imedi /  10 ნოემბერი 2019, 18:38 / სანდო წყარო

ლევან ვასაძე: უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე

„პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა“, - განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, სადაც თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გასაპროტესტებლად ემზადება. 

ლევან ვასაძემ მედიას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მედიამ მისი „შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით“. თუმცა ვასაძე დასძენს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ის „ის ძალიან მძიმედ არის“.

„უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, კვირა დღის მადლო გვეწევა ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს იყო ყველაზე მძაფრი განსაცდელი ფიზიკურიც და სულიერიც, მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს... 

უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა. რაც არ არ უნდა ვაკეთო, ამ განცდას ვერ გავურბივარ. არ მინდა, რომ თქვენც დაგთრგუნოთ და მოწყენა თქვენც გადმოგცეთ. მაგრამ მინდა, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო იმის გასაგრძელებლად, რასაც დღეს ვამბობდი და გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი მოქმედების გეგმა და ვეცადო წინასწარ გავცე პასუხი იმ მითქმა-მოთქმას და შეკითხვებს, რომელიც დამისვა პრესამ ჩემი გუშინდელი განცხადების შედეგად.

მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, - განაცხადა ვასაძემ.

10 ნოემბერი, ფილმის ჩვენების მესამე და სერიის ბოლო დღეა. მისი ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა.

8 ნოემბრისგან განსხვავებით, 9 ნოემბერს, თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ბათუმში კი ერთი ადამიანი დააკავეს. „ტაბულას“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს კი შსს სწავლობს.  

რაც შეეხება 8 ნოემბრის მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე

19 ნოემბერი 2019, 19:55

ძალოვნები

მოსამართლემ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

დაფნე კარუან გალიცია

19 ნოემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული შესაძლოა შეიწყალონ

მალტის პრემიერმინისტრი ჯოზეფ მუსკატი ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, ეჭვმიტანილმა, რომელიც მკვლელობის მომზადებაში შუამავლის როლს ასრულებდა, მანამდე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

დასაქმება

19 ნოემბერი 2019, 19:48

ეკონომიკა

იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებსაც ღამე უწევთ მუშაობა, შეიძლება შეიცვალოს

თუ პირი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

გაბრიელ როუჩი
გიორგი დონაძე

19 ნოემბერი 2019, 19:17

კულტურა

პრინსტონის უნივერსიტეტს ქართული გალობის ანთოლოგია საჩუქრად გადაეცა

უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გასულ წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, უნიკალურ გამოცემაში მე-19 მე-20 საუკუნეებში გამოცემული, თუ ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.

აშშ ვერტმფრენი

19 ნოემბერი 2019, 19:10

მსოფლიო

მედია: ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

სირიაში, ჰასაკის პროვინციაში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული სააგენტო SANA ავრცელებს. მისი ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადესანტო დანაყოფი სოფელ ტელ-აჰმარში ვერტმფრენებით ჩავიდა და ერთ-ერთ სახლში ორი ძმა დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 18:57

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე: ექიმის მოთხოვნით პატიმრებს ერთჯერადი კვება დაუნიშნეს

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა. ბიძინაშვილის თქმით, ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს.

ჰარი სტაილსი

19 ნოემბერი 2019, 18:35

ტაბლოიდი

ჰარი სტაილსი კომედიურ გადაცემაში ბალერინის კაბით გამოჩნდება

მომღერალი ჰარი სტაილსი კომედიური გადაცემისთვის ბალერინის კაბით გამოჩნდება. ამის შესახებ ვარსკვლავის „ინსტაგრამ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. მომღერალი ერთი დღით გადაცემის წამყვანი გახდა, ხოლო შოუს დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბალერინას კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

მასწავლებლები გაფიცვა

19 ნოემბერი 2019, 18:35

მსოფლიო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა.

კაცი მობილურით

19 ნოემბერი 2019, 18:34

ტექნოლოგიები

ესპანეთის მთავრობა მოქალაქეების გადაადგილებას მობილური ტელეფონების მეშვეობით აკვირდება

პროექტში ქვეყნის სამი უმსხვილესი მობილური კომპანია მონაწილეობს. ისინი მთავრობას ქსელში ჩართული მობილური ტელეფონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. თუმცა, პროგრამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას არღვევენ.

ხარაგაული არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 18:34

კულტურა

ხარაგაულში 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა. ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

რამზან კადიროვი

19 ნოემბერი 2019, 18:15

მსოფლიო

ორმა ჩეჩენმა Facebook-კომენტარებისთვის კადიროვს ბოდიში მოუხადა

ჩეჩნეთის ორმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა. მათი ვიდეომიმართვები Instagram-ზე გავრცელდა. ახალგაზრდებმა ასევე ბოდიში მოუხადეს ჩეჩენს ხალხს „სიბინძურის“ გამო და პირობა დადეს, რომ მომავალში ამას აღარ გაიმეორებენ.

ჟენევის დისკუსიები

19 ნოემბერი 2019, 18:14

საქართველო

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალი დატოვეს

დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმს ეხებოდა. ერგნეთში გამოსვლისას ტოივო კლაარს, რუდოლფ მიხალკას და ჯიხან სულთანოღლის ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სპეცრაზმი

19 ნოემბერი 2019, 18:07

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო პროცესი დღეს იყო დანიშნული, თუმცა როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 6-6 დაკავებულის პროცესი 1 და 2 საათით გადაიდო. პროცესის გადადება აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეძახილებით "სირცხვილია" და "მონავ" გააპროტესტეს.

სარეკლამო კამპანია

19 ნოემბერი 2019, 17:55

ტაბლოიდი

სამხრეთ დაკოტაში მეტამფეტამინთან ბრძოლის ფარგლებში უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას შტატში ამოქმედდა სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანიც მეტამფეტამინზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, ვიდეორგოლი შტატის გუბერნატორის მონაწილეობით და საკმაოდ უცნაური სლოგანი - Meth. Weʼre on it („მეტამფეტამინი. ეს ჩვენი საქმეა“).

ჰონგ-კონგი

19 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ისევ უნივერსიტეტში რჩებიან და პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ

უნივერსიტეტში დემონსტრანტები გასული კვირის შემდეგ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეწურებათ საკვების და წყლის მარაგები. პოლიცია აცხადებს, რომ ის ვინც შენობას დატოვებს, დააპატიმრებენ, ზოგიერთი ადამიანი კი BBC-ის ინფორმაციით, ძალიან არის შეშინებული.

ბურა რობაქიძე

19 ნოემბერი 2019, 17:40

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 17:39

ძალოვნები

საქალაქოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ტყის ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 17:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის ხანძრის 7 კერაა

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით იყოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

გატაცებული ექიმის შვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი რუს მფრინავებს მკურნალობდა

„სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - თქვა ირინა გაფრინდაშვილმა.

ჯულიან ასანჟი

19 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. 2017 წელს დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ განახლდა, რაც ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში დააკავეს.