imedi /  10 ნოემბერი 2019, 23:45 / სანდო წყარო

მამა ილია: მეუფე პეტრემ თქვა, რომ ვინც ციხეში პატიმრებს აწამებდა გმირია

მამა ილია

მამა ილია

მარტვილის და სალხინოს მონასტრების ყოფილი და კოჯრის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის ახლანდელი წინამძღვარი მამა ილია აცხადებს, რომ მეუფე პეტრესთან უთანხმოება 2012 წლის მოახლოებული არჩევნების გამო დაიწყო. მამა ილიამ და მასთან ერთად კიდევ 20-მდე ადამიანმა მეუფე პეტრეს ეპარქია 2012 წელს დატოვა. და ამ კონტექსტში მამა ილია ციხის კადრების საქმესაც ახსენებს. ამის შესახებ მან გადაცემაში "კვირის თემა" განაცხადა.

მამა ილიას თქმით, მაშინ როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, ის მეუფე პეტრესთან მივიდა, რადგან აინტერესებდა რას იტყოდა მეუფე ამის შესახებ. 

"როცა ციხის კადრები გავრცელდა მივედი მეუფესთან და დავინტერესდი რას მეტყვის. და მან თქვა, რომ ვინც ამას აკეთებდა, ვინც ხალხს აწამებდა და აუპატიურებდა ისინი გმირები არიან. ამას ამბობდა, თითქოს სჯეროდა კიდეც ამის. ეს არის ადამიანი, რომელიც სიტუაციას ერგება. არ ვიცი მაშინდელ მოქმედ პარტიასთან რა ვალდებულებები გააჩნდა, უბრალოდ შევატყვე, რომ არ შეეძლო სხვანაირად ეპასუხა. მან თქვა, რომ ის, ვინც ეს კადრები გაავრცელა მოღალატეები არიან სამშობლოსი და ჩვენ [მღვდლები] ვცდებით", - განაცხადა მამა ილიამ. 

მამა ილიას თქმით, მეუფე პეტრე ხშირად აჟღერებდა ცილისმწამებლურ განცხადებებს მის წინააღმდეგაც, მაგალითად როგორც მამა ილია ამბობს, მეუფე პეტრე ცაავამ მას დაოჯახება და რელიგიის შეცვლა დააბრალა.

"ეპარქიიდან ჩვენი წამოსვლის დღიდან იწყება იქ ძალიან პრიმიტიული [განცხადებები] - გაიპარნენ, ავარიაში მოხვდნენ აქედან რახან წავიდნენ - ამით დაწყებული მივედით იქამდე, რომ მე თითქოს განვიმოსე, დავტოვე მღვდლობა და სასულიერო პირობა და შევირთე ცოლი. იმ მრევლისთვის, ვისთვისაც მე გზის მაჩვენებელი ვიყავი ეს მძიმე მოსასმენი იყო, იყვნენ ადამიანები რომლებსაც შეეძლოთ ეს გადაემოწმებინათ ჩემთან, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ერიდებოდათ გადამოწმება. შესაბამისად ეს ჭორი მუშაობდა.

შემდეგ, როცა საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად, ერთ ადამიანს უთხრა, რომ მე კათოლიციზიმში გადავედი. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს მართლმადიდებელი მღვდლისთვის შეურაცხყოფაა", - განაცხადა მამა ილიამ. 

მისი თქმით, 2012 წლამდე მეუფე პეტრე ცაავა "შესაშური სულიერების მქონე, თავდადებული ადამიანი იყო". 

"მიტროპოლიტი პეტრე - ამ ადამიანს არ ვიცნობ ფაქტიურად, დღეს ვისაც ვხედავ და ვისაც ვხედავ 2012 წლის შემდეგ და ვისთან ერთადაც ვიღწოდი 2012 წლამდე იყო შესაშური სულიერების მქონე, თავდადებული ადამიანი. დადგა დღე, როცა მეუფე პეტრემ ამ ჩვენი საერთო გზიდან გადაუხვია, მან ჩათვალა რომ მე გადავუხვიე ამ გზიდან იმიტომ, რომ არ დავეთანხმე რაღაც საკითხებში - ეს იყო 20212 წლის მოახლოებული არჩევნები - ჩემი და მისი განსხვავებული პოზიცია მაშინდელ ციხეებში არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა მამა ილიამ. 

ყველა სიახლე

პარლამენტი აქცია

18 ნოემბერი 2019, 09:15

საქართველო

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარა

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.

კრიშტიანუ რონალდუ

18 ნოემბერი 2019, 08:54

ტაბლოიდი

რონალდუ მწვრთნელის მისამართით გინებაზე: არ მიყვარს, როდესაც მცვლიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. რონალდუმ აღიარა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ იმყოფებოდა.

თეთრი ხალათები

18 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება. 12:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების წინ 5 წუთის განმავლობაში, ყველა ერთად დგომით, პროტესტს გამოხატავს საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების გამო.

ჰონგ-კონგი კამპუსი

18 ნოემბერი 2019, 08:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის პოლიციამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი შტურმით აიღო

ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, რომელშიც 200-ზე მეტი მომიტინგე სტუდენტი იმყოფებოდა. შტურმი 24 საათი გრძელდებოდა, დემონსტრანტებმა ალყის გარღვევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტეფანოს ციციპასი

18 ნოემბერი 2019, 08:20

სპორტი

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო

ლონდონში, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს. 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო, თუმცა შემდეგ მატჩის შემობრუნება შეძლო და 6:7, 6:2, 7:6 გაიმარჯვა.

