imedi /  09 ნოემბერი 2019, 19:23 / სანდო წყარო

„გალერია თბილისთან“ სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს

პარაკლისი გალერია

სასულიერო პირებმა „გალერია თბილისთან“ პარაკლისი გადაიხადეს და ამ ფორმით რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. გეი წყვილზე შექმნილი სასიყვარულო დრამის დღევანდელი პირველი სეანსი კინოთეატრ „კავეაში“ 19:45 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე სეანსი 22:15 საათზე.

„გალერია თბილისთან“ პოლიციელები, სახანძრო და სამაშველო, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები კინოთეატრთან ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

ფილმის პრემიერა 8 ნომებერს აქციების ფონზე გაიმართა. პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს

თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო

ფილმის მოწინააღმდეგეები სენასების გაპროტესტებას დღესაც გეგმავენ. საპატრულო პოლიციის უფროსმა მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

ვენეცია, წყალდიდობა

15 ნოემბერი 2019, 15:28

მსოფლიო

ვენეციაში წყალდიდობის შედეგად ზარალმა €1 მილიარდი შეადგინა

ვენეციის მერის ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად ქალაქს €1 მილიარდის ზარალი მიადგა. მანამდე მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ წყლის დონის მატების გამო მოედნების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს დიას პიკურ მომენტში წყლის დონის სიმაღლემ 153 სანტიმეტრი შეადგინა. მერმა ვენეციაში შექმნილ სიტუაციას დამანგრეველი უწოდა.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:24

საქართველო

თალაკვაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ნაწილთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიის ლიდერთან შესახვედრად მივიდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:07

საქართველო

თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

საქართველოში არ იქნება არანაირი კრიზისი, არჩევნები დადგენილ ვადებში, 2020 წელს დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

ჩილეში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით ტელეარხი TeleSUR-ი ავრცელებს.

15 ნოემბერი 2019, 14:56

ეკონომიკა

ახალი მაჩვენებლებით 2018 წელს მშპ-მ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მშპ-ს ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 41.1 მილიარდის ნაცვლად, 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

რომან კაკულია

15 ნოემბერი 2019, 14:54

საქართველო

კაკულია: გადავწყვიტე, ვატარო ეს ტვირთი და არ ვიფიქრო იმაზე, ვის ვუტოვებ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „ქართული ოცნების“პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აპირებდა პარტიის დატოვებას, მაგრამ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას თავად უარყო. მისი თქმით, ის რჩება პარტიაში და მზად არის, იკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც კანონპროექტის ჩავარდნას მოყვა.

15 ნოემბერი 2019, 14:39

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულებმა პროცესზე განაცხადეს, ადვოკატის აყვანისა და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ. სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

კვენტინ ტარანტინო

15 ნოემბერი 2019, 14:25

კულტურა

კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე - რიკ დალტონზე გადაიღებს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმის Once Upon A Time In Hollywood-ის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე რიკ დალტონზე გადაიღებს, ამის შესახებ რეჟისორმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გამოცემის ცნობით, ამ მომენტში, რეჟისორი წიგნზე მუშაობს, რომელიც ჰოლივუდური ფილმებით იმედგაცრუებულ ადამიანზეა.

15 ნოემბერი 2019, 14:02

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი აპრტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

დავით უსუფაშვილი

15 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

დავით უსუფაშვილი გამოსავალს ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღებაში ხედავს

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება. ბრიფინგზე მან ამ მოდელის თავისებურებები განმარტა და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, ამ მოდელის მისაღებად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

 ალექსანდრ ზვერევი

15 ნოემბერი 2019, 13:54

სპორტი

ზვერევს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ

ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ ზვერევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სტეფანოს ციციპასთან მატჩის დროს, კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ზვერევი, თითქოსდა, ჩანთაში დამალულ ტელეფონს იყენებდა.

ჯენიფერ ლოპესი

15 ნოემბერი 2019, 13:42

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს კარიერის დასაწყისში რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, რეჟისორი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მას რეჟისორმა გადაღების დაწყებამდე მოსთხოვა, რომ მკერდი გაეშიშვლებინა, რამაც მომღერლის აღშფოთება გამოიწვია.

რებეკა ჰარმსი

15 ნოემბერი 2019, 13:28

საქართველო

რებეკა ჰარმსი: საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება

საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება, - ასე აფასებს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს.

აფეთქება გაზი

15 ნოემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თამარ ჩუგოშვილი

15 ნოემბერი 2019, 13:04

საქართველო

ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება

პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვილიებების ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.

15 ნოემბერი 2019, 12:46

სპორტი

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ტურნირის რეგულარული ეტაპის მერვე ტურში „ბასკონიას“ ისრაელის „მაკაბისთან“ 83:113 დამარცხდა, თუმცა ამაში 28 წლის ქართველი კალათბურთელი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

კარლ ჰარცელი

15 ნოემბერი 2019, 12:39

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში ევროკავშირის ელჩი იმყოფებოდა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

15 ნოემბერი 2019, 12:37

კულტურა

„გრემი -2020“-ის წამყვანი ალიშა ქისი იქნება

მუსიკალური ჯილდო გრემის გადაცემის 62-ე ცერემონიალის წამყვანი ამერიკელი როკ-მომღერალი ალიშა ქისი იქნება. ის გრემის ჯილდოს ლაურეატი 10-ჯერ გახდა. მანამდე ბოლო 7 წელი გრემის ცერემოინიალი კაცებს მიჰყავდათ. გრემის ნომინანტებს ოფიციალურად 20 ნოემბერს დაასახელებენ, დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წლის 26 იანვარს ჩატარდება.

გიტანას ნაუსედა

15 ნოემბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტმა ორი რუსი ჯაშუში შეიწყალა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის 2 მოქალაქე შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სააგენტო BNS-ის ცნობით, ნიკოლაი ფილიპჩენკოს და სერგეი მოისეენკოს 2017 წელს ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

15 ნოემბერი 2019, 12:05

ტექნოლოგიები

სიდნეიდან ლონდონში პირდაპირი ფრენა პირველად შესრულდა

ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas თვითმფრინავმა სიდნეიდან ლონდონში უწყვეტი ექსპერიმენტული ფრენა შეასრულა. CNN-ის ცნობით, თვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ფრენა 19 საათს გაგრძელდა. მარშრუტის სიგრძემ 17,8 ათასი კილომეტრი შეადგინა.