imedi /  07 ნოემბერი 2019, 11:10 / სანდო წყარო

როუზ გოტმიოლერი: ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

როუზ გოტმიოლერი

როუზ გოტმიოლერი

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის "პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებაა". ამის შესახებ გოტმიოლერმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ბრიუსელიდან მიიღო.

გოტმიოლერის განცხადებით, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას, ამ პროგრესს კი ყველა მოკავშირე მხარს უჭერს.

"საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას", - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ და დასძინა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღებიდან 5 წლის შემდეგ საქართველოს შესანიშნავი წარმატება აქვს.

"თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი. ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას", – განაცხადა გოტმიულერმა.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ წელს მეცამეტედ იმართება. 

კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება. 

ყველა სიახლე

საქტასტი

19 ნოემბერი 2019, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, იმპორტიორი კი თურქეთი

უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე გამოპიყურება: რუსეთი -409.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, აზერბაიჯანი -400.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი და სომხეთი 310.4 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი.2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა.

Boeing 737

19 ნოემბერი 2019, 12:09

ეკონომიკა

Boeing 737-მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლაინერის სტატუსი A 320-ს დაუთმო

ნოემბრის დასაწყისში A320-მა 15 157 შეკვეთა მიიღო, Boeing 737-მა კი 15 136. სავარაუდოდ განსხვავება კიდევ გაიზრდება, რადგან 18 ნოემბერს ავიაკომპანია Air Arabia-მ 120 A320 Neo შეუკვეთა, ბოინგის ანგარიშზე კი ავიაკოამპანია SunExpress-ის მიერ შეკვეთილი 10 ლაინერია.

დაშავებულები

19 ნოემბერი 2019, 12:07

საქართველო

აქციაზე დაშავებულებიდან საავადმყოფოში მხოლოდ პოლიციელები რჩებიან

რუსთაველის გამზირზე დაშავებული 3 ადამიანი კლინიკიდან გაწერეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში ამჟამად 2 პოლიციელი რჩება, რომლებსაც დაზიანებები მიყენებული თავისა და ხელის არეში ჰქონდათ. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

19 ნოემბერი 2019, 11:52

ეკონომიკა

2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა

2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

განცხადება

19 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ

„სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას: უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა, სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინანდლის პრემია

19 ნოემბერი 2019, 11:36

კულტურა

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ბელა ჰადიდი

19 ნოემბერი 2019, 11:34

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდის თქმით, ვიქტორია სეკრეტის შოუზე გამოსვლის დროს, თავს ბედნიერად არ გრძნობდა

23 წლის ამერიკელი მოდელი, ბელა ჰადიდი ვიქტორია სეკრეტის შოუებზე გამოსვლისას თავს ძლიერ და სექსუალურ ქალად ვერასდროს გრძნობდა. Foxnews-ის ინფორმაციით, მოდელმა ამის შესახებ ინტერვიუს დროს განაცხადა. მოდელი ვიქტორია სეკრეტის შოუზე სულ სამჯერ გამოვიდა, თუმცა აღნიშნა, რომ რაც წინა წლებში აკლდა, ამჯერად რიანას Savage X Fenty შოუზე აღმოაჩინა.

19 ნოემბერი 2019, 11:25

საქართველო

პარლამენტმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა დილიდან განაახლა

პარლამენტი საკომიტეტო სხდომებისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი გახსნილია, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რჩებიან სამართალდამცველები და დაცვის თანამშრომლები. საკანონმდებლო ორგანო შეზღუდვების შემდეგ პირველ სხდომას 12:00 საათზე გამართავს, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრებიან.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 11:19

ძალოვნები

საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ეცერი ტყე ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 11:09

ძალოვნები

სოფელ ეცერთან ტყის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად ფოთლები და ეკალბარდებია დამწვარი. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

ბეჭდების მბრძანებელი

19 ნოემბერი 2019, 10:50

კულტურა

Amazon-ი სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ მეორე სეზონსაც გადაიღებს

ამ ეტაპზე პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი სცენარზე მუშაობს. საინტერესოა, რომ სერიალის პირველი სეზონის გადაღებებიც კი არ დაწყებულა. სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. სერიალს ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.

ფეხბურთი

19 ნოემბერი 2019, 10:46

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს

19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდის მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები იქნება. ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი და ჯემალ ტაბიძე ვერ ეხმარებიან.

დონალდ ტრამპი

19 ნოემბერი 2019, 10:24

მსოფლიო

კონგრესმა ტრამპის მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო

გამოძიება იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს. კანონმდებლები გაარკვევენ მისცა თუ არა ტრამპმა ცრუ ჩვენება რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამოძიების მსვლელობისას. სიმართლის დასადგენად დემოკრატებს მიულერის გამოძიების საიდუმლო მასალების მიღებაც უნდათ. პრეზიდენტმა ჩვენება წერილობითი ფორმით მისცა.

ჟენევის მოლაპარაკებები

19 ნოემბერი 2019, 09:52

საქართველო

საგარეო უწყებაში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

მარტვილი

19 ნოემბერი 2019, 09:36

ძალოვნები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია

მარტვილში, სოფელ სალხინოსა და ტალერს შორის არსებული ტყის მასივი იწვის. როგორც მარტვილის მერმა imedinews-სთან განაცხადა, ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია და ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ეცერი

19 ნოემბერი 2019, 09:22

ძალოვნები

სოფელ ეცერში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 09:12

საქართველო

ვიქტორ დოლიძემ „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინაშვილის დაკავების საკითხი განიხილა

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრების ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების საშუალება მიეცეს.

ებრაული დასახლება

19 ნოემბერი 2019, 09:05

მსოფლიო

აშშ აღარ ჩათვლის, რომ იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა უკანონოა

აშშ-ის მთავარობა აღარ ჩათვლის, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი ამ გზით აღიარებს „რეალურ სიტუაციას“, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე შეიქმნა.

მამუკა ხაზარაძე

19 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

IRI: ხაზარაძის მოძრაობას 2% უჭერს მხარს

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 2% მისცემდა ხმას. პირველ ადგილზე 23%-ით „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რესპონდენტთა 15%-ის მხარდაჭერა აქვს.

ჯარი

19 ნოემბერი 2019, 08:28

საქართველო

IRI: ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 86 % უჭერს მხარს. სიაში მეორე ადგილზე 85%-ით ეკლესიაა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 72 %-მა მისცა. მეოთხე ადგილს 59%-ით პოლიცია იკავებს.