imedi /  17 ნოემბერი 2019, 16:21 / სანდო წყარო

ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადადებით ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მუდმივად იტყუება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა „იმედს“ განუცხადა.

„ახალი ზურაბ ადეიშვილია ირაკლი კობახიძე და მუდმივად იტყუება. თითქოს არც გერმანული მოდელის მიღება შეიძლება, არც პატრიოტების ინიციატივის გათვალისწინება. ტყუილია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ აქციებს იწყებს, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება. პარალელურად ოპოზიციის სხვა ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ. 

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს დატოვა. მას საქართველოში სასამართლოს მიერ განაჩენი აქვს გამოტანილი ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და მისი დარბევის საქმეზე. მას პატიმრობა აქვს მისჯილი "აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზეც. ასევე ბრალდებულია ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე.

ასევე მსჯავრდებულია ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებითაც (ე.წ. ციხის კადრების საქმე). ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი პარლამენტარ კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ინტერპოლმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი 2015 წლის აპრილში გააუქმა.

ყველა სიახლე

უკრაინა

08 დეკემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ ნორმანდიული ოთხეულის მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი რამ დათმოს.

საუდის არაბეთი რესტორანი

08 დეკემბერი 2019, 21:51

მსოფლიო

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ

აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

მაჭანკლობა

08 დეკემბერი 2019, 21:30

ტაბლოიდი

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო და დაქორწინდა, მალევე ლისა დენის დონორიც გახდა

ლისა და დენ სამერსებმა არ იცოდნენ თუ რა ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ონლაინ სამაჭანკლო აპლიკაციით გაიცნეს, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწიდნენ. დენი, ახლა 30 წლის არის და ჯერ კიდევ 10 წლის წინ იცოდა, რომ მომავალში თირკმელთან დაკავშირებით სირთულეები შეხვდებოდა.

ბორის ჯონსონი

08 დეკემბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის მამამ ბორის ჯონსონს მატყუარა უწოდა

დავიდ მერიტმა, რომლის შვილიც ტერორიზმისთვის გასამართლებულმა უსმან ხანმა დაჭრა, ბორის ჯონსონი მის ოპონენტთან ჯერემი კორბინთან ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, მატყუარად და თაღლითად დაახასიათა. დავიდ მერიტის თქმით, მომხდარის მოტივები და იყო თუ არა მისი არიდება შესაძლებელი ცნობილი დიდი ხანი არ იქნება.

ენოტი

08 დეკემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ლეიკემია

08 დეკემბერი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

მედიკამენტს PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 20:32

მსოფლიო

ტრამპმა ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდა

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

Juice Wrld

08 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

რეპერი Juice Wrld-ი 21 წლისა გარდაიცვალა

8 დეკემბერს მუსიკოსი აეროპორტში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, ცუდად გახდა - მას პირიდან სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Billboard-ის 2019 წლის პრემიაზე რეპერი ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი" დააჯილდოეს.

The Worlds Big Sleepout

08 დეკემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

ათობით ათასმა ადამიანმა უსახლკაროების დასახმარებლად ღამე ქუჩაში გაატარა

მოხალისეებმა ეს აქცია „The World's Big Sleepout“-ის ფარგლებში გაატარეს, რომლის მიზანიც უსახლკაროებისთვის 50 მილიონი დოლარის შეგროვება იყო. აქცია მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა. ორგანიზატორების მონაცემებით, მასში მონაწილეობა დაახლოებით 60 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2019, 19:39

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელს თეთრ სახლში ჩემზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რაც მის წინამორბედებს არ გაუკეთებიათ. 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. გასულ წელს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა.

ალექსანდრ გაბიშევი

08 დეკემბერი 2019, 19:18

ტაბლოიდი

იაკუტელმა შამანმა პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

გაბიშევი მსვლელობას ორი ადამიანის და ოთხი ძაღლის თანხლებით აგრძელებს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.

პროპორციული არჩევნები

08 დეკემბერი 2019, 19:10

საქართველო

თალაკვაძე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნების ნიშნებს ხედავს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების ნიშნები არსებობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრის დაწყებამდე თქვა და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას შემოთავაზებები ექნება, მმართველი გუნდი პასუხების მოსაფრიქრებლად დროს აიღებს.

საჭმელად ვარგისი ჭიქა

08 დეკემბერი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ახალზელანდიური ავიაკომპანია მგზავრებს ყავას საჭმელად ვარგის ჭიქებში მიართმევს

Air New Zealand-ი კომპანია Twiice-თან თანამშრომლობს, რომელიც ასეთ ჭურჭელს მცენარეული მასალისგან ამზადებს და სხვადასხვა გემოს უმატებს. ჭიქებს რამდენიმე რეისზე უკვე იყენებენ. მათ ვანილის გემო აქვს და ცხელი სითხის გამო არ დნება. მგზავრებმა, რომლებმაც ახალი ჭიქები უკვე გასინჯეს, ჭურჭელი დადებითად შეაფასეს.

გაზით მოწამვლა

08 დეკემბერი 2019, 18:32

საქართველო

ნოემბერში თბილისში 3800-ზე მეტი ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნეს

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში დედაქალაქში 3867 ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის ყველაზე მეტი შემთხვევა ისანი-ვაზისუბანში გამოვლინდა - 962 კანონდარღვევა. შემდეგ ადგილზე კი სამგორია - 878.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 18:25

საქართველო

„შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პეტერ ჰანდკე

08 დეკემბერი 2019, 18:18

მსოფლიო

კოსოვო ნობელის პრემიას პეტერ ჰანდკეს დაჯილდოების გამო ბოიკოტს უცხადებს

კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნობელის პრემიის მფლობელი პეტერ ჰანდკე სერბეთის ყოფილი დიქტატორის სლობოდან მილოშევიჩის "მეგობარი და მხარდამჭერია". ამის გამო, კოსოვოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს.

სავაჭრო ომი

08 დეკემბერი 2019, 18:05

ეკონომიკა

ჩინეთიდან ექსპორტი აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე ისევ შემცირდა

აშშ-ში ექსპორტი კი 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. ჩინეთის საქონელზე აშშ-ის ახალი ტარიფები შემდეგი კვირიდან ამოქმედდება. პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო დავის გამწვავის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოტენციურ გარიგებაზე, თუმცა მხარეები დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: მხარს ვუჭერთ საარჩევნო სისტემაში მეტ პროპორციულობას

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდნენ. შეხვედრის შემდეგ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

08 დეკემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

გერმანია რუსეთს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ეჭვობს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. „მტკიცებულება ბევრია. რუსულმა მხარემ ამ დანაშაულის გამოძიებაში წვლილი უნდა შეიტანოს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

სირია ავიაიერიში

08 დეკემბერი 2019, 16:45

მსოფლიო

სირიაში ირანელი სამხედროების ბანაკზე ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბანაკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ტელეარხ Al Hadath-ის ცნობით, დიდი ალბათობით, ავიაიერიში ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს. ავიაიერიშს სულ მცირე 5 სამხედრო ემსხვერპლა.