imedi /  12 ნოემბერი 2019, 21:24 / სანდო წყარო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ასევე ხვალ გაგრძელდება პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. 

როგორც გია ვოლსკიმ თქვა, მმართველი პარტიის დეპუტატებს სავარაუდოდ მოუწევთ შეკრება და მსჯელობა, ირაკლი კობახიძის თქმით კი "ფაქტის წინაშე დადგნენ".

"ეს არის პრობლემა. ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი კოლეგები არიან. სჯობდა ადრე გაგვეგო, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ცაიტნოტში შევძლებთ მათთანაც საუბარს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძემ კი მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია:

"ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენ, ბატონო დიმიტრი ხუნდაძე, ციტატა მოიტანეთ ირაკლი კობახიძის წიგნიდან, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ირაკლი, თქვენს წიგნში არ არის მხოლოდ პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარი. იქ არის პლიუსებზეც საუბარი. ჩემი თხოვნაც თქვენს მიმართ ამაში მდგომარეობს, რომ თქვენი პასუხების დროს დეტალურად განმარტოთ პროპორციული სისტემის პლიუსებზე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და არ მგონია, რომ ქვეყნის დაღუპვა იმაში მდგომარეობდეს, ან მაინცდამაინც უნდა ავყვეთ "ნაციონალური მოძრაობის" თუ რომელიმე ფრთის პათეტიკას და დემაგოგიას, ამის მიხედვით ვცვალოთ გადაწყვეტილებები. თორემ, სხვა შემთხვევაში, დაგეთანხმებოდით ამაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც 1tv.ge ავრცელებს. 

პარლამენტის წინ კი ამ დროისთვის აქცია სახელწოდებით "არ გაბედო" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პროპორციულ არჩევნებს მოითხოვენ. 

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. 

პარლამენტში შემდეგ ცოტა ხნით შესვენება გამოხაცხადდა, თუმცა სხდომა უკვე განახლდა. ახლა დეპუტატები მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. თუმცა სხდომის განახლდებამდე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმებიან და სადეპუტატო მანდატის დატოვებითაც დაიმუქრნენ.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, ტუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი საპროტესტო აქცია

08 დეკემბერი 2019, 14:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ფრონტის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მანიფესტაციის დაწყებამდე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 11 მომიტინგე დააკავა.

გიორგი ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 14:51

საქართველო

გიორგი ვაშაძე: საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ სტრატეგიები სრულად გავანადგურეთ

შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარებმა დეტალურად იციან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და შეშფოთებულები არიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პირობის არშესრულების გამო.

ილია მეორე

08 დეკემბერი 2019, 14:18

საქართველო

პატრიარქი: მიხედეთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. „ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან“.

ჰასან როუჰანი

08 დეკემბერი 2019, 13:49

ეკონომიკა

​როუჰანი: სანქციების გამო ნავთობზე ბიუჯეტის დამოკიდებულება შევამცირეთ

ირანის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულება შემცირდა, რაც თეირანს ამერიკულ სანქციებთან ბრძოლაში დაეხმარება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

სიჩქარის კონტროლი

08 დეკემბერი 2019, 13:32

ძალოვნები

ცნობილია, სად ამოქმედდება საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 12 სექცია

2019 წლის 9 დეკემბრიდან საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2019, 13:10

საქართველო

მდინარაძე: გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს საუბარი არასერიოზული იქნება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 18:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

მამუკა ხაზარაძე

08 დეკემბერი 2019, 12:51

საქართველო

ხაზარაძე: ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის. ასე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც დღეს თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

ოზი ოსბორნი

08 დეკემბერი 2019, 12:30

კულტურა

ოზი ოსბორნი მეგობრის მოპარული ნივთების დასაბრუნებლად $25 ათასს იხდის

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი მისი გარდაცვლილი მეგობრის, რენდი როადსის მოპარული ნივთების დასაბრუნებლად 25 000 დოლარს გადაიხდის. Daily Mail-ის ცნობით, 25 000 დოლარს მიიღებს ადამიანი, ვინც გამოძიებას ქურდების დასაკავებლად ​და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს.

კარლ ჰარცელი

08 დეკემბერი 2019, 12:08

საქართველო

ევროკავშირის ელჩი: იმედი მაქვს მხარეები შეთანხმების მისაღწევად გზებს მოძებნიან

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს დაგეგმილ მორიგ შეხვედრას მიესალმება.ელჩი დიალოგს პოზიტიურ ფაქტად აფასებს. მხარეებს შორის შეხვედრების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს.

ანდრიუს კუბილიუსი

08 დეკემბერი 2019, 11:50

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: ჩვენი ხმა ოპოზიციას და მმართველ პარტიას შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება

„ამ დიალოგმა ნდობის აღდგენას უნდა შეუწყოს ხელი, ჩვენი ამის სურვილი გვაქვს. ის რომ, მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა არ შეასრულა, ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ხალხში და საქართველოს ბევრ მეგობარში ევროკავშირიდან“.

დეივიდ დათუნა

08 დეკემბერი 2019, 11:49

ტაბლოიდი

120 ათას დოლარად გაყიდული ბანანი ქართველმა არტისტმა შეჭამა

მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კედელზე მიკრული ბანანი, რომელიც 120 ათას დოლარად გაიყიდა, ქართველმა პერფორმანს-არტისტმა დავით დათუნამ შეჭამა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. დეივიდ დათუნამ თავის პერფორმანსს „მშიერი არტისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ არტინსტალაცია ძალიან გემრიელი იყო.

კარლ ჰარცელი

08 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ

ენერგოუსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ.

პოლიცია

08 დეკემბერი 2019, 10:30

ძალოვნები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი, 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკონსულო მომსახურების ცენტრი

08 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

საქართველოს საელჩოებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები იქმნება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია. საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები, მოსაცდელი და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა მოთხოვნებს.

დაბერება

08 დეკემბერი 2019, 09:58

მსოფლიო

ნიუ-დელიში ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ANI ავრცელებს. დედაქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი 55 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 27 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.

08 დეკემბერი 2019, 09:51

მსოფლიო

ბორდოში პოლიციელებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებზე თავდასხმა გუშინ, „ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს უნდა მომხდარიყო. პოლიციამ დაკავებულების ბინაში ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისთვის საჭირო ნივთები იპოვა. დაკავებულები ბორდოში საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტიდან ჩავიდნენ.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 09:19

საქართველო

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეორე შეხვედრა გაიმართება

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ენტონი ჯოშუა ენდი რუისი

08 დეკემბერი 2019, 08:28

სპორტი

ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და ჩემპიონის 4 ქამარი დაიბრუნა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO), კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) და ​კრივის საერთაშორისო​ ორგანიზაციის (IBO) ვერსიებით ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ამერიკელი ენდი რუისი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოჰამედ საიდ ალშამრანი

08 დეკემბერი 2019, 08:16

მსოფლიო

ფლორიდელი მსროლელი თავდასხმამდე მასობრივი სროლის ვიდეოებს უყურებდა

საუდელმა სამხედრომ, მოჰამედ საიდ ალშამრანიმ, რომელმაც ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები სახლში მიიწვია და მასობრივი სროლის ვიდეოები ჩაურთო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.