imedi /  06 ნოემბერი 2019, 10:58 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია საზოგადოებას, ასეთი იყო თავდასხმა ეკლესიაზე

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება სხვა საკითზებზეც გაამახვილა. მისი თქმით, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება.
 
„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის, ეგრეთ წოდებული, კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების არასასურველი ეფექტებისგან დაცვა. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოვებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს.
 
საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვეთანაც კიბერ უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერ შეტევა; მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვრეპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის"- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა.

„ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა. ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან, ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
კონფერენციაზე, რომელიც 2 დღეს გაგრძელდება, განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებს, ჰიბრიდულ საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნას.
 
ღონისძიებაში მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

გიორგი გახარია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: დაელოდეთ გაზაფხულს

დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ალბათობას ეხებოდა. ამ საკითხზე დამატებით კითხვებზე მთავრობის მეთაურს პასუხი არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილი

23 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თბილისის ცენტრში იუნკერთა მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ იუნკერთა მემორიალი თბილისის ცენტრში, უფრო ადვილად მისასვლელ ადგილას განთავსებულიყო. პრეზიდენტმა ასევე სინანული გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ისტორიულ შენობაში ოპოზიციამ საბჭოთა ჰიმნი ააჟღერა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 14:19

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება

ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება იმ რუსი დეპუტატების მიმართ, რომელთაც „კანონი ოკუპაციის შესახებ“ დარღვეული აქვთ.

23 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

დიდ დიღომში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, ბაღის 500-მდე აღსაზრდელს საფრთხე როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ შეექმნება. მრავალსართულიანი კორპუსი საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზებას მოახდენს.

23 თებერვალი 2020, 13:58

თემა

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე თვით ნამდვილად შეფერხდება, ეს კი გლობალური ეკონომიკისთვის თავისთავად უსიამოვნო ფაქტორია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, თუ ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება და მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ კატასტროფას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1920-იანი წლების დიდ დეპრესიას გაუტოლდება. თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მსგავს ალბათობას ექსპერტები ნაკლებმოსალოდნელად მიიჩნევენ. თუმცა კატასტროფების მკვლევარი ეკონომისტები თვლიან, რომ მასშტაბური ეპიდემია მომავალში გარდაუვალია.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს

პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, მათ სხვა გზა არ აქვთ

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას სხვა არჩევანი და გზა უბრალოდ არ აქვს.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:34

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

იუნკერები

23 თებერვალი 2020, 13:14

საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:13

საქართველო

გიორგი გახარია: მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი

ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

23 თებერვალი 2020, 12:57

მსოფლიო

უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პენ ინჰუას კორონავირუსი 25 იანვარს აღმოუჩინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ირაკლი სესიაშვილი

23 თებერვალი 2020, 12:32

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც პროვოკაციაა

„რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც გასულ ღამეს ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2020, 12:11

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთში ვიზიტამდე Twitter-ზე ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი.

ტაისონ ფიური

23 თებერვალი 2020, 12:08

სპორტი

ტაისონ ფიური WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონია

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლას-ვეგასში გამართული ბრძოლა მე-7 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ხორცი

23 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე. ე.წ. გვირაბში ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მარინა ეზუგბაია

23 თებერვალი 2020, 11:20

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

საჩხერის ერთ-ერთი სასტუმრო

23 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

ჩინეთიდან ევაკუირებულები დაკვირვების მიზნით კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში რჩებიან

ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან განთავსებული. მედიკოსების თქმით, 34- ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ძაღლი

23 თებერვალი 2020, 10:49

ტაბლოიდი

ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს. ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი 2020, 10:45

ძალოვნები

ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

Lego

23 თებერვალი 2020, 10:20

ტაბლოიდი

Lego-ს ადამიანის მინი-ფიგურის შემქმნელი 78 წლისა გარდაიცვალა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego-ს დიზაინერი და ადამიანის ცნობილი მინი-ფიგურის შემქმნელი იენს ნიგარდ კნუდსენი 78 წლისა გარდაიცვალა. კნუდსენი დანიის ქალაქ ხვიდე-სანდეში 1942 წელს დაიბადა. Lego-ში ის 1968-2000 წლებში მუშაობდა, თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ადამიანის მინი-ფიგურა კი 1970-იან წლებში შექმნა.