imedi /  09 ნოემბერი 2019, 10:11 / სანდო წყარო

11 ნოემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვევა, რაც  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება. 

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. მხარეები საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. 

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია. გარდა ამისა, გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 08:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:35

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დავიით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 08:12

ძალოვნები

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ამინდი

26 თებერვალი 2020, 08:05

საქართველო

საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება

დღეისთვის საქართველოს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემომავალი ცივი, ხოლო სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად. ამიტომ როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

26 თებერვალი 2020, 07:57

მსოფლიო

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს.

თუთიყუში

26 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის მძინარე ბინადრებს ხანძრის შესახებ შეატყობინა 🦜

აშშ-ში მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის ბინადრებს ხანძრის შესახებ ამცნო და სიკვდილისგან იხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. ინციდენტი ტენესის შტატში 3 თებერვალს მოხდა. 63 წლის ბარბარა კლაინი, მისი 61 წლის მეუღლე ლარი და 6 წლის შვილიშვილი კეიტლინი თუთიყუშის ხმამ გააღვიძა, რომელიც „ხანძარია, ხანძარიას“ ყვიროდა.

მელანია ტრამპი

26 თებერვალი 2020, 00:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი დელიში „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დელიში სკოლას ეწვია და „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო. სკოლაში ვიზიტის დროს მელანია ტრამპს შუბლზე ტილაკა ჰქონდა დატანილი. პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ინდოელ ხალხს თბილი დახვედრისთვის.

პოლიციის ხაზი

26 თებერვალი 2020, 00:38

ძალოვნები

თბილისში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

„ტოიოტა პრიუსი“ ქვეითს შეეჯახა. შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.​

ჯორჯ ჰუდი პლანკა რეკორდი

26 თებერვალი 2020, 00:30

სპორტი

62 წლის ამერიკელმა პლანკის სავარჯიშოს შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჯორჯ ჰუდის შედეგმა 8 საათი, 15 წუთი და 15 წამი შეედგინა. მან 2016 წელს, ჩინელი მაო ვეიდონის რეკორდი ერთი წუთით გააუმჯობესა. 62 წლის ჰუდის თქმით, მზადების პროცესში ის პლანკის ვარჯიშს 2 100 საათის განმავლობაში ასრულებდა.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2020, 00:24

საქართველო

ნინო ბურჯანაძე აშშ-ის საელჩოში ვახშამზე: ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა

„ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა. იმისათვის რომ შევჯერებულიყავით ან დათმობა ყოფილიყო, მაგისთვის მოლაპარაკება და რაუნდი უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი. ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

The High Republic ვარსკვლავური ომები

26 თებერვალი 2020, 00:17

კულტურა

Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპოქა წარადგინა

ვიდეოში აღნიშნულია, რომ ახალ პროექტში მოვლენები პროკველების ტრილოგიამდე 200 წლით ადრე განვითარდება, შესაბამისად ავტორებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება ექნებათ, რადგან სქაიუოკერების ოჯახის შესახებ გამოსულ ფილმებზე დაყრდნობა არ მოუწევთ.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:17

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: მომდევნო 5 წლის განმავლობაში აჭარაში წყალმომარაგებაზე 110 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება

აჭარაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „SWOT ანალიზში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება გაზიფიკაციას, წყალმომარაგებასა და გზებს დაეთმობა.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:14

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: უახლოეს 4-5 წელიწადში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს

თავისი სტრატეგიული მდებარეობით ბათუმი და მთელი რეგიონი ერთგვარი კარიბჭის ფუნქციას ასრულებს და როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ტურისტული კუთხით ეს დიდ უპირატესობას გვაძლევს. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი

26 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს

„ლელოს“ წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული ვახშმის შემდეგ, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამარ ჩუგოშვილი

26 თებერვალი 2020, 00:10

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი ყოველგვარი კონკრეტული შეთანხმების გარეშე

„ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი ყოველგვარი კონკრეტული აქტუალური საკითხებზე შეთანხმების გარეშე არაფერი განსაკუთრებული დღეს არ ყოფილა სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ ბუნებრივია იყვნენ პოლიტიკოსები შესაბამისად სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პიცა რეკორდი

26 თებერვალი 2020, 00:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს

საფრანგეთში ლიონში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 30 სანტიმეტრის დიამეტრის პიცაზე ყველის 257 სახეობა მოთავსდა. უახლოეს პერიოდში ამ ფაქტს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანენ.

უორენ ბაფეტი

26 თებერვალი 2020, 00:05

ტექნოლოგიები

მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა

მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი 20-დოლარიანი „სამსუნგიდან“ „აიფონ 11“-ზე გადავიდა. 89 წლის მილიარდერი, რომელიც, სხვათა შორის, კომპანია Apple-ის 5,7% აქციების მფლობელია, წლების განმავლობაში Samsung SCH-U320 მოდელის ტელეფონს არ შორდებოდა, რომლის ფასი 20 დოლარს შეადგენს.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:02

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანი უნდა გავხადოთ

დასახული გვაქვს ამოცანა, რომ ტრადიციული დარგები, როგორებიცაა მეციტრუსეობა და მეთამბაქეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანები გავხადოთ და შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

25 თებერვალი 2020, 23:57

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ელიზაბეთ რუდთან ვახშამზე ხელისუფლებასთან არავითარი შეთანხმება არ მიღწეულა

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

ლია კრიალაშვილი

25 თებერვალი 2020, 23:48

საქართველო

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ვანო მერაბიშვილზე: მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა

„ვანო მერაბიშვილს, მე თუ მკითხავთ, უნდა ჰქონოდა წაყენებული უვადო პატიმრობა. მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ადამიანები ვერ გადავწყვეტთ იმას, დაველაპარაკოთ თუ არ დაველაპარაკოთ. ეს უკვე სახელმწიფოს ბრალია და ხელისუფლებასაც ვადანაშაულებ აი ამ კოჰაბიტაცით და ასე ლოიალური მიდგომით“, - დასძინა მან.