imedi /  13 ნოემბერი 2019, 12:56 / სანდო წყარო

პარლამენტთან აქცია „არ გაბედო ჩაგდება“ იმართება

პროპორციული არჩევნები

პარლამენტთან, იქ სადაც შენობის ეზოში მანქანების შესასვლელია, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით „არ გაბედო ჩაგდება“. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“. 

მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით აცილებენ პარლამენტში მმართველი გუნდის დეპუტატებს. 

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის დამტკიცება. მათი განცხადებით, მათთვის პრინციპულია 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ ცრუ დაპირება მიიღეს მმართველი გუნდისგან. აქციის მონაწილეების თქმით, ყველაფერი, რაც გუშინ და დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდება წინასწარ გაწერილი გეგმის და სცენარის ნაწილია.

სირცხვილიამ“ საპროტესტო აქცია პარლამენტთან გუშინაც გამართა.

აქციის პარალელურად კი პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც პლენარული სხდომა დაიწყება. დღეს დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე უნდა იმსჯელოს და კენჭი უყაროს.

მანამდე მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. 

უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.

12 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. 

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემის და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

 

ყველა სიახლე

ნენსი პელოსი

05 დეკემბერი 2019, 18:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის მიზნით ბრალდებებს წარუდგენენ

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიმ შესაბამის დოკუმენტაციის მომზადებას პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნედლერს დაავალა. მისი თქმით, ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, პრეზიდენტმა კი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

Sea Launch-ის სადგური

05 დეკემბერი 2019, 18:10

ტექნოლოგიები

რუსული S7 Space სარაკეტო კოსმოსურ კომპლექსს აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანს

S7 Space-ში აცხადებენ, რომ მცურავი კოსმოდრომის დისლოკაციის გეგმაზე თანხმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გასცა. კომპლექსს შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს გადაიტანენ და Sea Launch-ი დროებით სლავიანკას პორტში განთავსდება. S7 Space-მა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსიდან პირველი გაშვება 2017 წელს განახორციელა.

ინდოეთი ძალადობა

05 დეკემბერი 2019, 17:56

მსოფლიო

ინდოეთში ძალადობაში ეჭვმიტანილებმა მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდეს

ქალი რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქალს სხეულის 90%-ის მძიმე დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. 2 მათგანს დაზარალებული ძალადობაში ადანაშაულებდა.

ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში

05 დეკემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს ჩატარდება

აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა. აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება.

ძაღლი

05 დეკემბერი 2019, 17:26

საქართველო

წნორში ერთ-ერთ სახლში მძიმე პირობებში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს

სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი. როგორც გურგენიძემ imedinews-ს განუცხადა, სახლის მეპატრონე მ.ს.-ს ძაღლებზე მზრუნველი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა.

ორსულობა

05 დეკემბერი 2019, 17:22

მსოფლიო

ევროპულმა სასამართლომ ქალს გარდაცვლილი შვილის სპერმის გამოყენების უფლება არ მისცა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ქალს არ აქვს უფლება გამოიყენოს გარდაცვლილი შვილის სპერმა იმისთვის, რომ მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულოს და შვილიშვილი იყოლიოს. საქმე პეტითორი ლანცმანის საქმეს შეეხება, რომელიც ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლანცმანის ქვრივია.

ზუგდიდის სასამართლო

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

ნარკოდანაშაულზე ბერთან ერთად დაკავებულს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და რომან მალანია 4 დეკემბერს დააკავეს.

ვლადიმერ ბორცვაძე

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და პედაგოგი დააკავეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფკინგის ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგები. ამის შესახებ ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეგერთ მილდერი

05 დეკემბერი 2019, 16:53

კულტურა

ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში საქართველოზე დაწერილი სიმღერით მონაწილეობს. ვიდეო

სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მუსიკალური რგოლი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული. როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში ამ ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთი

05 დეკემბერი 2019, 16:37

საქართველო

რუსული მედია ხანგოშვილზე წერს რომ ის თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა

ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც აგვისტოში ბერლინში მოკლეს, ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო კავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება Интерфакс-ი ავრცელებს.

წლის ფერი

05 დეკემბერი 2019, 16:34

კულტურა

2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა

საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მ 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა.მომავალი წლის ფერი 19-4052 Classic Blue ანუ კლასიკური ლურჯი იქნება. ეს ფერი სიმშვიდესთან და დამაჯერებლობასთან ასოცირდება.

ჰუბერტ ქნირში

05 დეკემბერი 2019, 16:30

საქართველო

გერმანიის ელჩი: საქართველო გამოწვევის წინაშე დგას

საქართველო დგას გამოწვევის წინაშე, იპოვოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გზები, რომელიც მომავალში შევა ძალაში. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა Imedinews-ს განუცხადა. ჰუბერტ ქნირშმა ამ თემაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

05 დეკემბერი 2019, 16:26

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გამორიცხა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასოდეს მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს. „ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ვაპირებთ რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას, მათ შორის არც მოძმე რუსეთის“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

უმრავლესობის სხდომა

05 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმარება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

სვეტლანა მედვედევა

05 დეკემბერი 2019, 16:21

მსოფლიო

მედვედევის ორსაათიან პრესკონფერენციაზე მისი ცოლის $50-მილიონიან თვითმფრინავზე კითხვა არ დასმულა

რუსეთის პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ორსაათიანი პრესკოფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა სხვადასხვა საკითხზე დაუსვეს შეკითხვები, თუმცა არცერთი მათგანი არ შეეხებოდა მისი ცოლის საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავს.

დიმიტრი მედვედევი

05 დეკემბერი 2019, 16:13

საქართველო

მედვედევმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა

„ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მოვლენათა განვითარებამ გვაჩვენა, რომ ეს ერთადერთი და გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ხავიერ ტებასი

05 დეკემბერი 2019, 15:54

სპორტი

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა. ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის თებერვალში აირჩიეს. 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა, რის გამოც ზედიზედ მესამე ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა.

ნიკა გვარამია

05 დეკემბერი 2019, 15:48

ძალოვნები

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. დამატებით დეტალებს Imedinews სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში არკვევს.

პლანეტები და მზე

05 დეკემბერი 2019, 15:43

ტექნოლოგიები

NASA-მ მზის ყველაზე ახლოდან დაკვირვების პირველადი შედეგები წარადგინა

"პარკერმა" მზე 24 მილიონი კილომეტრის დაშორებიდან შეისწავლა. ზონდი მზესთან მერკურზე უფრო ახლოს მდებარეობდა, მერკური კი მზის სისტემაში პირველი პლანეტაა და შესაბამისად მზესთან ახლოს მდებარეობს. ზონდმა მზის ქარის შესახებ ახალი ინფორმაცია შეაგროვა.

05 დეკემბერი 2019, 15:34

საქართველო

სოფო კილაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ აქცია იმართება

აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ კილაძე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, კომენტარს არ აკეთებს იმ ფაქტებზე, რომლებიც ბოლო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოხდა.