imedi /  08 ნოემბერი 2019, 16:25 / სანდო წყარო

ლომჯარია: შსს-ს ქმედებებზე დამოკიდებულია ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და სამართალდარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება. დღეს მის ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება- ამის შესახებ სახალახო დამცველი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს. 

ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შსს-ს განცხადება, რომ მისი პოლიტიკა იქნება მკაცრი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ.

„შსს-მ ასევე აქცენტი გააკეთა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არავინ ემუქრება მათ, რომ არ მისცემენ მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობას, დაარბევენ, ან ჩაუშლიან დემონსტრაციას. პირიქით, ისინი ემუქრებიან სხვებს.

იმედს გამოვთქვამ, არავინ გაცდება მშიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში"- წერს ომბუდსმენი.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება. „ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.  

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

მესუთ ოზილი

15 დეკემბერი 2019, 21:46

სპორტი

მესუთ ოზილის პოსტის გამო ჩინეთის CCTV-ი „არსენალი“-„მანჩესტერ სიტის“ თამაშს არ უჩვენებს

ჩინეთის საზოგადოებრივმა არხმა CCTV-მა კვირას "არსენალი" - "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო მატჩი ეთერიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა Twitter-ზე ჩინეთში უიღური მუსლიმების მდგომარეობა გააკრიტიკა. "არსენალი" მისი ფეხბურთელის განცხადებას გაემიჯნა.

ევო მორალესი

15 დეკემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა. „მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.

ბოტსვანა

15 დეკემბერი 2019, 21:12

მსოფლიო

ბოტსვანაში საკვლევი სპილოს მოკვლისთვის ორ მონადირეს ლიცენზია გაუუქმეს

მაიკლ ლი პოტერმა და კევინ შარპიმ ნადირობაზე ლიცენზია თავიანთი ინიციატივით ჩააბარეს. მაისში ბოტსვანამ სპილოებზე ნადირობის შესახებ აკრძალვა გააუქმა, რადგან ბოლო პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობასა სპილოებს შორის კონფლიქტიც გაიზარდა. ბოტსვანაში სპილოების რაოდენობამ 130 ათას მიაღწია.

შპიონი ჯაშუში ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 20:48

მსოფლიო

NYT: ვაშინგტომნმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ჩინელი დიპლომატები ქვეყნიდან ჩუმად გააძევა

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით, სულ ცოტა ერთ-ერთი დიპლომატი ჩინეთის დაზვერვის თანამშრომელი იყო. როგორც NYT-ი აღნიშნავს, ეს სავარაუდოდ 1987 წლის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დიპლომატის გაძევების პირველი შემთხვევაა.

წიწაკა ჩილი

15 დეკემბერი 2019, 20:31

ტექნოლოგიები

რატომ გვიყვარს ცხარე - სამი თეორია

მსოფლიოში ცხარე კერძების მილიარდობით მოყვარულია. BBC-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ცდილობს უპასუხოს კითხვას - რატომ გვიყვარს ცხარე? სტატიაში ამ კითხვაზე სამი სავარაუდო პასუხია წარდგენილი. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალებს და კაცებს ცხარე საკვების შერჩევისას სხვადასხა მიზეზები ამოძრავებთ.

ცენზურა

15 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

ტელეარხმა Россия 1 ეთერში სიმღერიდან სიტყვა „პროტესტები“ ამოჭრა

რუსულმა ტელეარხმა "Россия 1" ეთერიდან სიტყვა "პროტესტები" მუსიკალური დაჯილდოება "ვიქტორია"-დან ამოჭრა. ამის შესახებ მუსიკალურმა ჯგუფმა Би-2-მა დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ჯგუფ "კურტ კობეინის" სიმღერის დროს ვოკალისტის ხმა იქ წყდება, სადაც ის სიტყვა "პროტესტებს" ამბობს.

