Imedi /  04 ნოემბერი 2019, 22:53 / სანდო წყარო

Guardian: საბერძნეთში დააკავეს სატვირთოს ქართველი მძღოლი რომელსაც 41 მიგრანტი გადაჰყავდა

საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ ქსანთისთან დააკავა სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. მიგრანტები სატვირთო მანქანის მაცივარში იყვნენ მოთავსებულნი. 

ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. დაწყებულია გამოძიება, თუმცა პოლიციის ვარაუდით, მანქანა საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 

ბრიტანული მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანს სუნთქვის პრობლემა შეექმნა, შედეგად, 7 მიგრანტი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ავტომობილის სამაცივრე სისტემა მანქანის გაჩერების დროს ჩამოიშალა. 

ყველა სიახლე

იერიში დამასკო

20 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა იერიში ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რაც პასუხი იყო წინა დღეს ისრაელის მიმათულებით გაშვებულ რაკეტებზე. სირიის საჰაერო ძალებმა ისრაელის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია

ავსტრალია

20 ნოემბერი 2019, 10:41

მსოფლიო

ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო განგაშის დონე „კატასტროფულია“

გასულ თვეს დაწყებული მასობრივი ხანძრების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლენდში ხანძარმა 500-ზე მეტი სახლი გაანადგურა და კიდევ უფრო გაამწვავა დიალოგი კლიმატური ცვლილებების შესახებ.

ნადირობა

20 ნოემბერი 2019, 10:31

მსოფლიო

საფრანგეთში ნადირობის დროს ძაღლებმა ორსული ქალი მოკლეს

გამოძიების ცნობით, ქალის ცხედარს ზედა და ქვედა კიდურებზე, ასევე სახეზე ძაღლის რამდენიმე ნაკბენი აქვს. ჯამში 93 ძაღლს ჩაუტარდა ტესტირება, რათა დადგინდეს, რომელმა მათგანმა მოკლა ის, მათ შორის ნიმუშები აიღეს ქალის ხუთივე ძაღლისგან.

ტუტანხამონი

20 ნოემბერი 2019, 10:14

ტექნოლოგიები

ტუტანხამონის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დასახელდა

ფარაონ ტუტანხამონის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა სისხლში ინფექციის შეჭრა გამხდარიყო. ამის შესახებ ეგვიპტელმა არქეოლოგმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფარაონს ინფექცია ფეხის მოტეხვის შემდეგ განუვითარდა და სავარაუდოდ 2 დღეში გარდაიცვალა.

20 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

აშშ-ში ბავშვებმა დამალობანას თამაშისას კაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მათ გარდაცვლილის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა მაშინვე ვერ შეძლეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ავღანეთი ავიაკატასტროფა

20 ნოემბერი 2019, 09:46

მსოფლიო

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ამერიკული ვეტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. ინციდენტს 2 ამერიკული სამხედრო ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ დრომდე უცნობია ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც.

აქცია პარლამენტთან

20 ნოემბერი 2019, 09:31

საქართველო

პარლამენტთან მიტინგი დღეს არ გაიმართება

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.

ტომას გრემინგერი

20 ნოემბერი 2019, 09:21

საქართველო

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. „იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“,- წერს ტომას გრემინგერი.

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 09:04

სპორტი

„ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო განიხილება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

ტრამპის იმპიჩმენტი

19 ნოემბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ამერიკელმა ოფიცერმა ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრობას სთავაზობდნენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამჯერ შესთავაზა მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენების დროს განაცხადა.