imedi /  09 ნოემბერი 2019, 10:01 / სანდო წყარო

Financial Times: აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა

აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Financial Times-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს აშშ-ის კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.

„სტრატეგიულად, კომერციულად და - არანაკლებ მნიშვნელოვნად - მორალურად, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე საქართველოს მიერ ხშირად გაჟღერებულ სურვილზე რეაგირება ახლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. ეს არა მხოლოდ განამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, არამედ ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც განუმტკიცებდა რწმენას იმაში, რომ აშშ აგრძელებს ალტერნატივების შეთავაზებას იმ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეგუების ნიშნად, რის გარემოცვაშიც და რის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან.

სტრატეგიულად საქართველო უხეში შეცდომით მოიაზრება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვად, დასავლეთიდან - ევროკავშირით, ჩრდილოეთიდან  - რუსეთით, სამხრეთიდან - თურქეთით და ირანით, ხოლო აღმოსავლეთიდან - ჩინეთით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წლიდან ქართველები ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ იხედებიან მომავლისთვის შთაგონების მისაღებად.
ამის კეთება იოლი არ არის ამ სამეზობლოში. რუსეთის სამხედრო შემოტევა 2008 წელს საქართველოს ძვირად დაუჯდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად. ჩრდილოეთიდან ამ რეგიონებით ესაზღვრება ქვეყანა რუსეთს და ეს ფასი გამოიხატება ქვეყნის ეროვნული ტერიტორიის 20 პროცენტით. რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მათ მსგავსად, თურქები და ირანელებიც ცქმუტავენ, თავდაჯერებულები და თან არც ისე შორს არიან. ამ ყველაფრის მორევში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ გაფორმდება ეს ძლიერ გზავნილად იქცევა იმის დასტურად, რომ ამერიკას ვალდებულება  გააზრებულად აქვს ნაკისრი ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე მისი წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

კომერციულად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ამერიკელმა მეწარმეებმა და პერსონალმა დიდად იხეირონ. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამ უწყების წესების ჩარჩო სისტემის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკის გახსნისა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციისთვის. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს პოზიცია 124-ე ადგილიდან მე-16 ადგილამდეა დაწინაურებული ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, რომელსაც „Heritage Foundation“ აქვეყნებს. ეს უშველებელი ნახტომია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია ამ რეიტინგული შეფასების არსებობის ისტორიაში. კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერციიდან გამოსული ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში აღარ მოიხსენიება როგორც „ეკონომიკურად რეპრესირებული“, არამედ „ეკონომიკური თავისუფლების მქონე“ ქვეყნად წარმოჩინდება. 

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. 2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.

საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი.  ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით. 

ახალი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა.  ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის  ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს.“ 

მორალურადაც ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყოს მუშაობა. საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების ერთგულ და სანდო პარტნიორობას. მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში ამერიკული მისიის დახმარებაში. ქართველები კვლავ მსახურობენ ხსენებულ ბაზაზე. ავღანეთში ჩვენი კოალიციის წევრებს შორის და მოსახლეობის სულადობრივად ყველაზე მაღალია მსხვერპლთა რაოდენობა ქართველებს შორის. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს გვერდით დგას ბრძოლაში, ამერიკელებს მინიმუმ თავისუფალი ვაჭრობა მაინც უნდა გვინდოდეს მათთან.
საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც  ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაზღვრული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებისთვის.  წინა მოწვევის კონგრესში, 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომლითაც საქართველოს დავუჭირეთ მხარი და აშშ სავაჭრო წარმომადგენელი დავავალდებულეთ რეალური ნაბიჯები გადაედგა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს კანონი ამ მოწვევის კონგრესში უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, ხოლო ხელი მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.

მსოფლიოში მზარდი არეულობის პირობებში შეერთებული შტატების სანდოობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, სწორედ ახლა დგება ამ ნაბიჯის დრო“, - წერს სტატიის ავტორი ჯეიმს ბაქჰუსი.
 

ყველა სიახლე

ვირუსი

14 ნოემბერი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის ფიზიოლოგიური სითხის ნიმუშებში აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინა, ამის შესახებ phys.org წერს. ვირუსის ახალი ტიპი მიეკუთვნება ბაქტერიოფაგებს. სპეციალისტებმა 111 ადამიანის შარდის ნიმუში შეისწავლეს. მათ 43 ბაქტერიოფაგი გამოავლინეს. ამასთან ახალი სახეობაც, რომელიც Tunavirinae-ს მიეკუთვნება.

