imedi /  17 ნოემბერი 2019, 23:56 / სანდო წყარო

ვოლსკი სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკურ ოპონენტებს აბრალებს

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი შექმნილ კრიზისში ოპონენტებს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან გერმანული მოდელის შეთავაზება იმის მანიშნებელია, რომ ის დიალოგისთვის მზად არ არის. 

„შეთავაზება ამ სისტემის არის უკვე დადასტურება, შეფარული მიზანი იმისათვის, რათა რევოლუციური სცენარი განავითარონ და არანაირი დიალოგისთვის ესენი არ იყვნენ მზად. ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ჩამცხრალიყო და მოსულიყო წესრიგში. დღე არ გამოეტოვებინათ, რომ ეს სიტუაცია არ აეყირავებინათ. მე არა ვარ პარანოიდალური აზროვნების ადამიანი, მაგრამ ვუშვებ, რომ ამ თემას ავითარებდნენ იმიტომ, რომ არც გერმანულში, არც პროპორციულში, არც ავსტრალიურში არავითარი შანსი არ აქვთ წინ წასვლის, იმაზე მეტად, რაც აქვთ. მათ გააანალიზეს სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირებისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.  

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, იმ საქმეების და პროექტების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუმ“ გააკეთა, მმართველ გუნდის გამარჯვებას არცერთი საარჩევნო სისტემის პირობაში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ „ოცნებამ“ რაღაც კვლევა ჩაატარა, არასერიოზულია.

მანამდე, გადაცემაში „კვირის თემა“, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდება და ივანიშვილის დაპირების არშესრულება იმას დაუკავშირა, რომ „ოცნებამ“ სავარაუდოდ ჩაატარ კვლევა და მიხვდა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში არჩევნებში დამარცხდებოდა.  

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე ისევ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე აქციის მონაწილეები, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს

ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .

Kempinski Hotel Bahia-ს ნაძვის ხე

07 დეკემბერი 2019, 22:37

ტაბლოიდი

ესპანურმა სასტუმრომ ნაძვის ხის მოსართავად $15 მილიონი დახარჯა

Kempinski Hotel Bahia-ში, რომელიც ქალაქ მარბელაში მდებარეობს, ნაძვის ხის გალამაზება სათამაშოების ნაცვლად ძვირფასი ქვებით გადაწყვიტეს. ამისთვის წითელი, თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, სამკაულები და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი შოკოლადის ფიგურები გამოიყენეს.

კინოფესტივალი

07 დეკემბერი 2019, 22:19

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

ძაღლები

07 დეკემბერი 2019, 22:03

ტექნოლოგიები

აშშ-ში ჯარში მომსახურე ძაღლებისთვის დამცავი ქუდი შეიქმნა

იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა. სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეტანა გადაიფიქრა

„მექსიკური კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაო დასრულებულია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა იმ ადამიანის თხოვნით, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, პროცესს დროებით შევაჩერებთ“, - დაწერა ტრამპმა.

07 დეკემბერი 2019, 20:47

საქართველო

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ორი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს სავარაუდოდ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ზაზა ურუშაძე

07 დეკემბერი 2019, 20:45

კულტურა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

თალიბანი აშშ მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს

მხარეები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი საკითხები უსაფრთხოების გაზრდაა, რომელმაც შემდეგ „თალიბანის“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გადაიზარდოს.

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი

07 დეკემბერი 2019, 19:47

საქართველო

ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა

ამის შესახებ Le Monde-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.

დემონსტრაცია ბაღდადში

07 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

ერაყში უცნობმა თავდამსხმელებმა სულ ცოტა 20 დემონსტრანტი მოკლეს

თავდამსხმელები ერაყის დედაქალაქი რამდენიმე ადგილას პიკაპებით გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. გაუგებარია ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. სახელმწიფო მედიამ თავდამსხმელებს „უცნობი პირები“ უწოდა.

07 დეკემბერი 2019, 19:01

ეკონომიკა

საფრანგეთში მძღოლებმა გადასახადის ზრდის გამო 15 ავტომაგისტრალი გადაკეტეს

საფრანგეთის 11 რეგიონში მძღოლებმა 15 მსხვილი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ამ გზებზე საერთაშორისო გადაზიდვები ხორციელდება. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, გაფიცვის მიზეზია წვრილი სატრანსპორტო კომპანიებისათვის დაბეგვრის გაზრდა. ამ დროსითვის პარიზის, ლილის და ბელგიის მიმართულებით ავტომაგისტრალები გადაკეტილია.

მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი

07 დეკემბერი 2019, 18:32

ტექნოლოგიები

ჩინეთში მსოფლიოში პირველად მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი დაიბადა

ცხოველების დაბადება ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაა, რომლებსაც შემდეგ გადანერგვისთვის გამოიყენებენ. მეცნიერთა ნაწილი ჩინეთს მსგავსი ექსპერიმენტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ნინო ბურჯანაძე

07 დეკემბერი 2019, 18:27

საქართველო

ბურჯანაძე უარყოფს რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა

ნინო ბურჯანაძე უარყოფს, მოსკოვში ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში განაცხადა. ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა, „სწორი პოლიტიკური შეფასებისთვის“.

07 დეკემბერი 2019, 18:19

თემა

ვის ემართება ფილტვის კიბო? მხოლოდ მწეველებს?

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94%-სარაგადამდები დაავადებები იწვევს, საერთო სიკვდილიანობის 14%-ი კი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების შემდეგ (საერთო სიკვდილიანობის 69%-ი) მეორე ადგილი უჭირავს. კიბოს პოპულაციური რეგისტრის (საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა) მონაცემებით, ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეა, კაცებში კი - ფილტვის კიბო, რომელსაც სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს ფილტვის კიბომ ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მხრივმსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.