imedi /  17 ნოემბერი 2019, 16:26 / სანდო წყარო

ბათუმში მოქალაქემ თქვა რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო და ახლა აქციას უერთდება

აქცია ბათუმში

ბათუმში აქციას "ქართულ ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი შეურთდა. როგორც მანუჩარ ვერულიძემ განაცხადა, ის პარტიის ქობულეთის ორგანიზაციაში 2012 წლიდან იყო. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ის "ქართული ოცნების" აქტივისტებს მოუწოდებს მიბაძონ მას.

"ქართული ოცნების" ქობულეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანის გელა გოგიტიძის თქმით, მანუჩარ ვერულიძე "ქართული ოცნების" წევრი არასდროს ყოფილა. "2012 წელს თავისუფალ დემოკრატების აქტივისტი იყო. კოალიციურ რეჟიმში პარტიები კი ვიმყოფებოდით, თუმცა იგი "ქართული ოცნების" რიგებში არასდროს არ ყოფილა და შესაბამისად, ჩვენი პარტიის წევრი არ არის", - განაცხადა გელა გოგიტიძემ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები შეიკრიბნენ. ისინი თბილისის მსგავსად რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ. 

პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქციის გამართვას აპირებს დღეს თბილისში "პატრიოტთა ალიანსიც". 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ. 

ყველა სიახლე

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 09:19

საქართველო

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეორე შეხვედრა გაიმართება

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

დაბერება

08 დეკემბერი 2019, 09:04

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ადამიანის დაბერების სამი ეტაპი დაასახელეს

მეცნიერებმა ადამიანის დაბერების სამი ეტაპი დაასახელეს. კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ დროს სისხლის თხევადი ნაწილის ცილებში გარკვეული ცვლილებები ხდება. კვლევაში 18-95 წლის ასაკის 4263 ადამიანი მონაწილეობდა.

ლა გრელი

08 დეკემბერი 2019, 08:42

ტაბლოიდი

ფრანგული სოფლის მოსახლეობას დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აუკრძალეს

საფრანგეთში, ლუარას დეპარტამენტის სოფელ ლა გრელში, რომელშიც 900 ადამიანი ცხოვრობს, დასვენებისა და უქმე დღეებში გარდაცვალება აკრძალეს. ლა გრელის მერის იზაბელ დიუჟლეს ბრძანება ლა გრელის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიუჟლეს ეს ბრძანება რეგიონში ექიმების მწვავე დეფიციტს უკავშირდება.

ენტონი ჯოშუა ენდი რუისი

08 დეკემბერი 2019, 08:28

სპორტი

ენტონი ჯოშუამ ენდი რუისი დაამარცხა და ჩემპიონის 4 ქამარი დაიბრუნა

კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO), კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) და ​კრივის საერთაშორისო​ ორგანიზაციის (IBO) ვერსიებით ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ ამერიკელი ენდი რუისი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოჰამედ საიდ ალშამრანი

08 დეკემბერი 2019, 08:16

მსოფლიო

ფლორიდელი მსროლელი თავდასხმამდე მასობრივი სროლის ვიდეოებს უყურებდა

საუდელმა სამხედრომ, მოჰამედ საიდ ალშამრანიმ, რომელმაც ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები სახლში მიიწვია და მასობრივი სროლის ვიდეოები ჩაურთო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .

Kempinski Hotel Bahia-ს ნაძვის ხე

07 დეკემბერი 2019, 22:37

ტაბლოიდი

ესპანურმა სასტუმრომ ნაძვის ხის მოსართავად $15 მილიონი დახარჯა

Kempinski Hotel Bahia-ში, რომელიც ქალაქ მარბელაში მდებარეობს, ნაძვის ხის გალამაზება სათამაშოების ნაცვლად ძვირფასი ქვებით გადაწყვიტეს. ამისთვის წითელი, თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, სამკაულები და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი შოკოლადის ფიგურები გამოიყენეს.

კინოფესტივალი

07 დეკემბერი 2019, 22:19

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

ძაღლები

07 დეკემბერი 2019, 22:03

ტექნოლოგიები

აშშ-ში ჯარში მომსახურე ძაღლებისთვის დამცავი ქუდი შეიქმნა

იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა. სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეტანა გადაიფიქრა

„მექსიკური კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაო დასრულებულია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა იმ ადამიანის თხოვნით, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, პროცესს დროებით შევაჩერებთ“, - დაწერა ტრამპმა.

07 დეკემბერი 2019, 20:47

საქართველო

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ორი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს სავარაუდოდ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ზაზა ურუშაძე

07 დეკემბერი 2019, 20:45

კულტურა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

თალიბანი აშშ მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს

მხარეები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი საკითხები უსაფრთხოების გაზრდაა, რომელმაც შემდეგ „თალიბანის“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გადაიზარდოს.

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი

07 დეკემბერი 2019, 19:47

საქართველო

ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა

ამის შესახებ Le Monde-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.