სამხრეთ კორეა წვრთნები

18 ნოემბერი 2019, 00:57

მსოფლიო

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გადადეს

წვრთნები, რომლებიც ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო. როგორც სეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება კეთილი ნების ჟესტია, რომლის მიზანიც დიპლომატიისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. ფხენიანში ამ მანევრებს ყოველთვის აკრიტიკებენ.

ვენეცია

18 ნოემბერი 2019, 00:52

მსოფლიო

ვენეცია ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაიტბორა

ბოლო კვირაა ვენეცია წყალდიდობას და მის შედეგებს ებრძვის და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა, რაც კი ქალაქში მომხდარა. სპეციალისტების განცხადებით, კვირა დღს, ვენეციაში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია, შედეგად კი ქალაქის 70% დაიტბორა.

აშშ ევროკავშირი

18 ნოემბერი 2019, 00:29

საქართველო

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრების უფლებას და დიალოგს მხარეებს შორის

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, სამომავლო გზის საპოვნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

18 ნოემბერი 2019, 00:21

საქართველო

ლომჯარია: როცა ოპოზიციას არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას არც ისინი შეგიშვებენ

სახალხო დამცველის თქმით, პარლამენტის შენობის პიკეტირება, "რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს".

ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 00:11

ძალოვნები

წყალტუბოს სოფელ სორმონის ტყეში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ. ვიდეო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.

გია ვოლსკი

17 ნოემბერი 2019, 23:56

საქართველო

ვოლსკი სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ საქმეების და პროექტების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუმ“ გააკეთა, მმართველი გუნდის გამარჯვებას არცერთი საარჩევნო სისტემის პირობაში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ „ოცნებამ“ რაღაც კვლევა ჩაატარა, არასერიოზულია.

გიგა ბოკერია

17 ნოემბერი 2019, 23:55

საქართველო

გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან დიალოგის პირობა დაასახელა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და თქვა, რომ ტექნიკური მთავრობა შეიძლება იყოს ის მთავრობა, რომელიც გადადგება და მოვალეობას შეასრულებს ან მთავრობა, რომელიც უბრალოდ არჩევნებს ჩაატარებს.

17 ნოემბერი 2019, 23:30

ძალოვნები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 23:27

საქართველო

ინაშვილი: ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში

„როდესაც უსამართლობა ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოში, აჯანყების უფლებაც აქვს მოქალაქეთა ჯგუფს. მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლა თუ იქნება, არსებობენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მათაც კანონის ფარგლებში მოუწევთ ამ ყველაფრის აღკვეთა“, - განაცხადა ინაშვილმა.

სპილო

17 ნოემბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ინდოეთში სპილო სახელად ბინ ლადენი ტყვეობაში ყოფნის მე-6 დღეს მოკვდა

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადამიანებს დაესხა თავს, რის შემდეგაც სპილო დაიჭირეს და "ორანჯის" ეროვნულ პარკში ჰყავდათ. სწორედ იქ მოკვდა ცხოველი. შტატის ხელისუფლებამ ეროვნულ პარკში სპეციალისტები გაგზავნა, რომლებიც სპილოს სიკვდილის რეალურ მიზეზებს დაადგენენ.

ლაშა ტალახაძე

17 ნოემბერი 2019, 22:55

სპორტი

ლაშა ტალახაძემ თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. თურქეთში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის გათამაშებაში ტალახაძემ ატაცში 208, აკვრაში-242, ხოლო ორჭიდის ჯამში 450 კილოგრამი დააფიქსირა და საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:41

საქართველო

პარლამენტის შესასვლელები ტომრებით არის ჩაკეტილი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს. როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ეს არ არის "ბარიკადი", არამედ "კალაძის ნაგავია". ოპოზიციის თქმით, სამშენებლო ნარჩები პარლამენტთან იყო.

will.i.am

17 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკოსი will.i.am-ი ბორტგამცილებელს რასიზმში ადანაშაულებს

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრალიაში, ბრისბეინი-სიდენის რეისზე მოხდა. მუსიკოსმა ვერ გაიგონა, რომ ეკიპაჟმა მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა სთხოვა და ლეპტოპის გამოყენება გააგრძელა, რამაც ბორტგამცილებლის აგრესია გამოიწვია.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:08

საქართველო

ბაქრაძეს აქციის მონაწილეების რაოდენობაზე ოფიციალურმა ცნობამ, თავისი ხელისუფლება გაახსენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ შსს-ს მიერ დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გავრცელებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ როგორც ჩანს სუსში იგივე ადამიანები ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს ითვლიდა.

ბორის ჯონსონი რუსეთი

17 ნოემბერი 2019, 21:59

მსოფლიო

The Guardian: ბორის ჯონსონი სკრიპალების მოწამვლიდან მალევე KGB-ს აგენტს შეხვდა

2018 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რუს ბიზნესმენს, ალექსანდრ ლებედევს შეხვდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს KGB-ს აგენტი იყო. შეხვედრა სკრიპალების მოწამვლიდან მალევე მოხდა.