imedi /  10 ნოემბერი 2019, 23:04 / სანდო წყარო

კონგრესმენები: დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც საქართველოზე კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ

ადამ კიზინგერი ალექს მუნი

ადამ კიზინგერი
ალექს მუნი

„როცა საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ამ შემთხვევაში „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტთან დაკავშირებით. კიზინგერი კონგრესმენ ალექს მუნთან ერთად საქართველოში 4-დღიანი ვიზიტით იყო ჩამოსული. 

„საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტიც იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია. შეამჩნევდით, რომ აშშ-ი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები საკმაოდ აქტუალურია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ამ შემთხვევაში „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ და ყველა ერთხმად ვთანხმდებით საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობის საკითხზე. ვფიქრობ, ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - რუსეთისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ადამ კიზინგერმა.

ალექს მუნი კი კიზინგერს დაეთანხმა და თქვა:

„ჩვენც გვაქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით და პოლიტიკური უთანხმოებები, მაგრამ როდესაც საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ყველა ერთ აზრს ვიზიარებთ, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთობებისა და მეგობრობის ხარისხს. ასეთი ერთსულოვნება მთელი მსოფლიოსთვის მტკიცე გზავნილია“, - განაცხადა ალექს მუნმა.

ამერიკელი კონგრესმენებმა ერთი დღე მათ საოკუპაციო ხაზთან გაატარეს - სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, ოკუპანტები და უკანონო მავთულხლართები. კონგრესმენებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა იძულებით შექმნილ საზღვართან. მათი გზავნილიც შესაბამისი იყო - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

სოფელ ოძისში გამგზავრებამდე ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ბათუმის  თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდნენ, სადაც ხაზი გაუსვეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ისაუბრეს მის პერსპექტივებზე. შეხვდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან გზავნილი ასევე მკაფიო იყო - საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 

ადამ კიზინგერმა განაცხადა, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს უკანონო ოკუპაციას.

„რუსეთის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურია და ასევე, უკანონოა მოქალაქეების გატაცების ფაქტები.  მოგვეცა საშუალება ადგილზე, ჩვენი თვალით გვენახა არსებული მძიმე ვითარება, ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია - ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის უკან დგას“, - განაცხადა კიზინგერმა.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მძიმე იყო რეალობის საკუთარი თვალით  დანახვა. გვინდა, საქართველომ, რუსეთმა და  მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვაკვირდებით იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება“, - განაცხადა მუნმა. 

ყველა სიახლე

მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურ „ახმეტელთან“

26 თებერვალი 2020, 16:28

საქართველო

მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეკუას ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 16:19

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაშიც გამოვლინდა

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, საშიშმა დაავადებამ სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია. დაინფიცირებული 61 წლის კაცია. ის სან-პაულუში იტალიიდან დაბრუნდა, სადაც 12 დღე გაატარა.

გია გაჩეჩილაძე

26 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: თბილისის მერს ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე თბილისის მერიის ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ადვილად აალებადი მასალების და საბურავების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შენახვას და რეალიზაციის დარეგულირებას ეხება.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 16:16

საქართველო

დავით ზალკალიანი: გული მწყდება, ეს იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა რომ ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარება იქნებოდა უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს, რომლის თავმჯდომარეობაც დიდი წარმატებით მიმდინარეობს, ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის დელეგაციებისთვის ემასპინძლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ევთანაზია

26 თებერვალი 2020, 16:09

მსოფლიო

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ევთანაზია დაუშვა

გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციულ საფუძველზე ევთანაზიის აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, საკუთარი ნება-სურვილით სიკვდილის უფლება ადამიანის პირად უფლებებს განეკუთვნება.

გრიგოლ გეგელია

26 თებერვალი 2020, 16:00

საქართველო

გრიგოლ გეგელია: ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე

ლელო არანაირ შეთანხმებაში არ იმყოფება არც ერთ სხვა ძალასთან საერთო სიის თაობაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს.ჩვენ ვართ ახალი ძალა, დამოუკიდებელი პოლუსი, ვაპირებთ ვიყოთ დამოუკიდებელი, თუმცა ამავე დროს არ გამოვრიცხავთ შესაძლო თანამშრომლობას არავისთან. - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

იაგო ხვიჩია

26 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

იაგო ხვიჩია: მაჟორიტარობის კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ

კანდიდატებზე არ შევთანხმებულვართ. საერთო ოპოზიციური ფორმატში ვინმეს განხილვა არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

ვანო მერაბიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

„ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯონი ტატუნაშვილი

26 თებერვალი 2020, 15:53

ძალოვნები

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა. ჯონი ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 1993 წლიდან მსახურობს. მისი სამხედრო კარიერა სამხედრო აკადემიიდან იწყება, სადაც 1997 წლამდე სწავლობდა.

ნინო წილოსანი

26 თებერვალი 2020, 15:45

საქართველო

ნინო წილოსანი: სამშენებლო მტვრის შემცირების მხრივ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანია

ნინო წილოსანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ის პირველი ნაბიჯები, რომელიც სამშენებლო მტვრის შემცირების კუთხით გადაიდგა და რომელიც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია ავტობუსების ავტოპარკის შეცვლა.

ივანე მაჭავარიანი

26 თებერვალი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ

წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

სელიმ ჩაკირი

26 თებერვალი 2020, 15:42

ეკონომიკა

სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს.

მაია ცქიტიშვილი

26 თებერვალი 2020, 15:37

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის

„ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი, რომელსაც ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სწრაფი, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობასაც სხვადასხვა მოცულობის ტვირთისთვის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დავით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 15:15

საქართველო

ევროპის საბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 15:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეს 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი.

 iPhone XR

26 თებერვალი 2020, 15:04

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა

ანალიტიკოსებმა iPhone XR -ი 2019 წელს ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა. ინფორმაციას კომპანია Omdia-ზე დაყრდნობით AppleInsider-ი წერს. კომპანიის გათვლებით, Apple-მა 46,3 მილიონი iPhone XR გაყიდა. მეორე ადგილზეა iPhone 11, რომლის 37,3 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მესამე ადგილზეა Samsung Galaxy A10, ამ მოდელის 30,3 მილიონი ცალი გაიყიდა. გამოცემის ცნობით, ასევე ყველაზე პოპულარული სმარტფონების ათეულში მოხვდა Xiaomi-ის ბრენდი Redmi.

კატა კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 15:00

მსოფლიო

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ლუკაშ შუმოვსკის განცხადებით, კატები ხშირად კორონავირუსის გადამტანები არიან

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის განცხადებით, კატები ხშირად კორონავირუსის გადამტანები არიან. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RMF-ის ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსები ადამიანებზე ცხოველებისგან გადადის.

სამეგრელო-ზემო სვანეთი  usaid

26 თებერვალი 2020, 14:54

ეკონომიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ახალი მიმართულება წარადგინეს

როგორც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა, საგრანტო პროგრამის მიზანია იმ ინოვაციური იდეების მოიძიება და დაფინანსებაა, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე.

26 თებერვალი 2020, 14:46

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით

კონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

ხანძარი

26 თებერვალი 2020, 14:44

ძალოვნები

სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია. როგორც „ქრონიკას“ ადგილობრივებმა უთხრეს, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ტყის მასივზე გავრცელდა. ტერიტორია, სადაც ხანძარი განჩნდა, რთულად მისასვლელია და მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი სტიქიის ზონაში მისვლას ამ წუთებში ცდილობს.