Imedi /  18 ნოემბერი 2019, 23:37 / სანდო წყარო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა.

კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.

„ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“, - წერია ისტიტუტის ინფორმაციაში. 

აქვე აღნიშნულია, რომ პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო“. 

მისივე თანახმად, არც ერთ პარტიას აქვს გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

„ეკონომიკა და უმუშევრობა საქართველოს მცხოვრებელთათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემების მიმართ ყურადღება არ არის გამახვილებული. პარტიების ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, შეიმუშაონ დეტალური პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც სწორედ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთებს აქცენტს“ - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა.

რესპონდენტების 80 %-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე.

„ეს ასევე წარმოადგენს ყველაზე მთავარ პრობლემებს პიროვნულ დონეზეც. 50%-ის შეხედულებით, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სიღარიბე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა არის მათი ოჯახებისთვის წუხილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, რესპონდენტთა უმრავლესობა (59%) ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე დიდ წინაღობად მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“, - აღნიშნავს IRI. 

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 68%-დან 71%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა - 75%-დან 80%-მდე.

„ეს მხარდაჭერა, ძირითადად, განპირობებულია უსაფრთხოებითა და ეკონომიკური სარგებლით, რაც მოსახლეობისთვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან ასოცირდება“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. 

„წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.

გამოყენებულია მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს“, - აცხადებენ საერთაშორისო რესპუნლიკურ ინსტიტუტში. 

ყველა სიახლე

სერიალი You

08 დეკემბერი 2019, 00:51

კულტურა

სერიალ You-ს მეორე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

დრამატული სერიალი ტრილერის ელემენტებით კეროლაინ კეპნესის რომანზეა დაფუძნებული. სიუჟეტის ცენტრში სერიული მკვლელი ჯო გოლდბერგია. პირველი სეზონი 2018 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა. სერიალის პრემიერა 26 დეკემბერს შედგება.

ოდრი მარში

08 დეკემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

ესპანელმა ექიმებმა ქალი გულის გაჩერებიდან 6 საათში გადაარჩინეს

34 წლის ოდრი მარში პირინეის მთებში ქმართან ერთად სეირნობდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ლაპარაკი გაუჭირდა და ძლიერი ჰიპოთერმიისგან გონება დაკარგა. მაშველებმა შემთხვევის ადგილს მხოლოს 2 საათის შემდეგ მიაღწიეს და ადგილზე მარშის გულის ამუშავება ვერ მოახერხეს.

სასაფლაო

07 დეკემბერი 2019, 23:47

ტაბლოიდი

ფრანგული კომუნის მოსახლეობას უქმეებზე სიკვდილი აეკრძალა

შესაბამის განკარგულებას ხელი მერმა იზაბელ დიუჟელემ მოაწერა. ასეთი გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კომუნის ერთ-ერთი მცხოვრებლის სიკვდილის დასადასტურებლად სპეციალისტი ვერ იპოვა.

ანტონიო ბანდერასი

07 დეკემბერი 2019, 23:24

კულტურა

ანტონიო ბანდერასი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცი გახდა

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის მფლობელი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი გახდა. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი იყო წარდგენილი.

07 დეკემბერი 2019, 22:48

კულტურა

ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზეა წარდგენილი

ბერლინში, ევროპის კინოაკადემიის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია დაიწყო. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაზე ანტონიო ბანდერასთან ერთადაა წარდგენილი. .

Kempinski Hotel Bahia-ს ნაძვის ხე

07 დეკემბერი 2019, 22:37

ტაბლოიდი

ესპანურმა სასტუმრომ ნაძვის ხის მოსართავად $15 მილიონი დახარჯა

Kempinski Hotel Bahia-ში, რომელიც ქალაქ მარბელაში მდებარეობს, ნაძვის ხის გალამაზება სათამაშოების ნაცვლად ძვირფასი ქვებით გადაწყვიტეს. ამისთვის წითელი, თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, სამკაულები და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი შოკოლადის ფიგურები გამოიყენეს.

