imedi /  12 ნოემბერი 2019, 20:51 / სანდო წყარო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. 

კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს. 

აქციის მონაწილეები კი რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბნენ, ახლა პარლამენტის წინ იმყოფებიან. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა Facebook-ზე დაწერა, პარლამენტში დღევანდელი განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ "დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!"

 

 

 

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

09 დეკემბერი 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტი: ჩემი აღსაყდრების დღიდან პოლარიზაციას ვებრძვი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ, რისთვისაც ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს.

კარლ ჰარცელი

09 დეკემბერი 2019, 18:30

საქართველო

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

ხანძარი

09 დეკემბერი 2019, 18:16

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის დედაქალაქი კვამლითაა დაფარული

უკვე 1 კვირაა ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ სიდნეიშიც, სადაც რესპირატორული დაავადებებების მაჩვენებელი გაიზარდა. ავსტრალიაში ტყის ხანძრებს უკვე თვენახევარია ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი უელსის შტატში. სტიქიასთნ ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ლარის კურსი

09 დეკემბერი 2019, 17:58

ეკონომიკა

ლარი ძირითად ვალუტებთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.20 თეთრი შეადგინა.

ატრაქციონი

09 დეკემბერი 2019, 17:46

მსოფლიო

ეგვიპტეში აქტრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად 14-მა ბავშვმა ტრავმები მიიღო. შემთხვევა ელ-დაკაჰლიას პროვინციაში მდებარე პარკში „პარადაისი“ მოხდა. 50 მოსწავლე პარკში სკოლის ორგანიზებით წაიყვანეს. 14 მოსწავლე ე.წ. „ამერიკულ მთებზე“ იყო, როდესაც ატრაციონი ჩამოვარდა.

ხანძარი დელიში

09 დეკემბერი 2019, 17:43

მსოფლიო

დელიში ქარხანაში ხანძრის საქმეზე შენობის მფლობელი და მენეჯერი დააკავეს

დელის სახანძრო სერვისის უფროსის ათულ გარგის თქმით, ხანძარი შენობის მეორე სართულიდან დაიწყო და მას მხოლოდ ორი კიბე ჰქონდა. მათგან ერთი დაკეტილი და ბლოკირებული იყო, ხოლო შენობიდან ერთადერთი გასასვლელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საგადასახადო შემოწმებების მიმართ მიდგომა შევცვალეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის განცხადებით, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისას, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

დავით გარეჯი

09 დეკემბერი 2019, 17:17

საქართველო

საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მხარს არ უჭერს

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ისინი მხარს არ უჭერენ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.

ანდრეი ზინჩენკო

09 დეკემბერი 2019, 17:13

სპორტი

კონტაქტური კარატეს მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა ანდრეი ზინჩენკომ გაიმარჯვა

ამავე ტურნირზე, საქართველოს სახელით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში სერგო მოვსესიანმა ვერცხლის, ხოლო 95 კილოგრამში ლაშა ყამარაულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2020 წლის 4-5 აპრილს კონტრატურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

09 დეკემბერი 2019, 17:04

ძალოვნები

ბათუმში მასაჟის სალონებში პოლიცია შევიდა

საგამოძიებო მოქმედებები 12 ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, გამოძიება 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

კედელი და ბანანი

09 დეკემბერი 2019, 16:58

ტაბლოიდი

ბანანის ინსტალაციის ისტორია გრძელდება

მაიამიში ორიგინალი ნამუშევრის კედელზე გამოჩნდა წარწერა "ეპშტეინს თავი არ მოუკლავს", რომელიც დაცვამ სწრაფად მოაშორა. კატელანმა კი მიმბაძველები მთელ მსოფლიოში შემოიკრიბა. აი მაგალითად რისი ნახვაა შესაძლებელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურზე.

ეროვნული გალერეა

09 დეკემბერი 2019, 16:49

კულტურა

ეროვნული გალერეა „მარადიული რომის“ ექსპოზიციას უმასპინძლებს

კაპიტოლიუმის მუზეუმების ანტიკური მოზაიკის შემდეგ, თბილისი ექსპოზიციას „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ უმასპინძლებს. ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს.

ნარკოლაბორატორია

09 დეკემბერი 2019, 16:48

მსოფლიო

აშშ-ში კაცმა ნარკოლაბორატორია ეკლესიაში მოაწყო

მენის შტატის ქალაქ ბაქსტონში დააკავეს კაცი, რომელმაც მეთოდისტური ეკლესიის სათამაშო ოთახში ნარკოლაბორატორია მოაწყო. სამართალდამცველებმა იქ ამფეტამინის წარმოებისთვის საჭირო ნივთები აღმოაჩინეს. დაკავებული 33 წლის მეთიუ ანდერსონია.

Samsung

09 დეკემბერი 2019, 16:36

ეკონომიკა

Samsung-ის სამი ტოპმენეჯერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

ქალაქ სეულის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung Electronics-ის ვიცეპრეზიდენტს, რომელიც კომპანიის ფინანსებს განკარგავდა, 2-წლიანი პატიმრობა, კიდევ ორ ტოპმენეჯერს კი 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მგზავრთნაკადი

09 დეკემბერი 2019, 16:30

ეკონომიკა

იანვარ-ნოემბერში აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4 869190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2018 წელი 4,696,115 მგზავრი) შედარებით.

დონალდ ტრამპი
სერგეი ლავროვი

09 დეკემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

მედია: ხვალ ვაშინგტონში ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას მაიკ პომპეოს შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე უწყებაში განმარტება არ გაკეთებულა. ტრამპისა და ლავროვის პირველი შეხვედრა 2017 წლის მაისში ასევე ვაშინგტონში გაიმართა.

ზურაბ აბაშიძე

09 დეკემბერი 2019, 16:27

საქართველო

ზურაბ აბაშიძე რუსული კულტურის შესახებ ცნობას „ნაცმოძრაობის“ პერფორმანსს უკავშირებს

ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია რუსული კულტურისა და ენის ცენტრს და არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხში არ არის ჩართული. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი არც ერთ დონეზე არ განხილულა.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

განცხადების თანახმად, ვულკანის ამოფრქვევის გამო, კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილებები გამოაცხადა. საელჩოს ცნობით, ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში.

09 დეკემბერი 2019, 16:06

ეკონომიკა

თურქეთში სასტუმროში ცხოვრებაზე გადასახადი დაწესდა

საფასური ეხება ყველა კერძო სასტუმროს, ოტელს, საკურორტო სოფელს, სასტუმროს ტიპის სახლებს, აპარტ-სასტუმროებს, კეპმინგებს და ა.შ. ახალი გადასახადი იმოქმედებს საკვებზე, სასმელზე, გართობაზე, საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორნებზე.

ლევან საგინაშვილი

09 დეკემბერი 2019, 15:59

სპორტი

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ამერიკელი და ყაზახი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო. ჩემპიონთა ლიგაში მსოფლიოს რვა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა და გამარჯვებული პლეიოფის სისტემით გამოვლინდა.