imedi /  04 ნოემბერი 2019, 14:09 / სანდო წყარო

მეუფე პეტრე: თუ პრეზიდენტმა მამალაძე არ შეიწყალა ეს იქნება წინასწარ დადგმული სცენარი

მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს შეფასებით, თუ პრეზიდენტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა ეს მიანიშნებს, რომ იქნება საპატრიარქოსთან შეთანხმებული და დადგმული სცენარი.

მეუფე პეტრემ დღეს, ჭყონდიდის ეპარქიაში გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა პატივი სცეს სინოდის გადაწყვტილებას და დააკმაყოფილოს შუამდგომლობა შეწყალებასთან დაკვშირებით.

„მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი „დაფრანგულობის“ ფორმატში. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მიზნით იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.

„საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მიწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან მიზნები იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაც კი საკმარისია, როცა ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისაკენ, გამოდის რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს, არამხოლოდ პატრიარქს, მთელ წმინდა სინოდს, მთელ საქართველოს მართლმადიდებურ ეკლესიას,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

3 ნოემბერს საკვირაო წირვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზის შეწყალების თემაზე განაცხადა,რომ ძალიან გაუფრთხილდება გადაწყვეტილებას. 

დეკანოზის შეწყალების თემას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია 2 ნოემბერს გამოეხმაურა და უარყო გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებული ინფორმაცია. 

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა Imedinews-ს 31 ოქტომბერს განუცხადა, რომ შეწყალების შუამდგომლობით ადმინისტრაციას მალე მიმართავენ.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით. 

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 23:50

საქართველო

გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადება Twitter-ზე მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჟან პოლ გოტიე

17 იანვარი 2020, 23:28

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო შოუ დააანონსა

ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ განაცხადა, რომ ვარიეტეს თეატრში 22 იანვარს საქმინობის 50-წლისთავისადმი მიძღვნილი შოუ, მის კარიერაში ბოლო იქნება. ამის შესახებ მოდელიორმა Twitter-ზე დაწერა. გოტიე მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი დიზაინერია.

გინესის წიგნი

17 იანვარი 2020, 23:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი მოკვდა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი - ნეპალელი ჰაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას გინესის წიგნი ავრცელებს. მისი სიმაღლე 67,08 სანტიმეტრი იყო. ბოლო დროს მას აწუხებდა გული და ფილტვები. 2011 წელს ის ტურიზმის სფეროში ნეპალის კეთილი ნების ელჩად დანიშნეს.

თბილსის ზოოპარკი

17 იანვარი 2020, 22:48

ტაბლოიდი

ზოოპარკი მოქალაქეებს ცხოველების გასართობად ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები,“ – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

Xiaomi

17 იანვარი 2020, 22:28

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ქალებისთვის კლავიატურა გამოუშვა

კლავიატურას მრგვალი მექანიკური კლავიშები აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერისაა. აღწერის თანახმად, თითოეული კლავიში ColorStay-ს ტექნოლოგიითა შექმნილი. LoFree Lipstick-ს სულ 79 კლავიში აქვს და ის განკუთვნილია როგორც უსადენო, ასევე სადენიანი გამოყენებისთვის.

მონეტა

17 იანვარი 2020, 22:07

ეკონომიკა

მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა

ოქროს მონეტა ედუარდ მერვეს გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა, წერს theguardian. მონეტა კერძო კოლექციონერმა ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თავის დროზე, სულ 6 ცალი მონეტა დამზადდა და იგეგემებოდა მისი მიმოქცევაში ჩაშვება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 იანვარი 2020, 21:44

მსოფლიო

ზელენსკი პრემიერმინიტრს თანამდებობიდან არ უშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ ოლექსი გონჩარუკის გადადგომის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა გადაწყვიტა, „პრემიერს შანსი მისცეს“. „ახლა არ არის იმის დრო, ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

კეიტ ბლანშეტი

17 იანვარი 2020, 21:16

კულტურა

ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს

ავსტრალიელი მსახიობი კეიტ ბლანშეტი ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ინფორმაციას variety ფესტივალის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.ბოლო 4 წლის განმავლობაში ფესტივალის ჟიურის ქალი მესამედ ხელმძღვანელობს. 2018 წელს ჟიურის არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი ხელმძღვანელობდა, 2017 წელს კი ამერიკელი მსახიობი ანეტ ბენინგი.

