imedi /  03 ნოემბერი 2019, 20:51 / სანდო წყარო

გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს აფეთქებისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა

აფეთქება

შემთხვევის ადგილი

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 39 წლის კაცს დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, სადაც სხეულის 60%-იანი დამწვრობით მოათავსეს.

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ყველა სიახლე

ლელო

22 ნოემბერი 2019, 14:21

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალი წევრები გორში წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალ წევრები გორში წარადგინა. 12 ახალგაზრდა მოძრაობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდა. „ლელოს“ ლიდერმა ახალი წევრების წარსადგენად დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიას პეციალურად შეარჩია . აქ მდებარე იზოლატორში სასჯელს „ლელოს“ აქტივისტი იხდის.

22 ნოემბერი 2019, 14:20

საქართველო

წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო წყალტუბოშიც, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტზე ბოქლომის დადება სურდათ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მცხეთა საპროტესტო აქცია

22 ნოემბერი 2019, 14:15

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დააკავეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მცხეთაში დაკავებებით დასრულდა . „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მივიდნენ, თუმცა შენობის წინ პოლიციასთან ერთად მათ მცხეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდათ.

22 ნოემბერი 2019, 14:11

ტაბლოიდი

გარეულმა ტახებმა იტალიის პოლიციას ნარკოდილერები დააჭერინეს

იტალიელი ნარკოდილერების გეგმები, რომლებმაც ტყეში კოკაინის მარაგი გადამალეს, გარეულმა ტახებმა ჩაშალეს. გამოცემა Metro-ს ცნობით, ველური ტახები სამართალდამცველებს ნარკოდილერების დაკავებაში დაეხმარნენ. ცხოველებმა კოკაინის სამალავი იპოვეს და ნარკოტიკი ტყეში გაფანტეს, რამაც პოლიციელებს სამძებრო სამუშაოები გაუმარტივა.

ბათუმის მერია

22 ნოემბერი 2019, 14:05

ძალოვნები

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის მერიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. შენობის შესასვლეთან ასევე იმყოფებიან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და მისი მხარდამჭერები. ვახტანგაძის განცხადებით, შენობაზე ბოქლომის დადების საშუალებას არავის მისცემენ. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს.

22 ნოემბერი 2019, 13:41

ტექნოლოგიები

კვლევა: მსოფლიოში 5-დან 4 მოზარდი ცოტას მოძრაობს

მსოფლიში ხუთიდან ოთხ, 11-17 წლის მოზარდს ცხოვრების მჯდომარე სტილი და დაბალი ფიზიკური აქტივობა აქვს. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსოფლიოს 146 ქვეყანაში 1,6 მილიონი მოზარდი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, გერმანიაში ცოტას მოძრაობს ბიჭების 79,7% და გოგოების 87,9%-ი. კვლევაში მოზარდების დაბალი ფიზიკური აქტივობის მიზეზი არ სახელდება.

„შინდისი“

22 ნოემბერი 2019, 13:39

კულტურა

კიევში ახალი ქართული კინოს ფესტივალი შინდისის გმირებსა და გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

22 ნოემბერს კიევში ახალი ქართული კინოს მე-15 ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება შინდისის გმირებისა და გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი კინოთეატრ „ჟოვტენში“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და დიტო ცინცაძის ფილმს „შინდისი“ აჩვენებენ.

რადიაცია

22 ნოემბერი 2019, 13:35

მსოფლიო

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რადიაციული ინციდენტი მოხდა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რადიაციული ინციდენტის გამო, რადიაციული ფონის დონემ იმატა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს მონიტორინგის გლობალური სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური ორგანო („როსპოტრებნადზორი“) ავრცელებს. ამასთან ერთად, უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მოსახლეობაზე ნეგატიური ზემოქმედების საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას.

კოლუმბია არეულობები

22 ნოემბერი 2019, 13:15

მსოფლიო

კოლუმბიაში არეულობის შედეგად 115 ადამიანია დაკავებული

კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობების შედეგად 115 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი უილიამ რუისი ავრცელებს. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, არეულობების შედეგად დაშავდა 97 ადამიანი, მათგან 46 - პოლიციელია. არეულობების პარალელურად ძარცვის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალებმა დააზიანეს 19 ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 მოსაცდელი.

ჯიჰად ად-დინ ალ-ნასირ უბეიდე

22 ნოემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

სირიაში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანი, რომელმაც 20-მდე ტერაქტი დაგეგმა და რამდნიმე ქვეყანაში თვითმკვლელი ტერორისტების ქსელი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით, გამოცემა Hürriyet-ი ავრცელებს.

22 ნოემბერი 2019, 12:49

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი თანახმაა „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილები ქვეყანაში დააბრუნოს

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი წევრების დაობლებულ ბავშვებს ქვეყანაში დააბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

თალაკვაძე: ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არავის მივცემთ

„ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების შეფასებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, იქნება სიმშვიდე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 12:33

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათისთვის ჩაინიშნა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. ამ დრომდე ოქრუაშვილს უნდა დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, რომელსაც მოუწევს მრავალტომიან საქმეს, რამდენიმე საათში გაეცნოს. პროცესის გადადების მზეზი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

საპროტესტო აქცია მცხეთა

22 ნოემბერი 2019, 12:24

საქართველო

მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაძაბულობაა

მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებენ, დაძაბულობაა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბიუროს კარზე ბოქლომის დადება სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

22 ნოემბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

რა ვითარებაა ბაზარზე დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ

დაუფასოებელი სახით ბაზარზე ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ვინც კანონს დაარღვევს, ორი ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში კი, ოთხი ათასით. ახალი რეგულაციები ელექტროსიგარეტის სითხეების რეალიზაციასაც ეხება. ახალ რეგულაციებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებება ითვალისწინებს.

კომიქსი Marvel

22 ნოემბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აუქციონზე $1,26 მილიონად გაიყიდა

1939 წელს გამოცემული Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აშშ-ის ქალაქ დალასში, Heritage Auctions-ის აუქციონზე 1,26 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეს Marvel-ის კომიქსებში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. მყიდველის ვინაობა უცნობია. ექსპერტებმა ჟურნალის მდგომარეობა 10-ბალიანი სისტემით 9,4 ბალით შეაფასეს. აუქციონის ორგანიზატორებმა ლოტს „ისტორიული კომიქსის ისტორიული ეგზემპლარი“ უწოდეს.

22 ნოემბერი 2019, 11:58

საქართველო

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მომხრეებმა ოპოზიციას დეპუტატის ბიუროზე ბოქლომი არ დაადებინეს

ხმაურია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Victorias Secret

22 ნოემბერი 2019, 11:52

კულტურა

Victoria's Secret-მა 2019 წლის შოუს ჩვენება ოფიციალურად გააუქმა

მსოფლიოში აღიარებულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა - Victoria's Secret ყოველწლიური შოუს ჩვენება გააუქმა. BBC-ის ინფორმაციით, ეს შემცირებულმა სატელევიზიო რეიტინგმა და გაზრდილმა კრიტიკამ გამოიწვია. ჭორები შოუს დახურვის შესახებ ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ გამოცემის ცნობით, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა

ცოცხები

22 ნოემბერი 2019, 11:49

საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ქუთაისში საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომი ვერ დაადეს.

22 ნოემბერი 2019, 11:45

საქართველო

გორში ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ბოქლომი ვერ დაადო

გორში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი გამოხატეს. მათ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მაჟორიტარული ბიუროს დაბოქლომება სცადეს, თუმცა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა დაცვის, საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.