imedi /  18 ნოემბერი 2019, 14:10 / სანდო წყარო

არასამთავრობოები: „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

პროპორციული არჩევნები

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. 

ორგანიზაციები ამის მიზეზებსაც განმარტავენ:

"კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე. ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს.

აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, „საარჩევნო  კოდექსში” ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში.
შერეული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional)  საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. ის ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები. 

კლასიკური „გერმანული მოდელი” ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა. 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას", - აცხადებენ საერთო წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

რუსთაველის გამზირზე აქცია მეორე დღეა გრძელდება. დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები არ შეუშვეს

17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

რას გულისხმობს ე.წ. გერმანული მოდელი, ვრცლად გაეცანით ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ახალგორი

05 დეკემბერი 2019, 19:06

მსოფლიო

დეფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე მოქალაქეს „გამშვები პუნქტის“ გადაკვეთის საშუალება მისცა

დეფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რამდენიმე მკვიდრს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება მისცა. 80 წლის ქალს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, ე. წ. გამშვებ პუნქტი ფეხით გადაკვეთა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი ელოდებოდა.

ირანი რაკეტა

05 დეკემბერი 2019, 19:02

მსოფლიო

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შექმნაში ადანაშაულებენ

ევროპულმა სახელმწიფოებმა შესაბამისი წერილით გაეროს მიმართეს. დოკუმენტში საუბარი რაკეტა „შაჰაბ-3“-ზეა, რომლის ახალ ვარიანტს თეირანი ტესტირებისთვის იყენებს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტექნიკურად რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. აღნიშნულია, რომ ასეთი რაკეტების შექმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

ნენსი პელოსი

05 დეკემბერი 2019, 18:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის მიზნით ბრალდებებს წარუდგენენ

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიმ შესაბამის დოკუმენტაციის მომზადებას პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნედლერს დაავალა. მისი თქმით, ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, პრეზიდენტმა კი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

Sea Launch-ის სადგური

05 დეკემბერი 2019, 18:10

ტექნოლოგიები

რუსული S7 Space სარაკეტო კოსმოსურ კომპლექსს აშშ-დან შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანს

S7 Space-ში აცხადებენ, რომ მცურავი კოსმოდრომის დისლოკაციის გეგმაზე თანხმობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გასცა. კომპლექსს შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს გადაიტანენ და Sea Launch-ი დროებით სლავიანკას პორტში განთავსდება. S7 Space-მა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსიდან პირველი გაშვება 2017 წელს განახორციელა.

ინდოეთი ძალადობა

05 დეკემბერი 2019, 17:56

მსოფლიო

ინდოეთში ძალადობაში ეჭვმიტანილებმა მსხვერპლს ცეცხლი წაუკიდეს

ქალი რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქალს სხეულის 90%-ის მძიმე დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 კაცი დააკავა. 2 მათგანს დაზარალებული ძალადობაში ადანაშაულებდა.

ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში

05 დეკემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 თებერვალს ჩატარდება

აზერბაიჯანის პარლამენტმა 2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა. აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება.

ძაღლი

05 დეკემბერი 2019, 17:26

საქართველო

წნორში ერთ-ერთ სახლში მძიმე პირობებში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს

სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი. როგორც გურგენიძემ imedinews-ს განუცხადა, სახლის მეპატრონე მ.ს.-ს ძაღლებზე მზრუნველი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა.

ორსულობა

05 დეკემბერი 2019, 17:22

მსოფლიო

ევროპულმა სასამართლომ ქალს გარდაცვლილი შვილის სპერმის გამოყენების უფლება არ მისცა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ქალს არ აქვს უფლება გამოიყენოს გარდაცვლილი შვილის სპერმა იმისთვის, რომ მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულოს და შვილიშვილი იყოლიოს. საქმე პეტითორი ლანცმანის საქმეს შეეხება, რომელიც ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლანცმანის ქვრივია.

ზუგდიდის სასამართლო

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

ნარკოდანაშაულზე ბერთან ერთად დაკავებულს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და რომან მალანია 4 დეკემბერს დააკავეს.

ვლადიმერ ბორცვაძე

05 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და პედაგოგი დააკავეს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფკინგის ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგები. ამის შესახებ ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეგერთ მილდერი

05 დეკემბერი 2019, 16:53

კულტურა

ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში საქართველოზე დაწერილი სიმღერით მონაწილეობს. ვიდეო

სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მუსიკალური რგოლი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული. როგორც მილდერი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში ამ ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთი

05 დეკემბერი 2019, 16:37

საქართველო

რუსული მედია ხანგოშვილზე წერს რომ ის თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა

ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც აგვისტოში ბერლინში მოკლეს, ჩრდილოეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყო კავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება Интерфакс-ი ავრცელებს.

წლის ფერი

05 დეკემბერი 2019, 16:34

კულტურა

2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა

საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა Pantone-მ 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა.მომავალი წლის ფერი 19-4052 Classic Blue ანუ კლასიკური ლურჯი იქნება. ეს ფერი სიმშვიდესთან და დამაჯერებლობასთან ასოცირდება.

ჰუბერტ ქნირში

05 დეკემბერი 2019, 16:30

საქართველო

გერმანიის ელჩი: საქართველო გამოწვევის წინაშე დგას

საქართველო დგას გამოწვევის წინაშე, იპოვოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გზები, რომელიც მომავალში შევა ძალაში. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა Imedinews-ს განუცხადა. ჰუბერტ ქნირშმა ამ თემაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.

უმრავლესობის სხდომა

05 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

ხვალ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმარება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

ალექსანდრ ლუკაშენკო

05 დეკემბერი 2019, 16:26

მსოფლიო

ლუკაშენკომ ბელარუსის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გამორიცხა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასოდეს მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს. „ჩვენ არც არასდროს გვინდოდა და არც ვაპირებთ რომელიმე ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას, მათ შორის არც მოძმე რუსეთის“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

სვეტლანა მედვედევა

05 დეკემბერი 2019, 16:21

მსოფლიო

მედვედევის ორსაათიან პრესკონფერენციაზე მისი ცოლის $50-მილიონიან თვითმფრინავზე კითხვა არ დასმულა

რუსეთის პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ორსაათიანი პრესკოფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებმა სხვადასხვა საკითხზე დაუსვეს შეკითხვები, თუმცა არცერთი მათგანი არ შეეხებოდა მისი ცოლის საკუთრებაში არსებულ 50 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავს.

დიმიტრი მედვედევი

05 დეკემბერი 2019, 16:13

საქართველო

მედვედევმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა

„ეს ძალიან რთული იყო, თუმცა მოვლენათა განვითარებამ გვაჩვენა, რომ ეს ერთადერთი და გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა პრემიერმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ხავიერ ტებასი

05 დეკემბერი 2019, 15:54

სპორტი

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი თანამდებობიდან გადადგა. ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის თებერვალში აირჩიეს. 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მან თანამდებობა შეინარჩუნა, რის გამოც ზედიზედ მესამე ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა.

ნიკა გვარამია

05 დეკემბერი 2019, 15:48

ძალოვნები

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. დამატებით დეტალებს Imedinews სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში არკვევს.