imedi /  14 ნოემბერი 2019, 10:52 / სანდო წყარო

პრემიერი: პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია

გიორგი გახარია პროპორციული არჩევნები

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, როპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. პრემიერი იმედოვნებს, რომ "თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას". ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება იყო.

"მინდა, ​ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი.

იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული", - განაცხადა პრემიერმინისტრამ გიორგი გახარიამ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას ცდილობენ.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, სადაც დღეს პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია. 12 ნოემბერს პარლამენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ჟენევა

11 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს

სეპატისტული რეჟიმის წარმომადგენელი ქართველ ჟურნალისტებთან არ საუბრობს. დისკუსიების შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მძიმე რაუნდია მოსალოდნელი. ლაშა დარსალიას თქმით, ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

ახალი წელი

11 დეკემბერი 2019, 14:00

ტაბლოიდი

ამერიკულმა კომპანიამ თანამშრომლები საშობაოდ $10 მილიონით დაასაჩუქრა

კომპანიის დამფუძნებლის, ედვარდ სანტ ჯონის თქმით, თითოეული თანამშრომელი პრემიის შესაბამისს ოდენობას დაკავებული თანამდებობის მიხედვით მიიღებს, თუმცა საშუალოდ პრემია 50 ათასი დოლარი იქნება, გარკვეული თანამდებობის მქონე თანამშრომლები კი 250 ათას დოლარსაც კი მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ მას საგანგებოდ აბულინგებენ

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებითა და ინტერპრეტაციებით.

ემილიანო ნახატი

11 დეკემბერი 2019, 13:38

მსოფლიო

მექსიკის გმირის შიშველ ნახატს მეხიკოში პროტესტი მოჰყვა

მეხიკოში არტ გალერეის შესასვლელი პროტესტის მონაწილეებმა ჩაკეტეს. ისინი აპროტესტებენ გალერეაში რევოლუციური გმირის, ემილიანო ზაპატას შესახებ შესრულებულ ნახატს, რომელზეც ის შიშველი ზის ცხენზე. ნახატზე ემილიანო ზაპატას ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და ვარდისფერი ქუდი ახურავს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:12

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო 13 დეკემბერს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმს შვილს ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა მიაწოდა.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:06

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. საუბარია პრეზიდენტის ციტატაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არ აქვს იარაღი.

გიგი უგულავა
გოკა გაბაშვილი

11 დეკემბერი 2019, 12:54

საქართველო

გიგი უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შემთხვევა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სესხები

11 დეკემბერი 2019, 12:52

ეკონომიკა

111 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ.

11 დეკემბერი 2019, 12:38

ვიდეო

მხატვრობა მძივებით და ასაკში ნაპოვნი ჰობი

ეროვნული ბანკი

11 დეკემბერი 2019, 12:27

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

11 დეკემბერი 2019, 12:26

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტარანტინო

11 დეკემბერი 2019, 12:20

კულტურა

ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს

კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება. „მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.

პეტერ ჰანდკე

11 დეკემბერი 2019, 12:11

კულტურა

5 ქვეყნის ბოიკოტის ფონზე პეტერ ჰანდკეს ნობელის პრემია გადასცეს

ამ პროტესტის მიზეზი კი ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში ნობელიის პრემიის გადაცემა გახდა. პეტერ ჰანდკე მხარს უჭერდა სერბეთს და მის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც იუგოსლავიის ომებში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში იყო ბრალდებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

11 დეკემბერი 2019, 11:54

საქართველო

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

11 დეკემბერი 2019, 11:53

ძალოვნები

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

ვიქტორ წილოსანი

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანმა ამ პოზიციაზე მამუკა მუმლაძე შეცვალა, რომელიც კალაძის თქმით არ მიდის გუნდიდან და მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

112

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება: საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო. სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო /სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

კახა კალაძე მიკროავტობუსი

11 დეკემბერი 2019, 11:24

საქართველო

კახა კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ახალ ავტობუსებს უახლოეს პერიოდში შეიმოიყვანენ. პირველ ეტაპზე 300 ერთეულ მიკრო ავტობუსს დედაქალაქის მერია საკუთარი ბიუჯეტით შეიძენს.

კარლო ანჩელოტი

11 დეკემბერი 2019, 11:18

სპორტი

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა. ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია.

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

11 დეკემბერი 2019, 11:06

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები სასწავლო ფრენებს ჩამოაშორეს

ფლორიდაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში მყოფი სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები ფრენებს ჩამოაშორეს. თავდაცვის მიდივნის მარკ ესპერის ბრძანების თანახმად, ყველა ფრენა შეჩერდა, თუმცა საკლასო სწავლებები გრძელდება.