კინოფესტივალი

07 დეკემბერი 2019, 22:19

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში გადაეცა: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

ძაღლები

07 დეკემბერი 2019, 22:03

ტექნოლოგიები

აშშ-ში ჯარში მომსახურე ძაღლებისთვის დამცავი ქუდი შეიქმნა

იმ ძაღლებისთვის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ჯარში მსახურობენ სპეციალური დამცავი ქუდი შეიქმნა. სამხედრო ძაღლები იცავენ ობიექტებს და ოპერაციებშიც მონაწილეობენ. ახალი ტექნოლოგიას, რომლითაც დამცავი ფორმა შეიქმნა CAPS-ი ეწოდება. ის იცავს ძაღლების სმენის ორგანოებს, როცა ისინი საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობენ.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 21:47

მსოფლიო

ტრამპმა მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეტანა გადაიფიქრა

„მექსიკური კარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაო დასრულებულია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა იმ ადამიანის თხოვნით, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, პროცესს დროებით შევაჩერებთ“, - დაწერა ტრამპმა.

07 დეკემბერი 2019, 20:47

საქართველო

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ორი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან სამი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, საიდანაც ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, ორ პაციენტს სავარაუდოდ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული.

ზაზა ურუშაძე

07 დეკემბერი 2019, 20:45

კულტურა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია imedinews-ს რეჟისორის ახლობლებმა დაუდასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

თალიბანი აშშ მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს

მხარეები ერთმანეთს ყატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი საკითხები უსაფრთხოების გაზრდაა, რომელმაც შემდეგ „თალიბანის“ და ავღანეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაში უნდა გადაიზარდოს.

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი

07 დეკემბერი 2019, 19:47

საქართველო

ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა

ამის შესახებ Le Monde-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.

დემონსტრაცია ბაღდადში

07 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

ერაყში უცნობმა თავდამსხმელებმა სულ ცოტა 20 დემონსტრანტი მოკლეს

თავდამსხმელები ერაყის დედაქალაქი რამდენიმე ადგილას პიკაპებით გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. გაუგებარია ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. სახელმწიფო მედიამ თავდამსხმელებს „უცნობი პირები“ უწოდა.

07 დეკემბერი 2019, 19:01

ეკონომიკა

საფრანგეთში მძღოლებმა გადასახადის ზრდის გამო 15 ავტომაგისტრალი გადაკეტეს

საფრანგეთის 11 რეგიონში მძღოლებმა 15 მსხვილი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ამ გზებზე საერთაშორისო გადაზიდვები ხორციელდება. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, გაფიცვის მიზეზია წვრილი სატრანსპორტო კომპანიებისათვის დაბეგვრის გაზრდა. ამ დროსითვის პარიზის, ლილის და ბელგიის მიმართულებით ავტომაგისტრალები გადაკეტილია.

მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი

07 დეკემბერი 2019, 18:32

ტექნოლოგიები

ჩინეთში მსოფლიოში პირველად მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი დაიბადა

ცხოველების დაბადება ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაა, რომლებსაც შემდეგ გადანერგვისთვის გამოიყენებენ. მეცნიერთა ნაწილი ჩინეთს მსგავსი ექსპერიმენტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ნინო ბურჯანაძე

07 დეკემბერი 2019, 18:27

საქართველო

ბურჯანაძე უარყოფს რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა

ნინო ბურჯანაძე უარყოფს, მოსკოვში ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში განაცხადა. ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა, „სწორი პოლიტიკური შეფასებისთვის“.

07 დეკემბერი 2019, 18:19

თემა

ვის ემართება ფილტვის კიბო? მხოლოდ მწეველებს?

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94%-სარაგადამდები დაავადებები იწვევს, საერთო სიკვდილიანობის 14%-ი კი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების შემდეგ (საერთო სიკვდილიანობის 69%-ი) მეორე ადგილი უჭირავს. კიბოს პოპულაციური რეგისტრის (საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა) მონაცემებით, ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეა, კაცებში კი - ფილტვის კიბო, რომელსაც სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს ფილტვის კიბომ ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მხრივმსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.