imedi /  19 ნოემბერი 2019, 09:52 / სანდო წყარო

საგარეო უწყებაში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

ჟენევის მოლაპარაკებები

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მწვავედ დაისვა ბოლო დროს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროვოკაციული პროცესები.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ახალგორის კიდევ ერთ მკვიდრს - თამარ გიგაურს არ ეძლევა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისა და საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ლაშა დარსალიას განმარტებით, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის შედეგად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს. 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მწვავედ დასვა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას. საუბარი შეეხო უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამწვავების კონტექსტში.

გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე.

ყურადღება გამახვილდა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, დროულად მოეფინოს ნათელი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საქმეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით. აღინიშნა პროგრესის მიღწევის აუცილებლობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი 2019 წლის 10-11 დეკემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

ალექსანდრ გაბიშევი

08 დეკემბერი 2019, 19:18

ტაბლოიდი

იაკუტელმა შამანმა პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

გაბიშევი მსვლელობას ორი ადამიანის და ოთხი ძაღლის თანხლებით აგრძელებს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.

პროპორციული არჩევნები

08 დეკემბერი 2019, 19:10

საქართველო

თალაკვაძე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნების ნიშნებს ხედავს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების ნიშნები არსებობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრის დაწყებამდე თქვა და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას შემოთავაზებები ექნება, მმართველი გუნდი პასუხების მოსაფრიქრებლად დროს აიღებს.

საჭმელად ვარგისი ჭიქა

08 დეკემბერი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ახალზელანდიური ავიაკომპანია მგზავრებს ყავას საჭმელად ვარგის ჭიქებში მიართმევს

Air New Zealand-ი კომპანია Twiice-თან თანამშრომლობს, რომელიც ასეთ ჭურჭელს მცენარეული მასალისგან ამზადებს და სხვადასხვა გემოს უმატებს. ჭიქებს რამდენიმე რეისზე უკვე იყენებენ. მათ ვანილის გემო აქვს და ცხელი სითხის გამო არ დნება. მგზავრებმა, რომლებმაც ახალი ჭიქები უკვე გასინჯეს, ჭურჭელი დადებითად შეაფასეს.

გაზით მოწამვლა

08 დეკემბერი 2019, 18:32

საქართველო

ნოემბერში თბილისში 3800-ზე მეტი ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნეს

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში დედაქალაქში 3867 ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის ყველაზე მეტი შემთხვევა ისანი-ვაზისუბანში გამოვლინდა - 962 კანონდარღვევა. შემდეგ ადგილზე კი სამგორია - 878.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 18:25

საქართველო

„შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

პეტერ ჰანდკე

08 დეკემბერი 2019, 18:18

მსოფლიო

კოსოვო ნობელის პრემიას პეტერ ჰანდკეს დაჯილდოების გამო ბოიკოტს უცხადებს

კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნობელის პრემიის მფლობელი პეტერ ჰანდკე სერბეთის ყოფილი დიქტატორის სლობოდან მილოშევიჩის "მეგობარი და მხარდამჭერია". ამის გამო, კოსოვოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ღონისძიებას ბოიკოტს უცხადებს.

სავაჭრო ომი

08 დეკემბერი 2019, 18:05

ეკონომიკა

ჩინეთიდან ექსპორტი აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე ისევ შემცირდა

აშშ-ში ექსპორტი კი 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. ჩინეთის საქონელზე აშშ-ის ახალი ტარიფები შემდეგი კვირიდან ამოქმედდება. პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო დავის გამწვავის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოტენციურ გარიგებაზე, თუმცა მხარეები დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: მხარს ვუჭერთ საარჩევნო სისტემაში მეტ პროპორციულობას

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო „ბილტმორში“ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდნენ. შეხვედრის შემდეგ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

08 დეკემბერი 2019, 17:42

მსოფლიო

გერმანია რუსეთს ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ეჭვობს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. „მტკიცებულება ბევრია. რუსულმა მხარემ ამ დანაშაულის გამოძიებაში წვლილი უნდა შეიტანოს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

სირია ავიაიერიში

08 დეკემბერი 2019, 16:45

მსოფლიო

სირიაში ირანელი სამხედროების ბანაკზე ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბანაკზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ტელეარხ Al Hadath-ის ცნობით, დიდი ალბათობით, ავიაიერიში ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს. ავიაიერიშს სულ მცირე 5 სამხედრო ემსხვერპლა.

კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ფხენიანმა „ძალიან მნიშვნელოვანი“ ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა

„ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ კორეის შრომის პარტიას წარმატებული შედეგის შესახებ შეატყობინა, რომელსაც ძალიან მალე დიდი გავლენა ექნება ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული მდგომარეობის შეცვლაზე“, - ნათქვამია ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს განცხადებაში.

გამოფენა რუსეთი

08 დეკემბერი 2019, 16:18

ტაბლოიდი

რუსეთში ნახატებზე გამოსახული შიშველი ქალები წებოვანი ლენტებით დაფარეს

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ხელოვნების გალერეაში გამოფენის დროს მხატვრებს აიძულეს, წებოვანი ლენტით დაეფარათ ნახატები, რომლებზეც შიშველი ქალები არიან გამოსახული. როგორც ადგილობრივ ტელეარხთან საუბარში ერთ-ერთმა მხატვარმა ვადიმ ტულუზუკოვმა განაცხადა, ასეთი მოთხოვნა მისთვის აქამდე არავის დაუყენებია.

დამატებითი რეალობის სათვალე

08 დეკემბერი 2019, 15:31

ტექნოლოგიები

მედია: Magic Leap-ის დამატებითი რეალობის სათვალეს არავინ ყიდულობს

6 თვეში Magic Leap-მა ​მხოლოდ 6000 სათვალე გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში წელიწადში სულ მცირე 100 ათასი სათვალის გაყიდვას გეგმავდნენ, კომპანიის ხელმძღვანელი რონი აბოვიცი კი წელიწადში ერთი მილიონი სათვალის გაყიდვაზე საუბრობდა.

08 დეკემბერი 2019, 15:15

საქართველო

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა აქცია „ნუ გამხდი ხალათს“ გამართეს

„ნუ გამხდი ხალათს“, - ამ ლოზუნგით დღეს საპროტესტო აქცია რეზიდენტურაში ჩაბარების მსურველებმა, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა გამართეს. რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებული საფასურის, ასევე სალიცენზიო გადასახადის გაუქმება და უფასო რეზიდენტურა - ეს ის სამი ძირითადი მოთხოვნაა, რომელმაც სტუდენტები ქუჩაში გამოიყვანა.

ჰონგ-კონგი საპროტესტო აქცია

08 დეკემბერი 2019, 14:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ფრონტის“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მანიფესტაციის დაწყებამდე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 11 მომიტინგე დააკავა.

გიორგი ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 14:51

საქართველო

გიორგი ვაშაძე: საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ სტრატეგიები სრულად გავანადგურეთ

შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტარებმა დეტალურად იციან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და შეშფოთებულები არიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პირობის არშესრულების გამო.

ილია მეორე

08 დეკემბერი 2019, 14:18

საქართველო

პატრიარქი: მიხედეთ თქვენს მამულს, ხელიდან გვეცლება მიწები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოფლის გაძლიერებაზე ისაუბრა და თხოვა სამღვდელოებას, იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობის განვითარების. „ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან“.

ჰასან როუჰანი

08 დეკემბერი 2019, 13:49

ეკონომიკა

​როუჰანი: სანქციების გამო ნავთობზე ბიუჯეტის დამოკიდებულება შევამცირეთ

ირანის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულება შემცირდა, რაც თეირანს ამერიკულ სანქციებთან ბრძოლაში დაეხმარება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

სიჩქარის კონტროლი

08 დეკემბერი 2019, 13:32

ძალოვნები

ცნობილია, სად ამოქმედდება საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 12 სექცია

2019 წლის 9 დეკემბრიდან საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2019, 13:10

საქართველო

მდინარაძე: გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს საუბარი არასერიოზული იქნება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 18:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.