მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პატრიარქთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს ბრალდებებს ეხებოდა.

როგორც ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, მას სურს უმკურნალოს იმ სიტუაციას, მწუხარებას და სტრესს, რომელშიც ყველა იმყოფება.

,,იყო ასეთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ჰიპოკრატე, მისი ერთ-ერთი აფორიზმი არის „ნო ნოცერე“, რაც ნიშნავს „არ გააფუჭო“, „არ დააზიანო“. ასევეა პაციენტის მდგომარეობა და მე ვფიქრობ, რომ ამ აფორიზმით უნდა ვიცხოვრო. ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ბევრი კეთდება და გაკეთდება. სპეციალურადაა ჩამოსული კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობ მშვიდად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი და გაგრძელდეს ცხოვრება ამ ეპარქიაში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მათ შორის მეუფე პეტრესაც. წმინდა მამები ამბობენ, შეიძლება ავაშენოთ ბევრი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ უფალმა არ დაგვაჯილდოვოს. უფალი აჯილოებს არა შრომას, არამედ თავმდაბლობას, რომელიც შრომიდან იბადება. მოწყალება, სიმშვიდე და სიყვარული ინებოს ღმერთმა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ქადაგებისას მან ასევე სტრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,იყო ასეთი ფიზიოლოგი ანსელიე, რომელმაც დააფუძნა სწავლება სტრესის შესახებ. ახლა რაც ხდება, დიდი სტრესია. შეიძლება ასე ვთქვათ, სტრესი არის გემო, სიმწარე და არომატი ცხოვრებისა. სტრესი ეკლესიურად არის დიდი განსაცდელი და გამოცდა. ვინც მზად არის გამოცდისთვის, მას უხარია და ჩააბარებს ამ გამოცდას. გავა დრო და ჩვენ გავიხსენებთ ამ მოვლენებს და ეს სტრესი და ნერვიულობა შეიცვლება სიმშვიდით, ნუგეშით“, - განაცხადა მან.

წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიიდან. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა კომისია, რომელმაც ეპარქიის გადაბარების პროცესი უნდა გააკონტროლოს. ასევე აქტუალურია კითხვა, ვინ რჩება და ვინ მიდის მეუფე პეტრესთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიიდან. რამდენიმე სასულიერო პირმა თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

„მე დღეს დავტოვე მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრის პოზიცია. ჩემს შემცვლელად დედებმა ერთხმად აირჩიეს ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც უკვე გადავაბარე უფლებამოსილება. მე ვთხოვე დედებს, რომ ჩვენი აშენებული მონასტერი არ მიატოვონ და გააგრძელონ მონაზვნური ცხოვრება. მე ჩემს მოძღვარს, მეუფე პეტრეს მივყვები“, - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა.

სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ პატრიარქმა ის მღდელმთავრობიდან გადააყენა. მან ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა

პირველ ნოემბერს, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია მის წინამორბედს მამა პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში შეხვდა. ცაავა ეპარქიას 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამიერიდან კი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ის შიომღვიმის ეკლესიაში განამწესეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის ბრძანების მიუხედავად, პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში არ წავა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 ნოემბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ადგილსამყოფელიც ვიცით

31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

მიხეილ სააკაშვილი

12 ნოემბერი 2019, 23:52

საქართველო

სააკაშვილმა აკინის ფილმი გააკრიტიკა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გააკრიტიკა. „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, „არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში“.

დილან ჰერნანდესი

12 ნოემბერი 2019, 23:41

მსოფლიო

სან-დიეგოს უნივერსიტეტში სტუდენტის გარდაცვალებაში საძმოები არიან ეჭვმიტანილები

სან-დიეგოს უნივერსიტეტის 19 წლის სტუნდეტის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტში მოქმედი 14 საძმო ეჭვქვეშ არიან. არსებული ინფორმაციით, სტუდენტი სწორედ საძმოს მიერ გამართული წვეულების შემდეგ, მეორე დღეს მოხვდა საავადმყოფოში, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.

ვუნდერკინდი

12 ნოემბერი 2019, 23:00

ტაბლოიდი

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა. ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა.

დავით ზალკალიანი

12 ნოემბერი 2019, 22:54

საქართველო

ზალკალიანი: საქართველო არ ერევა სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევაში

„საქართველო აშშ-ის ელჩის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. დიპლომატიური წესია, რომ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ელჩის კანდიდატურაზე. ჩვენ ვერ ვერევით იმაში, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ელჩად. ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კორეა

12 ნოემბერი 2019, 22:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში მოკლული 47000 ღორის სისხლი მდინარეში ჩაიღვარა

ძლიერი წვიმიანი ამინდების შედეგად სამარხიდან, სადაც მოკლული ღორები იყვნენ დასაფლავებულები, სისხლი მიწისქვეშა დინებით მდინარე იმჯინგანში ჩავიდა. აფრიკული ღორის გრიპი გადამდები და განუკურნებელია დაავადება, რომლითაც ღორები ინფიცირდებიან.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 22:20

მსოფლიო

ევო მორალესი: ბოლივიაში ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა ბრძოლა გრძელდება

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა მექსიკაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მეხიკოში ჩასულმა მორალესმა პრესკოფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

apple card

12 ნოემბერი 2019, 21:50

ეკონომიკა

Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ზე ლიმიტებს გადახედავს

ბანკი Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ის მფლობელებისთვის საკრედიტო ლიმიტების შესწორების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ჰალიომ განაცხადა.

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

Instagram Reels

12 ნოემბერი 2019, 21:23

ტექნოლოგიები

Instagram-მა მოკლე ვიდეოების დამუშავების აპლიკაციის ტესტირება დაიწყო

Reels-ში 15-წამიანი ვიდეოების გადაღება, მათზე მუსიკისა და ეფექტების დადება და შემდეგ ისტორიებში ან სპეციალურ საჯარო განყოფილებაში, Top Reels-ში გამოქვეყნება შეიძლება. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

12 ნოემბერი 2019, 20:51

საქართველო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს.

სასამართლო

12 ნოემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

ტაილანდში პოლიციის გადამდგარმა გენერალმა სასამართლოში ორი ადამიანი მოკლა

შემთხვევა ჩანთხაბურის პროვინციის სასამართლოში მოხდა, სადაც მიწის ნაკვეთის საკუთრების საქმე განიხილებოდა. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები დარბაზში მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომელსაც 10-წლიან დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

პროპორციული არჩევნები

12 ნოემბერი 2019, 20:29

საქართველო

პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით "არ გაბედო!". აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, პარლამენტში დღეს გამოიკვეთა, რომ "უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია".

მატეუშ მორავეცკი

12 ნოემბერი 2019, 20:10

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა გადადგა

460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ჰონგ-კონგი

12 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც არეულობამ ქალაქი "სრული დაშლის ზღვარზე" მიიყვანა. დემონსტრატები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 19:40

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ

"ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ. ამის მიზეზი კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს.

ნიკა მელია

12 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობენ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც მალე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება. ნიკა მელიას განცხადებით, მას სურს დაესწროს სხდომას, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

12 ნოემბერი 2019, 18:56

საქართველო

პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს, რომელსაც 200 000 მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

ავარია მსხვერპლი

12 ნოემბერი 2019, 18:54

ძალოვნები

საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვა

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. რო­გორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.