წყალდიდობა საფრანგეთი

15 დეკემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

საფრანგეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლელთით წყალდიდობას და ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 142 კილომეტრს აღწევდა. რეგიონიდან 600-მდე ადამიანია ევაკუირებული, 25 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიგა ბოკერია

15 დეკემბერი 2019, 19:29

ძალოვნები

გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკერია საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 16 დეკემბერს უნდა მივიდეს. როგორც "იმედს" პროკურატურაში უთხრეს, საქმე უშიშროების საბჭოს პერიოდში მუშაობას შეეხება.

ამაზონის ტყე

15 დეკემბერი 2019, 19:21

მსოფლიო

ბრაზილიაში ამაზონის ტყეში ორჯერ მეტი ტყის მასივი გაიჩეხა ვიდრე გასულ წელს

INPE-ს მონაცემებით, ნოემბერში ამაზონში 563 კვადრატული კილომეტრის ტყე მოიჭრა, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 104 %-ით მეტია. ამასთან, ეს ერთი თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. ჯამში 2019 წლის 11 თვეში 8974 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა.

iPad

15 დეკემბერი 2019, 19:04

ტექნოლოგიები

Time-მა ათწლეულის მთავარი გაჯეტები დაასახელა

პირველ ადგილზე 2010 წელს გამოსული Apple-ის iPad-ია. გამოცემის აზრით, პლანშეტმა პერსონალური კომპიუტერების გაგებაში კულტურული ძვრა გამოიწვია და პორტატიული მოწყობილობების განვითარების მიმართულება დასახა. შემდეგი ადგილი სიაში Tesla Model S-ს ეკუთვნის, მესამეზე კი კომპიუტერი Raspberry Pi-ია.

კერი ლამი

15 დეკემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერი არჩევნებში დამარცხების შემდეგ პეკინში პირველად ჩადის

ვიზიტის ფარგლებში კერი ლამი ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავს ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს. ლამის ვიზიტმა ჩინეთში პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 18:41

საქართველო

ოპოზიციის და მთავრობის შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების“ საკითხს შეეხნენ

ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. წულუკიანის თქმით, 87-კაციანი სია უცხოელ დიპლომატებს გრიგოლ ვაშაძემ წარუდგინა და დაპატიმრებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.

შსს

15 დეკემბერი 2019, 18:35

ძალოვნები

„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დეტალები გაავრცელა

უწყების ცნობით, 10 დეკემბერს 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ბომბი

15 დეკემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

იტალიის ქალაქ ბრინდიზში მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ბომბის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის გამო ქალაქიდან 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რაც მოსახლეობის 60%-ზე მეტია.ეს ქალაქის ისტორიაში ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ოპერაციაა. სპეციალისტები და დისტანციური მართვის რობოტი ბომბის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ.

 ოთარ ვარდიძე

15 დეკემბერი 2019, 18:07

საქართველო

მეკობრეების მიერ 1 თვის წინ დატყვევებული ბათუმელი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

მეზღვაურს ბათუმის აეროპორტში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ოთარ ვარდიძე 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში მეკობრეებმა გაიტაცეს.

თეა წულუკიანი

15 დეკემბერი 2019, 17:58

საქართველო

წულუკიანი: დღეს ვერანაირი შედეგი ვერ დადგა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. წულუკიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაში არსებობს, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ერაყი.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 17:49

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომელთა მიხედვითაც მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:38

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემზე არანაირად არ არის ზეწოლა

ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში.

ჰაკერი

15 დეკემბერი 2019, 17:20

ტექნოლოგიები

ირანში კვირის განმავლობაში მეორე კიბერშეტევა აღკვეთეს

შეტევა ქვეყნის ელექტრონული ხელისუფლების სისტემებზე იყო მიმართული. ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრის მოჰამად ჯავად ჯაჰრომის თქმით, თავდასხმის მიზანი სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვება იყო. მსგავსი შემთხვევა გასულ ოთხშაბათსაც დაფიქსირდა.