Imedi /  15 ნოემბერი 2019, 09:53 / სანდო წყარო

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს

რუსთაველის გამზირი

აქცია რუსთაველის გამზირზე

აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება. სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ჯებირებით შემოსაზღვრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე ამის მიზეზად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსებას ასახელებს და განმარტავს, რომ ტერიტორია ჯებირებით უსაფრთხოების მიზნით შემოსაზღვრეს.

რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ კვლავ გადაკეტილია. ავტომანქანები ქაშვეთის ეკლესიამდე და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობენ.
პარლამენტის შენობის წინ რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებმაც ადგილზე კასრებში ცეცხლი დაანთეს.

გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე კარვები და ხის კონსტრუქციებია განთავსებული. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ კარვებში მთელი ღამით დარჩება. მათივე თქმით, 24-საათიან რეჟიმში აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა.

ყველა სიახლე

ემილიანო ნახატი

11 დეკემბერი 2019, 13:38

მსოფლიო

მექსიკის გმირის შიშველ ნახატს მეხიკოში პროტესტი მოჰყვა

მეხიკოში არტ გალერეის შესასვლელი პროტესტის მონაწილეებმა ჩაკეტეს. ისინი აპროტესტებენ გალერეაში რევოლუციური გმირის, ემილიანო ზაპატას შესახებ შესრულებულ ნახატს, რომელზეც ის შიშველი ზის ცხენზე. ნახატზე ემილიანო ზაპატას ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და ვარდისფერი ქუდი ახურავს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:12

ძალოვნები

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო 13 დეკემბერს განიხილავს. ე.წ. სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს ინფორმაცია ექიმს შვილს ირინა გაფრინდაშვილს ვლადიკავკაზელმა ადვოკატმა მიაწოდა.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2019, 13:06

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. საუბარია პრეზიდენტის ციტატაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არ აქვს იარაღი.

გიგი უგულავა
გოკა გაბაშვილი

11 დეკემბერი 2019, 12:54

საქართველო

გიგი უგულავას თქმით, მას და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შემთხვევა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.დამატებითი დეტალების გარკვევას imedinews-ი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

სესხები

11 დეკემბერი 2019, 12:52

ეკონომიკა

111 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ.

11 დეკემბერი 2019, 12:38

ვიდეო

მხატვრობა მძივებით და ასაკში ნაპოვნი ჰობი

ეროვნული ბანკი

11 დეკემბერი 2019, 12:27

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

11 დეკემბერი 2019, 12:26

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტარანტინო

11 დეკემბერი 2019, 12:20

კულტურა

ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს

კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება. „მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.

პეტერ ჰანდკე

11 დეკემბერი 2019, 12:11

კულტურა

5 ქვეყნის ბოიკოტის ფონზე პეტერ ჰანდკეს ნობელის პრემია გადასცეს

ამ პროტესტის მიზეზი კი ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში ნობელიის პრემიის გადაცემა გახდა. პეტერ ჰანდკე მხარს უჭერდა სერბეთს და მის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც იუგოსლავიის ომებში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში იყო ბრალდებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

11 დეკემბერი 2019, 11:54

საქართველო

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

11 დეკემბერი 2019, 11:53

ძალოვნები

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

112

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება: საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო. სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო /სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

ვიქტორ წილოსანი

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანმა ამ პოზიციაზე მამუკა მუმლაძე შეცვალა, რომელიც კალაძის თქმით არ მიდის გუნდიდან და მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

კახა კალაძე მიკროავტობუსი

11 დეკემბერი 2019, 11:24

საქართველო

კახა კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ახალ ავტობუსებს უახლოეს პერიოდში შეიმოიყვანენ. პირველ ეტაპზე 300 ერთეულ მიკრო ავტობუსს დედაქალაქის მერია საკუთარი ბიუჯეტით შეიძენს.

კარლო ანჩელოტი

11 დეკემბერი 2019, 11:18

სპორტი

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა. ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია.

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

11 დეკემბერი 2019, 11:06

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები სასწავლო ფრენებს ჩამოაშორეს

ფლორიდაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში მყოფი სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები ფრენებს ჩამოაშორეს. თავდაცვის მიდივნის მარკ ესპერის ბრძანების თანახმად, ყველა ფრენა შეჩერდა, თუმცა საკლასო სწავლებები გრძელდება.

ავღანეთი

11 დეკემბერი 2019, 11:03

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად. მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია

მიწისძვრა

11 დეკემბერი 2019, 10:55

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან 10:30 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

ელექტრომობილი

11 დეკემბერი 2019, 10:34

ეკონომიკა

მსოფლიოში ელექტროთვითმფრინავით პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა

როგორც კომპანიები Harbour Air-ი და magniX-ი აცხადებენ, ეს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშავე ვერტმფრენით შესრულებული პირველი კომერციული რეისი იყო. ელექტროენერგიის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნახშირბადის ემისიების შემცირებას საავიაციო სექტორში.