14 ნოემბერი 2019, 00:38

კულტურა

Blackpink-ი პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

სამხრეთ კორეული ჯგუფის Blackpink ვიდეორგოლმა „Ddu-Du Ddu-Du“ Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. გოგონებისთვის ეს პირველი რეკორდი არ არის. აპრილში მათი სიმღერას „Kill This Love“ ვიდეოჰოსტინგზე ორ დღეში 100 მილიონჯერ მოუსმინეს, რაც Youtube-ის ისტორიაში მანამდე არ მომხდარა.

ბორკილები

14 ნოემბერი 2019, 00:12

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული. ის მოკლულის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ლეკვი კუდით თავზე

13 ნოემბერი 2019, 23:55

ტაბლოიდი

აშშ-ში იპოვეს ლეკვი, რომელსაც კუდი თავზეც აქვს

10 კვირის ლეკვს ნარვალი დაარქვეს. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში. ზედმეტი კუდი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. ამიტომ, როცა ლეკვი ოდნავ წამოიზრდება თავშესაფარი მისთვის სამუდამო სახლის ძებნას დაიწყებს.

რენე მაგრიტი, „16 სექტემბერი“

13 ნოემბერი 2019, 23:40

კულტურა

რენე მაგრიტის „16 სექტემბერი“ Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა

ბელგიელი მხატვრის რენე მაგრიტის ყველაზე დიდი ნახატი Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა. ტილო „თექვსმეტი სექტემბერი“ მხატვარმა 1957 წელს დახატა. მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა. ნახატის საწყისი ფასი $7 მილიონი იყო. მანამდე ეს ნამუშევარი აუქციონზე 2005 წელს გაიტანეს და $6 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა მყიდველი არ გამოუჩნდა.

ღამის სექტორი

13 ნოემბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზის სექტორში ორდღიანი ავიაიერიშების შედეგად სულ ცოტა 23 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამიზნე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადია“. დაჯფუპებამ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელში არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები.

MacBook Pro

13 ნოემბერი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

Apple-მა MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Apple-მა დღეს MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა. კომპიუტერს აქვს Retina-ს 16 დიუმიანი მონიტორი რეზოლუციით 3072×1920. მანამდე კომპანიამ ანალოგიური რეზოლუციით 15 დიუმიანი MacBook-ი გამოუშვა. TechCrunch-ის ცნობით, ახალ MacBook-ში დაარეგულირა რამდენიმე ხარვეზი, რაზეც მომხმარებლებს პრეტენზიები ჰქონდათ.

რამზან კადიროვი

13 ნოემბერი 2019, 22:39

საქართველო

კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ და მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან, ურთიერთობა დავალაგოთ“, - განაცხადა კადიროვმა.

ოკუპაცია

13 ნოემბერი 2019, 21:53

საქართველო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საჯარო მოსმენები დაიწყო

კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ჯორჯ კენტი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩ ბილ ტეილორს უსმენენ. თეთრმა სახლმა კი Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი გამოძიებას აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო.

შეზღუდვა გზებზე

13 ნოემბერი 2019, 21:37

საქართველო

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ახალი ზელანდიის პარლამენტი

13 ნოემბერი 2019, 21:22

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ევთანაზიის ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზი 6 თვეს არ აღემატება, სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალება ექნებათ. გამოკითხვების თანახმად, ევთანაზიის ლეგალიზაციას ქვეყნის მოსახლეობის 72% უჭერს მხარს.

Apple

13 ნოემბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

აშშ-ში Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა

გლორია ფუენტესის თქმით, მაღაზიის თანამშრომელმა მის ტელეფონში შეყვარებულისთვის გადაღებული ინტიმური ფოტო იპოვა და საკუთარ თავს გაუგზავნა. დაზარალებულის თქმით, მან ეს მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 20:49

ძალოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

13 ნოემბერი 2019, 20:45

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო შესაძლოა ბაშოს გამოეთიშოს

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან მოიპოვა, რის შემდეგაც ხელი ნეკნზე დაიდო. გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა.

აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:28

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის მობილიზებაა საჭირო, რათა მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.

ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 20:22

საქართველო

ირაკლი შიოლაშვილი: მე მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე “, – განაცხადა შიოლაშვილმა.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 19:58

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.

დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 19:30

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. დეპუტატის თქმით, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. „თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც” , - განაცხადა ხუნდაძემ.

ჭიათურა, იხვთისის გათხრები

13 ნოემბერი 2019, 19:22

კულტურა

სააგენტო: ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი დასახლება არსებობდა

არქეოლოგიურმა გათხრებმა ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისის ნაქალაქარზე ვრცელი და ინტენსიური დასახლების არსებობის შესახებ ვარაუდი დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.