საპროკურორო საბჭო

17 იანვარი 2020, 20:59

ძალოვნები

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებული კონსულტაციები დასრულდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გვინეტ პელტროუ

17 იანვარი 2020, 20:35

კულტურა

გვინეტ პელტროუმ მეტამფეტამინის მოხმარება აღიარა

ამრეიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუ გამოტყდა, რომ ნარკოტიკ მეტამფეტამინის მომხმარებელი იყო.The Sun-ის ცნობით, 47 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ნარკოტიკი ქმართან 48 წლის პროდიუსერთან ბრედ ფალჩუკთან ერთად მექსიკაში გასინჯა. „ეს იყო ძალიან ემოციური,“- ამბობს მსახიობი.

კორონავირუსი

17 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

69 წლის კაცი 15 იანვარს პნევმონიისგაან გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და სხვა ორგანოების სერიოზული დაზიანებების გამო გადაიყვანეს. მანამდე კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პორნოვარსკვლავი

17 იანვარი 2020, 20:16

ტაბლოიდი

იაპონიაში 81 წლის ქალი პორნოვარსკვლავი გახდა

იაპონიის მცხოვრებმა იოკო ოგასავარამ ადგილობრივ მედიას მოუყვა, რომ სამი წლის წინ 81 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორნოვარსკვლავი გამხდარიყო. ქალის განცხადებით, ახალი სამსახური მას ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

დავოსი

17 იანვარი 2020, 19:49

ეკონომიკა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმი 50 წლისაა

ტრადიციულად ღონისძიების წარმომადგენლები ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ის გლობალური პრობლემებისა და გამოწვევების გასაშუქებლად მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელს ის მდგრად განვითარებას მიეძღვნება.

ლიბია

17 იანვარი 2020, 19:27

მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

ზურაბ ჯაფარიძე

17 იანვარი 2020, 18:45

ძალოვნები

სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანდროიდი

17 იანვარი 2020, 18:42

ტექნოლოგიები

Huawei-მ Android-ის საიდუმლო გაამხილა

კომპანია Huawei-მ გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია iOS და Android-ის შემქმნელების შემოსავლების შესახებ.კონფიდენციალური ინფორმაცია Developer Day-მა კომპანიის IDC ტოპ მენეჯერზე ფრანცისკო ჯერონიმოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც ფინანსური მონაცემები Twitter-ზე გამოაქვეყნა.

პატიმარი

17 იანვარი 2020, 18:16

მსოფლიო

მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალეს

ჯორჯიის შტატის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 16 იანვარს მკვლელობაში ბრალდებული ჯიმი ფლეტჩერ მესერი შეიწყალა. პატიმარს სასიკვდილო განაჩენი ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

17 იანვარი 2020, 17:44

საქართველო

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა 5 თებერვალს ჩატარდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის გამოცდა ზოგად უნარებში 5 თებერვლის 10:00 საათზე ჩატარდება. რეგისტრაცია 24 იანვრის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი

17 იანვარი 2020, 17:41

მსოფლიო

საფრანგეთმა საუდის არაბეთში სარადარო სისტემა განათავსა

საფრანგეთი საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ სანაპიროზე სარადარო სისტემას განათავსებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი სამეფოს ნავთობტერმინალზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მოკავშირის თავდაცვის სისტემის გაძლიერებასა, წერს Reuters-ი. პარიზი ირანს სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს იღებს.

მასწავლებელი

17 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

საქართველოს განათლების სისტემაში 59 952 მასწავლებელია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლის) ინფორმაციით, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდების შედეგად, მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსი 7 949 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა აიმაღლა.