imedi /  04 ნოემბერი 2019, 14:41 / სანდო წყარო

4-8 ნოემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

ამინდის პროგნოზი

4-8 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-8 ნოემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს კი +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.

ყველა სიახლე

23 თებერვალი 2020, 13:58

თემა

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე თვით ნამდვილად შეფერხდება, ეს კი გლობალური ეკონომიკისთვის თავისთავად უსიამოვნო ფაქტორია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, თუ ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება და მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ კატასტროფას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1920-იანი წლების დიდ დეპრესიას გაუტოლდება. თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მსგავს ალბათობას ექსპერტები ნაკლებმოსალოდნელად მიიჩნევენ. თუმცა კატასტროფების მკვლევარი ეკონომისტები თვლიან, რომ მასშტაბური ეპიდემია მომავალში გარდაუვალია.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს

პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, მათ სხვა გზა არ აქვთ

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას სხვა არჩევანი და გზა უბრალოდ არ აქვს.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:34

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

იუნკერები

23 თებერვალი 2020, 13:14

საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:13

საქართველო

გიორგი გახარია: მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი

ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

23 თებერვალი 2020, 12:57

მსოფლიო

უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პენ ინჰუას კორონავირუსი 25 იანვარს აღმოუჩინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ირაკლი სესიაშვილი

23 თებერვალი 2020, 12:32

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც პროვოკაციაა

„რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც გასულ ღამეს ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2020, 12:11

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთში ვიზიტამდე Twitter-ზე ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი.

ტაისონ ფიური

23 თებერვალი 2020, 12:08

სპორტი

ტაისონ ფიური WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონია

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლას-ვეგასში გამართული ბრძოლა მე-7 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ხორცი

23 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე. ე.წ. გვირაბში ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მარინა ეზუგბაია

23 თებერვალი 2020, 11:20

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

საჩხერის ერთ-ერთი სასტუმრო

23 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

ჩინეთიდან ევაკუირებულები დაკვირვების მიზნით კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში რჩებიან

ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან განთავსებული. მედიკოსების თქმით, 34- ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ძაღლი

23 თებერვალი 2020, 10:49

ტაბლოიდი

ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს. ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი 2020, 10:45

ძალოვნები

ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

Lego

23 თებერვალი 2020, 10:20

ტაბლოიდი

Lego-ს ადამიანის მინი-ფიგურის შემქმნელი 78 წლისა გარდაიცვალა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego-ს დიზაინერი და ადამიანის ცნობილი მინი-ფიგურის შემქმნელი იენს ნიგარდ კნუდსენი 78 წლისა გარდაიცვალა. კნუდსენი დანიის ქალაქ ხვიდე-სანდეში 1942 წელს დაიბადა. Lego-ში ის 1968-2000 წლებში მუშაობდა, თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ადამიანის მინი-ფიგურა კი 1970-იან წლებში შექმნა.

23 თებერვალი 2020, 10:20

ვიდეო

ფოტოგრაფი ალეკო უნივერსიტეტის ბაღიდან

დავით ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 10:12

საქართველო

რწმუნებულის ინფორმაციით, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული

„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17 წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის ახლა - რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სერია A

23 თებერვალი 2020, 09:49

სპორტი

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის სერია A-ს სამი მატჩი გადაიდო

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იტალიის სერია A-ს სამი მატჩი გადაიდო. ინფრომაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში ყველა სპორტული ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილების რეკომენდაციით იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ მიმართა.

გემი

23 თებერვალი 2020, 09:39

საქართველო

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან

მეკობრეები, რომელებმაც მეზღვაურები გაიტაცეს, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.